ჯემალ აჯიაშვილი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფსევდონიმი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პერიოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Magnum opus | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ესკიზის შექმნის შეცდომა: [[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
სიმონ (ჯემალ) აჯიაშვილი (დ. 23 მარტი, 1944, სენაკი, საქართველოს სსრ — გ. 5 იანვარი, 2013, ისრაელი[1]) — ქართველი ებრაელი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992), ორი მოწვევის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი (1992, 1995), საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესისა (2003 წლის 22 იანვარიდან — ვიცე-პრეზიდენტი), ებრაულ თემთა ევროკავშირის ორგანიზაციათა წევრი.
ბიოგრაფია
ჯემალ აჯიაშვილი დაიბადა 1944 წლის 23 მარტს დაბა სენაკში, საქართველო. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1968-1971 წლებში სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა ირანში.
1974-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთკავშირების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს სამეცნიერო რედაქტორად. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უცხო ენების ინსტიტუტში. 1988 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ–უცხოური ლიტერატურული ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის თანამშრომელი. 1993 წელს არჩეულ იქნა სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრის გამგედ, 1997 წლიდან კი არის ებრაული სახალხო უნივერსიტეტის რექტორი.
ჯემალ აჯიაშვილი არის საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი 1977 წლიდან, ხოლო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი – 1980 წლიდან .
შემოქმედება
ჯემალ აჯიაშვილმა თარგმნა მსოფლიო კლასიკური პოეზიის ნიმუშები: ბიბლიური ფსალმუნები, ანდალუსიელი ებრაელი პოეტების ლექსები, ძველბერძნული და სპარსული პოეზიის ნიმუშები, შექსპირის, ჩიკამაცუს, ტირსო დე მოლინას, კარლო გოცის დრამატული პოემები, დანტეს, პეტრარკას, მიქელანჯელოს, რილკეს სონეტები, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ბორის პასტერნაკის და სხვათა ლექსები.
კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წარმატებით დაიდგა ჯ. აჯიაშვილის მიერ თარგმნილი კარლო გოცის პოემა-ზღაპარი „ცისფერი უკუნეთი“, ჩიკამაცუს დრამატული პოემა „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“.
ჯ. აჯიაშვილმა ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობას უძღვნა ისტორიული ესე „გაიღვიძე, ქნარო!“ — პიესა-მონოლოგი, რომელიც კოტე მახარაძემ დადგა ერთი მსახიობის თეატრში.
ჯილდოები და პრემიები
- სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1984)
- პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ილ.ჭავჭავაძის სახ. პრემიის ლაურეატი (1991)
- ივანე მაჩაბელის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1995)
- ღირსების ორდენის კავალერი (1996)
- „საბა“ საუკეთესო თარგმანისთვის „ვარსკვლავთა ჩრდილში მაღალთა თანა“ (2005)
რესურსები ინტერნეტში
- ჯემალ აჯიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ჯემალ აჯიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
- ჯემალ აჯიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მეოთხე მოწვევა)
სქოლიო
- ↑ პოეტი ჯემალ აჯიაშვილი გარდაიცვალა. მედიანიუსი, 06.01.2013.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
თარგი:საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრები თარგი:საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრები
- Pages with script errors
- დაბადებული 23 მარტი
- დაბადებული 1944
- გარდაცვლილი 5 იანვარი
- გარდაცვლილი 2013
- საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (2004)
- ქართველი ებრაელები
- საბას პრემიის ლაურეატები
- სენაკის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები