შინაარსზე გადასვლა

მიქელ II (კათოლიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
13:04, 25 დეკემბერი 2015-ის ვერსია, imported>Surprizi (მოღვაწეობის პერიოდი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი მიქელი — ქართლის კათოლიკოსი. მოღვაწეობდა არჩილ მეფის დროს.

ისტორიული წყაროები

მოხსენიებულია მირონის კურთხევის წიგნში. თარგი:Blockquote

თეიმურაზ ბატონიშვილის სიტყვებით: თარგი:Blockquote

მოღვაწეობის პერიოდი

პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის მიერ გამოცემული სიის თანახმად, საქართველოს XV საუკუნემდე სულ ორი არჩილი ჰყავდა მეფედ - არჩილ I (410-434 წლები), პაპა ვახტანგ გორგასალისა, და არჩილი (668-718 წლები.) ამ პერიოდში ჩნდება ორი კათალიკოსი მიქაელიც: მიქაელ I (459-467 წლები), რომელმაც ვახტანგ გორგასალს კბილები ჩაუმტვრია და მიქაელ II (774-780 წლები.) მართალია, აღნიშნულ სიაში დადასტურებული მეფობის თარიღები მიახლოებითია, მაგრამ სავსებით ნათელია, რომ ჯერ არჩილ I მეფობს, შემდეგ კათალიკოსობს მიქაელ I; ასევე არჩილ II-ის მოღვაწეობის წლები უსწრებს მიქაელ II-ის კათალიკოსობის თარიღს. დოკუმენტში, რომელსაც ეწოდება „მირონის კურთხევის წესი“, მეფე არჩილი დავალებას აძლევს საეკლესიო პირს, მიქაელს, შეადგინოს მირონის კურთხევის განგება, რასაც მიქაელი გარკვეული დროის შემდეგ ასრულებს. ის იძიებს, ირკვევს მირონის კურთხევის წესს და ადგენს განგებას მირონის კურთხევის ძველი „ნიშნის“ შესაბამისად, ხოლო დოკუმენტის გამოცემის დროს ის უკვე კათალიკოსია.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

წინამორბედი:
თალალე
ქართლის კათოლიკოსი
დაახ. 774-780 წწ. — კალისტრატე ცინცაძე
შემდეგი:
სამოელ VII