გრიგოლ ნათაძე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
განათლება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სამეცნიერო ხარისხი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მამა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დედა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე/ები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
[[:c:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
გრიგოლ ნათაძე (დ. 16 იანვარი, 1878 — გ. 24 მაისი, 1951) — ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი და პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.
ბიოგრაფია
გრიგოლ ნათაძე დაიბადა 1878 წელს ტფილისის გუბერნიის, გორის მაზრის სოფიელ კასპში, ტფილისის მოქალაქის - „ხალხოსანი” იასონ ივანეს ძე ნათაძის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, საიდანაც 1892 წელს გადავიდა ვაჟთა მეორე გიმნაზიაში. 1898 წელს შევიდა კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე; სწავლის დროს სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო 1901 და 1902 წლებში ორჯერ გარიცხეს უნივერსიტეტიდან. 1902 წელს, სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტში, თუმცა ერთი კურსის დასრულების შემდეგ, უსახსრობის გამო სწავლა მიატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. აძლევდა კერძო გაკვეთილებს, თანამშრომლობდა პრესაში; იყენებდა ფსევდონიმს - „გან-ბარიძე”.
იყო რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში; პოლიტიკური საბაბით იყო დაპატიმრებული 1905 წელს; ციხიდან გაათავისუფლეს ამნისტიით 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის გამოცემის შემდეგ. 1907 წელს ექსტერნად დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. ამავე წლიდან მუშაობდა პედაგოგად თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში; მცირე ხნის შემდეგ, როგორც „პოლიტიკურად არასაიმედო“ პირს არ მისცეს მასწავლებლობის საშუალება ტფილისში და გადავიდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში. პარალელურად კითხულობდა ლექციებს „სახალხო უნივერსიტეტში“, იყო ქუთაისის დრამატიული წრის გამგეობის წევრი. 1912 წელს დაბრუნდა ტფილისში, სადაც აგრძელებდა ლექციების კითხვას „სახალხო უნივერსიტეტში“ და მუშაობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში.
1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლიდან იყო საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი. მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროში უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარ გამგედ. 1919 წლიდან კითხულობდა ისტორიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით. სარედაქციო კომისიის მდივანი, განათლების, სამანდატო, სარედაქციო და საფინანსო კომისიების წევრი, დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად.
1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას. 1924 წლის 8 ივნისს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1926 წლის 15 დეკემბრიდან არჩეული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად, მუშაობდა მსოფილო ისტორიის და პედაგოგიურ ფაკულტეტებზე. შემდგომ წლებში, სხვადასხვა დროს მუშაობდა ამიერკავკასიის და საქართველოს კომუნისტურ უნივერსიტეტში, პედაგოგიურ ინსტიტუტში, ცენტრალურ არქივში, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის თბილისის ფილიალში; იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 1941 წელს მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის სტატუსი.
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თბილისში, 1951 წლის 24 მაისს.
თბილისის უნივერსიტეტის პროფესორები[1]
შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს
ლიტერატურა
- ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016. — გვ. 308-309, ISBN 978-9941-0-9318-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ნამორაძე, ალ. პროფესორი გრიგოლ იასონის ძე ნათაძე (ცხოვრება და მოღავწეობა), თბილისი 1959.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Tbilisi State University Celebrates 100 Years Anniversary. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-27. ციტირების თარიღი: 2018-11-13.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- თარგი წიგნი/გვერდები
- საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები
- ქართველი ისტორიკოსები
- ქართველი პედაგოგები
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები
- კასპში დაბადებულები
- ნათაძეები
- საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები
- საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები
- საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრები