შინაარსზე გადასვლა

The Big Four: Live from Sofia, Bulgaria

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Big Four: Live from Sofia, Bulgaria
ფაილი:BigFourDVD.jpg
dvd —
გამოცემის თარიღი 29 ოქტომბერი, 2010 (ევროპა)
1 ნოემბერი, 2010 (საერთაშორისო)
2 ნოემბერი, 2010 (ჩრდილოეთი ამერიკა)
ჩაიწერა 22 ივნისი, 2010, ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნული სტადიონი, სოფია, ბულგარეთი
ჟანრი მძიმე მეტალი, თრეშ მეტალი, სპიდ მეტალი
ხანგრძლივობა Script error: No such module "hms".
ლეიბლი Warner Brothers
მეტალიკა, Megadeth, სლეიერი და ანთრაქსი — ქრონოლოგია
Orgullo, Pasión, y Gloria: Tres Noches en la Ciudad de México
(2009)
The Big Four: Live from Sofia, Bulgaria
(Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)
Quebec Magnetic
(2012) თარგი:!)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Script error: No such module "Music ratings".

The Big Four: Live from Sofia, Bulgaria[1] — DVD/Blu-ray დისკები, რომელიც ასახავს Megadeth-ის, მეტალიკის, სლეიერისა და ანთრაქსის, „თრეშ მეტალის დიდი ოთხეულის“, ერთობლივ კონცერტს, რომელიც ჩაიწერა 2010 წლის 22 ივნისს სოფიაში, ბულგარეთი, სონისფიარ ფესტივალის ფარგლებში. შოუ ჯერ ჩაიწერა და დარედაქტირდა, ხოლო შემდეგ გადაიცა ეთერის საშუალებით რვაასზე მეტ კინოთეატრში მსოფლიოს მასშტაბით ფესტივალის ჩატარების დღესვე.

იგი გამოცემულ იქნა ორი დისკის შეკვრის სახით, ჩანაწერებით სცენის მიღმა და ინტერვიუებით, DVD მოიცავს ასევე შეზღუდული რაოდენობის სუპერ-დელუქს სასაჩუქრე ყუთს, რომელშიც შედის ორი DVD, ხუთი CD, ოცდაოთხფურცლიანი ბუკლეტი, პოსტერი, ოთხივე ჯგუფის ფოტოები და „დიდი ოთხეულის“ გიტარის მედიატორი.[2]

ფესტივალის დეტალები

2009 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ მეტალიკა, Megadeth, სლეიერი და ანთრაქსი ჩაატარებდნენ ერთობლივ ტურნეს პოლონეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში, რუმინეთსა და თურქეთში სონისფიარ ფესტივალის ფარგლებში. კონცერტზე ბულგარეთში პირველად ისტორიაში სცენაზე ერთდროულად იყვენ მეტალიკის, Megadeth-ის და ანთრაქსის ყველა წევრი სლეიერის დეივ ლომბარდოსთან ერთად დაიმონდ ჰედის სიმღერის Am I Evil? შესრულებისას. აღსანიშნავია, რომ ესევე პირველად დაუკრეს ერთად ჯეიმზ ჰეტფილდმა და ლარს ულრიხმა დეივ მასტეინთან ერთად 1983 წლის შემდეგ, როცა მასტეინი დაითხოვეს მეტალიკიდან. მრავალი ქვეყნის კინოთეატრებში უჩვენეს ეს შოუ, სადაც ლარს ულრიხი პირობას იძლეოდა, რომ გამოვიდოდა ამ კონცერტის DVD ვერსიაც. ამ ფესტივალის პრომოუტერის განცხადებით, შოუს უყურა 100 000-ზე მეტმა ფანმა მსოფლიოს მასშტაბით.[3] კონცერტი, წარმოადგენდა რა „დიდი ოთხეულის“ ოცაათწლიანი მოღვაწეობის ერთგვარ აღსანიშნავ წვეულებას, გამოყენებულ იქნა რონი ჯეიმზ დიოს წვლილის დასაფასებლადაც. ბლექ საბათის, დიოს, რეინბოუსა და Heaven & Hell-ის წამყვანი ვოკალისტის, რონი ჯეიმზ დიოს ხსოვნისადმი პატივის მისაგებლად, რომელიც თვეზე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა კონცერტამდე, ანთრაქსმა შეასრულა სიმღერა Heaven and Hell.

სიმღერების სია

  • DVD-ის შინაარსი აღებულია AllMusic-ის და DVD-ის ანოტაციების თანახმად.[4][5]

ანთრაქსი

DVD 1/BD 1/CD 1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Megadeth

DVD 1/BD 1/CD 2 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

სლეიერი

DVD 1/BD 1/CD 3 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მეტალიკა

DVD 2/BD 2/CD 4 & 5 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

DVD-ის დამატება DVD 2/ BD 2

კულისებში გადაღებული დოკუმენტური ვიდეო Sonisphere-იდან, აგრეთვე ინტერვიუები და Am I Evil?-ის რეპეტიცია.

პერსონალი

ჩარტები

ჩარტები (2010) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალიის ალბომების ჩარტი[6] 71
ევროპის საუკეთესო ასი ალბომი[7] 11
გერმანიის ალბომების ჩარტი[8][9] 4
გერმანიის მუსიკალური DVD-ების საუკეთესო ოცეული[10] 2
შვეიცარიის მუსიკალური DVD-ების ჩარტი[9] 3
ავსტრიის მუსიკალური DVD-ების ჩარტი[9] 1
ბრიტანეთის მუსიკალური DVD-ების ჩარტი[9] 1
კანადის მუსიკალური DVD-ების ჩარტი[9] 1
ბილბორდის მუსიკალური DVD-ების ჩარტი[9] 1

სერტიფიცირება

ქვეყანა სერტიფიცირება
გერმანია (DVD) ოქრო [11]

სქოლიო

  1. დიდი ოთხეულის პრეს-რელიზი. Metallica.com (21 სექტემბერი, 2010). ციტირების თარიღი: 2010-12-30.
  2. „დიდი ოთხეულის“ სასაჩუქრე ყუთი. Metal CallOut. ციტირების თარიღი: 2010-09-20.
  3. ანდრე პეინი. (25 ივნისი, 2010) მეტალიკის სონისფიარ ფესტივალის ბულგარეთის კონცერტი 100 000-ზე მეტმა ფანმა იხილა. billboard.com. ციტატა: „The Sonisphere cinecast from the Sofia, Bulgaria leg of the touring rock festival was seen by more than 100,000 fans, according to promoter Stuart Galbraith.“ ციტირების თარიღი: 2010-09-20.
  4. Jurek, Thom. "The Big Four: Live from Sofia, Bulgaria". AllMusic. Rovi Corporation. Retrieved 2010-01-01.
  5. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  6. Chartifacts - კვირის დასაწყისი: 15 ნოემბერი, 2010. ავსტრალიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია (15 ნოემბერი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-16. ციტირების თარიღი: 2010-16-10.
  7. http://www.billboard.com/#/charts/european-albums?tag=relcharts
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-17. ციტირების თარიღი: 2010-12-29.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-14. ციტირების თარიღი: 2010-12-29.
  10. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-28. ციტირების თარიღი: 2010-12-29.
  11. ოქრო/პლატინის გერმანიის მონაცემთა ბაზა. Bundesverband Musikindustrie.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted