ჩინამპები
იერსახე
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e1/Lake_Texcoco_c_1519.png/300px-Lake_Texcoco_c_1519.png)
ჩინამპები (ესპ. chinampa, ნაუატ. chināmitl) — მოცურავე კუნძულები, რომლებსაც აღმართავდნენ-ხოლმე მესოამერიკის კოლუმბამდელი ხალხები სოფლის მეურნეობის საწარმოებლად. ჩინამპებს წელიწადში რამდენიმჯერმე მოჰქონდათ მოსავალი. აცტეკები ჩინამპებს აგებდნენ ტესკოკოს ტბაზე.
ჭაობიან დაბლობებში მიწაში არჭობდნენ ხიმინჯებს, შემდეგ მათ აერთებდნენ მესრით. დანაყოფების შიგნით მეტრობით იყრებოდა მიწის ფენები. წვიმის სეზონებში ჩინამპები კუნძულებად იქცეოდა. წამოწეულ ველებზე გამუდმებით ემატებოდა წყლის მცენარეების ორგანული ნივთიერებები. ეს საშუალებას იძლეოდა, ნიადაგის ნაყოფიერება ყოველთვის მაღალ დონეზე ყოფილიყო.
მიწათმოქმედების ამ სისტემის აყვავების პერიოდია ჩვ. წ. 600-900 წლები.
ლიტერატურა
- Popper, Virginia. «Investigating Chinampa Farming.» Backdirt (Cotsen Institute of Archaeology). Fall/Winter 2000.
- Townsend, Richard F. (2000) The Aztecs. revised ed. Thames and Hudson, New York.
რესურსები ინტერნეტში
- History of Urban Agriculture: Chinampas of Tenochtitlan
- Floating Gardens of Mexico City.pdf Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
-
თანამედროვე ჩინამპები
-
ჩინამპები, 1912 წელი
|
|