ელიოზი (გობირახისძე)
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ელიოზ II)
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ელიოზი (ერისკაცობაში გობირახისძე) — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლ. 1399 წლიდან 1419 წლამდე.
ზრუნავდა თემურლენგის შემოსევებით გაპარტახებული ქვეყნის აღდგენისათვის, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის (შეუძენია სოფლები მუხრანში, მიწები, გლეხები და ვენახები გორში, ატენში). 1401 წელს გიორგი VII-ს დაამტკიცებინა სამეფო გადასახადებისაგან მცხეთის მამულების გათავისუფლების სიგელი.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2012. — გვ. 646.
- საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, "ნეკერი", თბ., 2000, — გვ. 67–68.