ალექსანდრე ჯანელიძე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მუშაობის ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
განთქმული მოსწავლეები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სამეცნიერო ხარისხი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მამა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დედა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ალექსანდრე ილარიონის ძე ჯანელიძე (დ. 5 ნოემბერი [ძვ. სტ. 24 ოქტომბერი], 1888, სოფელი ნიკორწმინდა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 16 იანვარი 1975, თბილისი) — ქართველი გეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941), გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1923), პროფესორი (1925), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946). საქართველოს სსრ I—V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1939–1963 ). სკკპ წევრი 1942 წლიდან.
ბიოგრაფია
დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1910 წელს დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტი (სორბონი), 1916 — ყაზანის უნივერსიტეტი. ალექსანდრე ჯანელიძე ქართული გეოლოგიის სკოლისა და საქართველოში გეოლოგიური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1923–1924 წლებში იყო ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის გეოლოგიის კათედრის გამგე. 1924 წლიდან მუშაობდა თსუ-ში (1942–1945 წლებში იყო უნივერსიტეტის რექტორი, 1924–1972 წლებში გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის გამგე). 1911–1915 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისში; 1918–1920 წლებში — თბილისში. 1920–1923 წლებში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ (1920–1921 წლებში მუშაობდა გრენობლში ვ. კილიანის, 1921–1922 წლებში — პარიზში გუსტავ ემილ ოგის, ხოლო 1922–1923 წლებში — ჰალეში იოჰანეს ვალთერის ხელმძღვანელობით). 1928–1946 წლებში — გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის გამგე ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). 1925–1955 წლებში ალექსანდრე ჯანელიძე იყო მის მიერ დაარსებული გეოლოგიის ინსტიტუტის (ახლანდელი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი) დირექტორი. 1926–1929 წლებში იგი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორია; 1941–1963 წლებში იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე; 1951–1955 წლებში — აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი; 1941–1972 წლებში — აკადემიის პრეზიდიუმის წევრი.
ალექსანდრე ჯანელიძე საქართველოს გეოლოგიის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი (1933) და მისი თავმჯდომარე (1937–1975) იყო.
ჯანელიძის სამეცნიერო შრომები ძირითადად ეხება პალეონტოლოგიის, სტრატიგრაფიის, ტექტონიკისა და თეორიული გეოლოგიის საკითხებს.
შეისწავლა საქართველოს იურული და ცარცული პერიოდების, საფრანგეთის ადრინდელი ცარცული ეპოქის ფაუნა, აგრეთვე ურალის დასავლეთი კალთის დევონური პერიოდის მარჯნული ფაუნა. ჯანელიძის გამოკვლევებმა სტრატიგრაფიის დარგში მნიშვნელოვნად განაპირობა საქართველოს ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლის თანამედროვე დონე. მის გამოკვლევებში ტექტონიკისა და თეორიული გეოლოგიის დარგში მოცემულია კიდური და ზეწრული ნაოჭების წარმოქმნის მექანიზმი, საქართველოს ბელტის კონცეფცია, ოროგენული ფასიზების დათარიღების მეთოდიკა და სხვ. შესწავლილი აქვს მტკვრის ტერასები, ნატახტრის წყაროები და სხვა.
საყურადღებო ნაშრომები აქვს აგრეთვე გეომორფოლოგიის, საინჟინრო გეოლოგიის, ჰიდროგეოლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის ძებნისა და ძიების, გეოლოგიური მეცნიერების ისტორიის დარგში. 1942 წელს ალექსანდრე ჯანელიძემ გამოყო საქართველოს ერთ-ერთი გეოტექტონიკური ერთეული — საქართველოს ბელტი. არის ავტორი უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოებისა: „კავკასიის გეოლოგია“ (თბ., 1933), „ისტორიული გეოლოგიის კურსი“ (თბ., 1937, 1963), „ზოგადი გეოლოგიის მოკლე კურსი“ (თბ., 1968,1972) და ფიზიკის პირველი ქართული სახელმძღვანელოებისა საშუალო სკოლისათვის.
დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. 1982 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ დააწესა ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. გეოლოგიის ინსტიტუტის ეზოში დგას მისი ძეგლი. თბილისში არის ალექსანდრე ჯანელიძის ქუჩა.
თხზულებები
- კონტინენტები მათი წარმოშობა, თბ., 1955;
- მოგონებები, თბ., 1971;
- ნარკვევები გეოლოგიის ისტორიიდან; თბ., 1959;
- საქართველოს ბელტის პრობლემა, 1942.
ლიტერატურა
- ზესაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 538-539.
- ძოწენიძე გ, ალექსანდრე ჯანელიძე., 1961;
- ალექსანდრე ჯანელიძე (1888-1975) ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. გ. მგელაძე, თბ., 1976;
- Сб. трудов акад. АН Груз. ССР Александра Илларионовича Джанелидзе к 70-летию со дня рождения и 50-летию научно-педагогической и общественной деятельности, Тб., 1959.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 425, თბ., 1994
რესურსები ინტერნეტში
- ალექსანდრე ჯანელიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ალექსანდრე ჯანელიძის ბიოგრაფია (I მოწვევა)
- ალექსანდრე ჯანელიძის ბიოგრაფია (II მოწვევა)
- ალექსანდრე ჯანელიძის ბიოგრაფია (III მოწვევა)
- ალექსანდრე ჯანელიძის ბიოგრაფია (IV მოწვევა)
- ალექსანდრე ჯანელიძის ბიოგრაფია (V მოწვევა)
|
- Pages with script errors
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები
- საქართველოს სსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები
- ქართველი გეოლოგები
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- ჯანელიძეები
- პარიზის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები