Because
„Because“ | ||||
---|---|---|---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
თარგი:ინფოდაფა სიმღერა/ბმული — The Beatles | ||||
ალბომიდან Abbey Road | ||||
ენა | ინგლისური | |||
გამოსვლის თარიღი | 26 სექტემბერი 1969 | |||
ჩაიწერა | 1 და 5 აგვისტო 1969, EMI-ს სტუდია, ლონდონი | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი, არტ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 2:45 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Apple Records | |||
ავტორ(ებ)ი | ლენონი / მაკ-კარტნი | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
Abbey Road – სიმღერები | ||||
|
Because — ჯონ ლენონის Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedმიერ დაწერილი სიმღერა, რომელსაც ასრულებს The Beatles (ავტორები: ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი). ეს არის 3-ნაწილიანი ჰარმონიული ვოკალური ნაწარმოები, რომელსაც ასრულებენ ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი და ჯორჯ ჰარისონი და რომელშიც სამივე ხმა სამ ფენადაა დაშრევებული, რათა შექმნილიყო 9-ხმიანი ჟღერადობა. სიმღერა თავისი ხმოვანებით წააგავს ”ბიჩ ბოისს” ("Beach Boys") და შედის ”The Beatles-ის” 1969 წელს გამოშვებულ ბოლო სტუდიურ ალბომში სახელწოდებით Abbey Road.
კომპოზიცია
სიმღერას ელექტრო კლავესინზე დაკვრით იწყებს ჯორჯ მარტინი, შემდეგ ელექტროგიტარით შედის ლენონი, რომელიც აორმაგებს მარტინის დაკრულს ლესლი სპიკერის დახმარებით.
„Because“ განეკუთვნება The Beatles-ის იმ მცირერიცხოვან სიმღერებს, სადაც გამოყენებულია ანალოგური სინთეზატორი. The Beatles ალბომ Abbey Road-ის ჩაწერის დროს იყო ერთ-ერთი მოწინავე ჯგუფთაგანი, რომელიც ცდებს ატარებდა სინთეზატორ Moog-ის დახმარებით.
ლენონის მონათხრობის მიხედვით სიმღერის შექმნის შთაგონება მოუვიდა ბეთჰოვენის „მთვარის სონატის“ მოსმენის დროს: ”იოკო ფორტეპიანოზე უკრავდა ბეთჰოვენის ”მთვარის სონატას”... მე ვუთხარი: „შეგიძლია, დაუკრა ეს აკორდები უკუღმა?” და დავწერე „Because“ მათ გარშემო. სიტყვები თავისით დაიწერა... არანაირი წარმოსახვა, არანაირი გაურკვეველი მინიშნებები“.
ჩაწერა
სიმღერა „Because“-ის ჩაწერის მთავარი სესიები გაიმართა 1969 წლის 1 აგვისტოს, ვოკალის დაშრევება მოხდა 4 აგვისტოს, ხოლო ჯორჯ ჰარისონის მიერ Moog სინთეზატორის ხმის დადება - 5 აგვისტოს. ეს იყო ალბომის უკანასკნელი სიმღერა, რომელიც ჩაწერილ იქნა მაგნიტურ ფირზე, თუმცა ჯერ კიდევ შესასრულებელი იყო ხმის დადებები ალბომის სხვა სიმღერებისთვისაც.
პერსონალი
- ჯონ ლენონი - სამმაგი წამყვანი ხმა (შუა რეგისტრი), სოლო და რიტმ-გიტარები
- პოლ მაკ-კარტნი - სამმაგი მეორე ხმა (ზედა რეგისტრი), ბას-გიტარა
- ჯორჯ ჰარისონი - სამმაგი მესამე ხმა (ქვედა რეგისტრი), Moog სინთეზატორის ორმაგი ჩანაწერი
- ჯორჯ მარტინი - ელექტრო-პიანინო, ბოლდიუნის კლავესინი
ალბომის ვერსიები
წელი | შემსრულებელი | გამოცემა | შენიშვნები |
---|---|---|---|
1969 | გერი მაკფერლენდი | Today | |
1976 | ლინსი დე პოლი | All This and World War II | |
1977 | Devo | The Truth About De-Evolution (სიუნდტრეკი) | სიმღერა სრულდება ფილმის ბოლოს ტიტრების ჩვენებისას. |
1978 | ელის კუპერი | Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (საუნდტრეკი) | |
1982 | პედრო აზნარი | Pedro Aznar | |
1994 | The Nylons | The Nylons | |
1998 | ვანესა მეი | ჯორჯ მარტინი - In My Life | სიმღერას ასრულებს სოლო-ვიოლინოზე გუნდის ფონური ჟღერადობის თანხლებით. |
1999 | ელიოტ სმითი | American Beauty (საუნდტრეკი) | |
2005 | ჯორჯ კლინტონი | How Late Do U Have 2BB4UR Absent? | |
2007 | Solveig Slettahjell | Domestic Songs | |
2007 | Various artists | Across the Universe | ექვსი მთავარი და სამი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ფილმში, სადაც კომბინირებულია ცხრა ვოკალური პარტია. |
2009 | მარტინ ჯონ ჰენრი | Abbey Road Now! | |
2009 | ჯერი რეფერტი | Life Goes On | |
ალეხანდრო დოლინა | Tangos del Bar del Infierno | ასევე გამოიყენება მისი რადიო-შოუს La Venganza Será Terrible დამწყებ თემად. |
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|