All Nightmare Long
„All Nightmare Long“ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted პირველი CD-ის ყდა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თარგი:ინფოდაფა სიმღერა/ბმული — მეტალიკა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ალბომიდან Death Magnetic | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გამოსვლის თარიღი | 15 დეკემბერი, 2008 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჩაიწერა |
2007 წლის 12 მარტი-2008 წლის 11 მაისი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჟანრი | მძიმე მეტალი, თრეშ მეტალი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხანგრძლივობა | 7:58 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Warner Bros. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ავტორ(ებ)ი |
ჯეიმზ ჰეტფილდი, კირკ ჰემეტი, ლარს ულრიხი, რობერტ ტრუჰილო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროდიუსერი | რიკ რუბინი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
All Nightmare Long — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეხუთე სინგლი და მეხუთე სიმღერა მათივე 2008 წლის სტუდიური ალბომიდან Death Magnetic. სინგლი გამოვიდა 2008 წლის 15 სექტემბერს.[1] სიმღერა გამოყენებული იქნა WWE-ს მიერ თემად ღონისძიებაზე No Mercy 2008,[2] სიმღერას ჯგუფი Drop-D ტიუნინგით უკრავს. მუსიკალური ვიდეომუსიკალური ვიდეოს პრემიერა, რომლის რეჟისორიცაა რობერტ შობერი[3], შედგა 2008 წლის 7 დეკემბერს მეტალიკის ოფიციალურ საიტსა და Yahoo Video-ზე.[4][5] ვიდეოში, რომელშიც ჯგუფის წევრები არ ჩანან, ასახულია 1908 წლის ისტორიული მოვლენის — ტუნგუსკის მეტეორიტის ჩამოვარდნის ალტერნატიული ისტორია ფსევდოდოკუმენტურ სტილში. იგი ასახავს ამ ფაქტის შემდგომ განვითარებულ შეთხზულ მოვლენებს, როდესაც საბჭოთა კავშირის მეცნიერები აღმოაჩენენ სპორებს არამიწიერი არსებისა, რომელიც წააგავდა პატარა უვნებელ ბრონირებულ ჭიას. ტექსტის მნიშვნელობაერთ-ერთ ინტერვიუში ჯეიმზ ჰეტფილდმა განმარტა სიმღერის ტექსტის მნიშვნელობა:[6]
გამოცემის ვერსიებისინგლი ხელმისაწვდომია სამ სხვადასხვა გამოცემაში.[1] პირველი გამოცემა გამოვიდა ციფრული პაკეტის სახით და მოიცავდა სიმღერის ალბომისეულ ვერსიას სიმღერების Wherever I May Roam და Master of Puppets საკონცერტო ვერსიების თანხლებით, რომლებიც ჩაწერილია 2008 წლის სექტემბერს ბერლინში.[1] მეორე გამოცემა, რომელსაც ხმისჩამწერი კომპანია J card-ს უწოდებს, მოიცავს ასევე All Nightmare Long-ის სტუდიურ ჩანაწერს სიმღერების Blackened და Seek & Destroy საკონცერტო ვერსიების თანხლებით, რომლებიც ასევე ბერლინის კონცერტზეა ჩაწერილი.[1] მესამე ვერსია მოიცავს სიმღერას DVD-ზე, ათ წუთიან დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ასახავს ჯგუფის მიერ გატარებულ დღეებს ბერლინში, ოცწუთიან საკონცერტო ჩანაწერს იმ ღამის ალბომის გამოშვებისადმი მიძღვნილი წვეულებიდან და თხუთმეტწუთიან ჩანაწერს Rock Im Park-ის ტიუნინგის ოთახიდან.[1] სიმღერების სია2008 წლის CD სინგლი (გერმანია: Vertigo 1794011)
2008 წლის CD სინგლი (გერმანია: Vertigo 1794211)
2008 წლის DVD სინგლი (გერმანია: Vertigo 1794213)
2008 წლის SHM-CD EP (იაპონია: Vertigo UICR-9031)
2009 წლის მაქსი სინგლი (ავსტრალია: Vertigo 1794216)
პერსონალიმეტალიკა
ჩარტები
სქოლიო
|