ადრიანე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
პუბლიუს ელიუს ტრაიანუს ადრიანე | |
---|---|
PUBLIUS AELIUS HADRIANUS PUBLIUS AELUS TRAIANUS HADRIANUS | |
ფაილი:(Venice) Ancient Roman busts in the Museo archeologico nazionale - Colossal head of Hadrian.jpg | |
რომის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | ახ. წ. 117 |
მმართ. დასასრული: | ახ. წ. 138 |
წინამორბედი: | ტრაიანე |
მემკვიდრე: | ანტონინუს პიუსი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 იანვარი, 76 წ |
გარდ. თარიღი: | 10 ივლისი, 138 წ |
დინასტია: | ანტონინუსების დინასტია |
რელიგია: | რომაული რელიგია |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
პუბლიუს ელიუს ტრაიანუს ადრიანე (ჰადრიანე) (ლათ. PVBLIVS AELIVS HADRIANVS PVBLIVS AELIVS TRAIANVS HADRIANVS) (დ. 24 იანვარი, 76 — გ. 10 ივლისი, 138) — რომის იმპერატორი 117–138 წლებში, ანტონინების დინასტიისა. იმპერატორ ტრაიანეს აღზრდილი და შვილობილი. მის დროს მოხდა რომის სახელმწიფოს შემდგომი ცენტრალიზაცია და იმპერატორის ხელისუფლების განმტკიცება. სენატის საპირისპიროდ ადრიანემ დიდი უფლებები მიანიჭა პრინცეფსის საბჭოს, რომელიც მუდმივმოქმედ ოფიციალურ სათათბირო ორგანოდ აქცია. საიმპერატორო დაწესებულებათა სათავეში მხედრები დააყენეს. ამ დაწესებულებებმა საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა მიიღო. ადრიანეს ბრძანებით ჩატარდა რომის სამართლის კოდიფიკაცია, შეგროვდა მოქმედი პრეტორული ედიატები და გამოიცა ე. წ. „მუდმივი ედიქტი“ (Edictum perpetuum), რომლის ძალითაც რომაელთა თემის იურიდიული ნორმები ვრცელდებოდა სახელმწიფოში შემავალ ხალხებსა და ტომებზე. ადრიანე საგანგებოდ ზრუნავდა პროვინციათა ეკონომიკის გაძლიერებისა, ქალაქების განმტკიცებისა და მათი ცხოვრების გამოცოცხლებისათვის. ხშირად მოგზაურობდა და კონტროლს უწევდა პროვინციულ მმართელობას. ააგო თავდაცვითი სიმაგრეების მთელი სისტემა — „რომის სასაზღვრო ხაზი“ (Limes Romanus). ადრიანეს დროს აჯანზდა იუდეა ბარ-კოხბას მეთაურობით (132–135). ადრიანეს გართულებული დამოკიდებულება ჰქონდა იბერიის (ქართლის) მეფე ფარსმან II-თან.
ცნობილია ადრიანეს კედლის მშენებლობით, რითაც მან ბრიტანიის ჩრდილოეთის საზღვარი მონიშნა. მისივე აღდგენილია პანთეონი და ვენერასა და რომის ტაძარი. საკუთარი მემკვიდრე არ ჰყავდა, ამიტომ ანტონინუს პიუსი იშვილა და მემკვიდრედ გამოაცხადა. გემოვნებით ფილელენისტს, ადრიანეს ასევე ჰუმანისტად მოიხსენიებენ და ის ერთ-ერთი იყო „ხუთ კეთილ იმპერატორთაგან“.
ლიტერატურა
- Lambert, Royston (1997). Beloved and God: the story of Hadrian and Antinous. London: Phoenix Giants. ISBN 1-85799-944-4Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Speller, Elizabeth (2003). Following Hadrian: a second-century journey through the Roman Empire. London: Review. ISBN 0-7472-6662-XLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Syme, Ronald [1958] (1997). Tacitus. Oxford: Oxford University Press. ISBN 0-19-814327-3Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 101.
რესურსები ინტერნეტში
- Historia Augusta: Life of Hadrian
- Hadrian coinage
- Temple of Hadrian Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
წინამორბედი: ტრაიანე |
რომის იმპერატორი 117–138 |
შემდეგი: ანტონინუს პიუსი |