Frantic (სიმღერა)
„Frantic“ | ||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||||||||||||||||||||||||||
თარგი:ინფოდაფა სიმღერა/ბმული — მეტალიკა | ||||||||||||||||||||||||||||
ალბომიდან St. Anger | ||||||||||||||||||||||||||||
B-მხარე |
Blackened (საკონცერტო) Harvester of Sorrow (საკონცერტო) No Remorse (საკონცერტო) Welcome Home (Sanitarium) (საკონცერტო) Frantic (UNKLE-ის რემიქსი) | |||||||||||||||||||||||||||
გამოსვლის თარიღი | 15 სექტემბერი, 2003 | |||||||||||||||||||||||||||
ჩაიწერა | 2002 წლის მაისი-2003 წლის აპრილი | |||||||||||||||||||||||||||
ჟანრი | მძიმე მეტალი | |||||||||||||||||||||||||||
ხანგრძლივობა | 5:50 | |||||||||||||||||||||||||||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Elektra | |||||||||||||||||||||||||||
ავტორ(ებ)ი |
კირკ ჰემეტი, ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი, ბობ როკი | |||||||||||||||||||||||||||
პროდიუსერი | ბობ როკი | |||||||||||||||||||||||||||
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია | ||||||||||||||||||||||||||||
Frantic — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეორე სინგლი და პირველი სიმღერა მათივე 2003 წლის სტუდიური ალბომიდან St. Anger. იგი გამოვიდა 2003 წლის 15 სექტემბერს სხვადასხვა ვერსიებით მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში.[1] სიმღერაFrantic, ისევე როგორც მრავალი სხვა სიმღერა ალბომიდან St. Anger, ჯგუფის წარსულ ბრძოლებზეა მავნე ჩვევებთან, კერძოდ კი წამყვანი ვოკალისტის ჯეიმზ ჰეტფილდის ალკოჰოლთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რის გამოც მან მრავალი თვე გაატარა რეაბილიტაციაში. ტექსტი აშკარად ნასაზრდოებია ძენის აქსიომებიდან, ყველაზე მეტად დუკჰას ბუდისტური კონცეფციით, რომელიც კირკ ჰემეტის შემოტანილია: „Birth is pain. Life is pain. Death is pain.“ (რაც ითარგმნება როგორც: „დაბადება ტკივილია. ცხოვრება ტკივილია. სიკვდილი ტკივილია.“) ეს სტრიქონები შესაძლოა აღებული იყოს ასევე ჯგუფის Samhain სიმღერიდან Macabre, რადგან მეტალიკის წევრები ფანები არიან ამ ჯგუფის ლიდერის, გლენ დანზინგის. საკონცერტო შესრულებასიმღერის საკონცერტო დებიუტი შედგა 2003 წელს ცერემონიალზე MTV Icon და შესრულდა ცოცხლად ამავე წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე. 2003 წლის კონცერტზე ორლანდოში, ფლორიდა, ჯეიმზ ჰეტფილდმა Frantic-ის შესახებ თქვა:
ამ შოუს გადმოწერა უფასოდაა შესაძლებელი საიტიდან livemetallica.com. DVD-ში Some Kind of Monster ლარსი აცხადებს, რომ მას სურდა დაერქმია ჯერ კიდევ უსათაურო ალბომისთვის Frantic. საბოლოოდ ალბომს St. Anger დაარქვეს. Frantic ერთ-ერთია იმ სამ სიმღერას შორის St. Anger-დან, რომლებიც შესრულდა Madly In Anger With The World ტურნეს შემდეგ. შემდეგი ორი სიმღერაა All Within My Hands და St. Anger. ამ სიმღერაში კირკ ჰემეტი მღერის სიმღერის იმ ნაწილს, რომელშიცაა ტექსტი: „Birth is pain, Life is pain, Death is pain, It's all the same.“ სიმღერების სია
შენიშვნა: ვინილის ლეიბლი აცხადებს, რომ დისკის სიჩქარეა 33 1/3, თუმცა სინამდვილეში მისი სიჩარეა 45. მუსიკალური ვიდეომუსიკალური ვიდეოს პრემიერა, რომლის რეჟისორიცაა უეინ იშემი, შედგა 2003 წლის აგვისტოში.[2] ვიდეო მოიცავს სიმღერის შემოკლებულ ვერსიას და ასახავს ადამიანს, რომელიც უკან იხედება თავის განვლილ ცხოვრებაში (რომელშიც ის მუდამ ეწევა, სვამს და აქვს სექსი) ავარიის მომენტში, როდესაც მისი პიკაპი გზაჯვარედინზე შეასკდება სატვირთოს. ვიდეოს დასასრულისთვის, მიუხედავად იმისა, რომ პიკაპი ამობრუნებულია, კაცი შიგნით ჯერ კიდევ საკონცერტოა და უხარია, რომ გადარჩა, და იცინის ხმამაღლა, სანამ 4x4 მანქანა არ დაეჯახება მას, კონკრეტულად იმ ფანჯარას, სადაც ეს კაცი იყო მოთავსებული. ვიდეო გადაღებულია მონრეალში, კანადა. სიმღერა პოპულარულ კულტურაშისიმღერა გამოყენებული იქნა ტელესერიალ სმოლვილის მესამე სეზონის პრემიერაში, სცენაში, როდესაც კლარკ კენტი ძარცვავს ბანკს. ჩარტები
პერსონალი
სქოლიო
|