ოთომი
ოთომი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
საერთო მოსახლეობა | |
300 000 | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ენები | ოთომი, ესპანური ენა |
რელიგიები | კათოლიციზმი |
ოთომი (ესპ. Otomi) — ცენტრალური მექსიკის ერთ-ერთი ძირითადი ინდიური ერი. ამჟამად ოთომის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს მექსიკის ტლასკალისა და გუანახუატოს შტატებში. ოთომის ზოგიერთი ჯგუფი საკუთარ თავს „ჰნიაჰნიუს“ (Hñähñu) უწოდებს, მაგრამ ეს თვითდასახელება დამოკიდებულია ოთომის ენის გამოყენებულ სახეობაზე.
ოფიციალური რელიგია — კათოლიციზმი, ასევე გავრცელებულია ქრისტიანული ზეგავლენის მქონე ტრადიციული სარწმუნოებები.
ისტორია
ოთომის დედაქალაქი შალტოკანი ტბა ტესკოკოს ჩრდილოეთით მდებარეობს. დაახლოებით 1399 წელს ოთომი დაიპყრეს აცტეკებმა, რომლებიც შემდგომ მათ დაქირავებულ მებრძოლებად იყენებდნენ. ტლასკალანელი ოთომი იყო პირველი, რომელიც შეებრძოლა ესპანელთა ჯარს. ოთომის რაზმების დამარცხების შემდეგ, ბევრი ტომი გამოეყო აცტეკებს და კონკისტადორებს შეუერთდა. ზოგიერთი ტომი შალტოკანის დასაცავად დარჩა. მოგვიანებით ის ესპანელებმა დაიპყრეს.
ენა
ოთომის ენა ოტო-მანგური ოჯახის დასავლეთ განშტოების ოტო-პამეს ჯგუფს ეკუთვნის. ოტო-მანგურ ოჯახში ასევე ერთიანდებიან მექსიკის მსხვილი ენები: მასაუა, მიჰტეკური, საპოტეკური, ჩინაკტეკური, ტლაპანეკური, მასატექსური და სხვა.
ოთომის ინდიელები ვალე-დე-მასკიტალიდან საუბრობენ nHa:nHu დიალექტზე, ხოლო სამხრეთ ოთომი კერეტაროდან nHa:nHo-ზე. ენის მატარებლების საერთო რაოდენობაა 300 ათასი ადამიანი, აქედან 5-6% ფლობს მხოლოდ ამ ენას.
რესურსები ინტერნეტში
- სტატია დიდი საბჭოდა ენციკლოპედიიდან[მკვდარი ბმული]
- ოთომი: ჩახლართული ისტორია, ადვილად ადაპირებადი კულტურა, ზოგადი მემკვიდრეობა
- David Wright Carr, Los Otomíes Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ესპანური)
|