იოანე IX (ავალიშვილი)
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი იოანე (გვარად ავალიშვილი; გ. 1616) — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1612-1616 წლებში, მწიგნობარი, კალიგრაფი, მხატვარი.
ადრე საფარის მონასტრის წინამძღვარი იყო. ის და მისი ძმა ზაქარია დაახლოებული იყვნენ ქართლისა და კახეთის სამეფო ოჯახებთან. იოანეს ქვათახევის მონასტრის წინამძღვრობა უბოძეს, შემდეგ — ქართლის მთავარეპისკოპოსობა. 1609 წელს იოანეს გადაუწერია და აშიებით შეუმკია ლოცვან-დაუჯდომელი თეიმურაზ I-ის დედის, — ქეთევან დედოფლის დაკვეთით. იოანეს ერისკაცობის დროს გადაუწერია და მხატვრულად გაუფორმებია „ვეფხისტყაოსანი“.
1614 წელს შაჰ-აბას I-ის აღმოსავლეთ საქართველოში შემოსევის დროს, იოანე იმერეთში გაიხიზნა და დიდხანს ცხოვრობდა აფხაზეთის კათალიკოს მალაქიასთან სადაც 1616 წელს გარდაიცვალა[1].
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1980. — გვ. 187.
სქოლიო
- ↑ Карбелов П. «Древний Анчисхатский собор в Тифлисе». Тифлис, 1899
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted