Two of Us (The Beatles-ის სიმღერა)
„Two of Us“ | ||||
---|---|---|---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
თარგი:ინფოდაფა სიმღერა/ბმული — The Beatles | ||||
ალბომიდან Let It Be | ||||
ენა | ინგლისური | |||
გამოსვლის თარიღი | 8 მაისი, 1970 | |||
ჩაიწერა | 31 იანვარი, 1969, ეპლის სტუდია | |||
ჟანრი | ფოლკ როკი, ბალადა | |||
ხანგრძლივობა | 3:33 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Apple, EMI | |||
ავტორ(ებ)ი | ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი | |||
პროდიუსერი | ფილ სპექტორი | |||
Let It Be – სიმღერები | ||||
|
Two of Us — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის 1970 წლის სიმღერა, შეტანილი ალბომში Let It BeLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted[1]. სიმღერის ავტორია პოლ მაკ-კარტნი, თუმცა ჯონ ლენონი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ ის მას ეკუთვნის. ლენონის ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს მხოლოდ ის ფაქტი, რომ Two of Us, ისევე როგორც The Beatles-ის ბევრი სხვა სიმღერა, მისი და პოლის შემოქმედებითი დუეტის მიერ იქნა დაწერილი.
თემატურად კომპოზიცია ეხება პოლის იმ დროისათვის ჯერ კიდევ მომავალ მეუღლეს, ლინდა ისტმენს, მაგრამ ტექსტი აჩენს ასოციაციებს ლენონთან ურთიერთობასთან.
კომპოზიცია
თავდაპირველად ეს იყო საკმაოდ მძიმე სტილის სიმღერა. ფილმში დაე ასე იყოს ეს კარგად ჩანს. ჯგუფმა რამდენჯერმა შეცვალა შესრულების სტილი და საბოლოოდ უარი თქვა ელექტროგიტარაზე, დატოვა რა აკუსტიკური გიტარის სოლოები. სიმღერა ასევე შესრულდა კომპანიის Apple Corps სახურავზე, 1969 წლის 31 იანვარს.
შესავალი
სიმღერის დასაწყისში გაისმის ლენონის ყვირილი
"'I Dig a Pygmy, by Charles Hawtrey and the Deaf Aids... Phase One, in which Doris gets her oats!"
. ეს ყვირილი გამოყენებული იქნა, როდესაც ალბომს ფილ სპექტორი ამონტაჟებდა. ფრაზა ასევე ჟღერს ფილმშიც. "The deaf aids" ეწოდებოდა The Beatles-ის სტუდიურ გამაძლიერებლებს.
სქოლიო
- ↑ Lennon-McCartney: Who Wrote What?. Beatlefan.Net. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|