ავიტუსი
ავიტუსი | |
---|---|
Marcus Maecilius Flavius Eparchius Avitus | |
ფაილი:Tremissis Avitus-RIC 2402.jpg მონეტა ავიტუსის გამოსახულებით | |
დასავლეთ რომის იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 455 |
მმართ. დასასრული: | 456 |
წინამორბედი: | პეტრონიუს მაქსიმე |
მემკვიდრე: | მაიორიანი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 395 |
გარდ. თარიღი: | 457 |
რელიგია: | ქრისტიანობა |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
მარკუს მარცელიუს ფლავიუს ეპარქიუს ავიტუსი (ლათ. Marcus Maecilius Flavius Eparchius Avitus) (დ. 395 — გ. 457) — რომის იმპერატორი (დასავლეთ რომის იმპერია), მართავდა 455–456 წლებში.
ბიოგრაფია
ავიტუსი წარმოშობით მდიდარი გალიური ოჯახიდან იყო. 30 წლის ასაკიდან რომის სახელმწიფო სამსახურშია. იყო აეციუსის თანამოსაგრე (ასრულებდა მნიშვნელოვან დიპლომატიურ მისიებს). იმპერატორმა პეტრონიუს მაქსიმემ გალიის კავალერიისა და ქვეითი ჯარის მხედართმთავრად დანიშნა. თავისი მმართველობის მოკლე პერიოდში მნიშვნელოვნად შეამცირა ბარბაროსების შემოსევები გალიაში.
ავიტუსი ოცნებობდა იმპერატორის ტახტზე, სწორედ ამ მიზნით 455 წლის მაისში გაემგზავრა ტულუზაში. აქ მან შეიტყო იმპერატორის გარდაცვალებისა და ვანდალების მიერ რომის დაპყრობის შესახებ, ამის შემდეგ მიიღო ვესტგოთების მეფე თეოდორიხ II-ის მხარდაჭერა და ამავე წლის 10 ივლისს არელატეში, შვიდი გალური პროვინციის წარმომადგენლების კრებაზე იმპერატორად გამოაცხადეს, თუმცა რომის სენატი და თავად რომაელები მას იმპერატორად არ აღიარებდნენ. სენატორებს ნაწილი დაუკავშირდა ბარბაროსების მხედართმთავარ რიციმერს. 456 წელს რიციმერმა აჯანყება დაიწყო. მცირე წინააღმდეგობის შემდეგ ავიტუსმა 456 წლის 6 ოქტომბერს ძალაუფლება დათმო. რიციმერს სურდა ავიტუსის ქვეყნიდან გაძევება, მაგრამ რომის სენატმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ავიტუსი გაიქცა რომიდან ერთგულ გალიაში, მაგრამ გზაში დაავადდა და 457 წლის დასაწყისში გარდაიცვალა.
რესურსები ინტერნეტში
- ესკიზის შექმნის შეცდომა: შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ავიტუსი“ ვიკისაწყობში.
- Gibbon chapter XXXVI Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Latin text of Sidonius's carmen Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted