კონსტანტი II (ბიზანტია)
კონსტანტი II | |
---|---|
კონსტანტი II-ის სოლიდუსი | |
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 641 |
მმართ. დასასრული: | 15 სექტემბერი, 668 |
წინამორბედი: | ჰერაკლონასი |
მემკვიდრე: | კონსტანტინე IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 7 ნოემბერი, 630 |
გარდ. თარიღი: | 15 სექტემბერი, 668 |
გარდ. ადგილი: | სირაკუზა |
შვილები: |
კონსტანტინე IV ჰერაკლე ტიბერიუსი |
დინასტია: | ჰერაკლეს დინასტია |
მამა: | კონსტანტინე III |
დედა: | გრიგორია |
რელიგია: | მონოფიზიტი |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
კონსტანტი II (ბერძ. Κώνστας Β', ლათ. Kōnstas II; დ. 7 ნოემბერი, 630 — გ. 15 სექტემბერი, 668, სირაკუზა), აგრეთვე ცნობილი როგორც კონსტანტინე წვეროსანი ( Κωνσταντίνος Πωγωνᾶτος) — ბიზანტიის იმპერატორი 641–668 წლებში. იმპერატორ კონსტანტინე III-ის შვილი და ჰერაკლეს შვილიშვილი, კონსტანტინე IV-ის მამა. წარმატებულ წინააღმდეგობას უწევდა არაბთა დაპყრობებს მცირე აზიაში, ამიერკავკასიასა და აფრიკაში. ცალკეული მარცხების მიუხედავად (მ.შ. ყველაზე ცნობილი — ფენიქსის საზღვაო ბრძოლა 655 წ.), კონსტანტი II-მ შეძლო თავდაცვის კონსოლიდაცია და ხალიფა მუავია I-თან ორი სამშვიდობო ხელშეკრულება დადო (651, 659). 658 წელს ბალკანეთის ნახევარკუნძულის სლავებით დასახლებულ ოლქში (ე.წ. სკლავინია) ლაშქრობის შედეგად, სლავთა ნაწილი დაიმორჩილა და გადაასახლა მცირე აზიაში. სამხედრო ძლიერების გასაზრდელად აუცილებელი გახდა მოსახლეობისთვის საგადასახადო დატვირთვის გაზრდა, მ.შ. იტალიაში, სადაც დაახლ. 660 წელს თვითონაც ჩავიდა, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია; სავარაუდოდ ეს გახდა მიზეზი კონსტანტის მიუკერძოებლად წარმოჩენისა ისეთ წყაროებში, როგორიცაა თეოფანე აღმსარებლისა და გიორგი მონაზონის ქრონიკები. რელიგიურ სფეროში მხარს უჭერდა მონოთელიტობას (როგორც საშუალებას სირიისა და ეგვიპტის მონოფიზიტებთან ერთობის აღსადგენად) და დევნიდა მის მოწინააღმდეგეებს (კერძოდ, რომის პაპ მარტინ I-სა და მაქსიმე აღმსარებელს). მოკლეს შეთქმულების შედეგად.[1]
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
წინამორბედი: ჰერაკლონასი |
ბიზანტიის იმპერატორი 641-668 |
შემდეგი: კონსტანტინე IV |