ყარაბაღის ომი
ყარაბაღის ომი (სომხ. Արցախյան գոյամարտ; აზერ. Qarabağ müharibəsi) (1991—1994) — სამხედრო კონფლიქტი სომხურ და აზერბაიჯანულ შეიარაღებულ შენაერთებს შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონზე კონტროლის დასამყარებლად.
წინარეისტორია
ბრძოლა ყარაბაღისთვის ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო, რომელიც მაშინ აზერბაიჯანის გამარჯვებით და მასზე კონტროლის დაწესებით დასრულდა.
1921 წელს რუსეთმა კავკასიის სამივე სახელმწიფო: სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაიპყრო. საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, ყარაბაღი სომხეთის სსრ-ს გადაეცა, რასაც დიდი საპროტესტო მოძრაობა მოჰყვა აზერბაიჯანში, ხოლო ერევანში ისევ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება მიმდინარეობდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, 1921 წელს მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს გადაეცა. 1923 წელს ტერიტორია მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რეგიონად გადაიქცა და აზერბაიჯანის სსრ-ში შევიდა. ამ დროისთვის, ყარაბაღის მოსახლეობის 94%-ს სომეხი ეროვნების მოსახლეობა შეადგენდა. ავტონომიური რეგიონის დედაქალაქი შუშადან ხანკენდში გადაიტანეს, რომელსაც სომხური მხარე სტეფანაკერტს უწოდებს.
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|