ბოსტნეული კულტურები

06:42, 24 აპრილი 2024-ის ვერსია, imported>Beqabai (212.58.121.135-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა InternetArchiveBot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ბოსტნეული კულტურები — ბალახოვანი მცენარეები, რომლებსაც საჭმელად იყენებენ. ბოსტნეული კულტურები განეკუთვნება 10 ოჯახს:

ფაილი:Veggies.jpg
ბოსტნეულის სექცია სუპერმარკეტში
ესკიზის შექმნის შეცდომა:
ბოსტნეული ბაზარში

სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით განარჩევენ ერთწლოვან, ორწლოვან და მრავალწლოვან ბოსტნეული კულტურებს. საჭმელად გამოსაყენებელი ორგანოების მიხედვით ბოსტნეული კულტურები იყოფა 4 ჯგუფად: ფოთლიანებიკომბოსტო, კამა, ოხრახუში, სალათა, ისპანახი და სხვა; ნაყოფიანები — კიტრი, ნესვი, საზამთრო, პამიდორი, ბადრიჯანი, ლობიო, სიმინდი და სხვა; ძირხვენებითალგამურა, ბოლოკი, თვის ბოლოკი, სტაფილო, ჭარხალი და სხვა; ბოლქვიანნი — ხახვი, პრასა, ნიორი. მრავალწლოვანებს გამოყოფენ ცალკე ჯგუფად. ბოსტნეული კულტურები შეიცავს ვიტამინებს, აგრეთვე ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს. ხახვში, ნიორში, ბოლოკსა და სხვა შემავალ ფიტონციდებს ახასიათებთ ბაქტერიციდული თვისებები. თითქმის ყველა ბოსტნეული ძვირფასი საკონსერვო ნედლეულია. ბოსტნეული კულტურების უმეტესობა ტროპიკული და სუბტროპიკული წარმოშობისაა, ბევრი მათგანი სითბოს მოყვარულია და მოითხოვს ნაყოფიერსა და ტენიან ნიადაგს. საქართველოში ბოსტნეული კულტურები ძველთაგანვე ფართოდაა გავრცელებული.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში