შინაარსზე გადასვლა

კონსტანტინე გვარჯალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინე გვარჯალაძე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
განათლება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სამეცნიერო ხარისხი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები სოციალ-დემოკრატია
მამა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დედა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე/ები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:c:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

კონსტანტინე (კოწია) გვარჯალაძე (დ. 17 მარტი, 1883, ლანჩხუთი — გ. 3 იანვარი, 1969, აბონდანი) — ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, შემდგომში ქართული ემიგრაციის მოღვაწე.

ბიოგრაფია

იყო რსდმპ წევრი 1903 წლიდან. 1905 წლიდან მუშაობდა მენშევიკების ფრაქციაში. 1905 წელს ბათუმში მონაწილეობდა რევოლუციურ საქმიანობაში, ხელმძღვანელობდა მოსწავლე-ახალგაზრდობის ორგანიზაციებს. უმაღლესი განათლება მიიღო შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, სადაც სწავლობდა მედიცინასა და ფილოსოფიას. სწავლა დაასრულა ექიმის სპეციალობით. შვეიცარიაში სწავლამ გავლენა მოახდინა მის სოციალ–დემოკრატიულ შეხედულებებს. რუსული მენშევიზმისგან განსხვავებით მისი მსოფლმხედველობა ეფუძნებოდა ევროპულ ჰუმანისტურ სოციალიზმს, რომლის ამოცანასა და დანიშნულებას პიროვნებისა და ერის თავისუფლებაში ხედავდა. სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ითვლებოდა ყველაზე პროევროპულ წევრად, ახლოს იყო ფედერალისტებთან. 1908 წლიდან თანამშრომლობდა პრესასთან, აქვეყნებდა ნაშრომებს პოლიტიკურ, საბუნებისმეტყველო და ფილოსოფიურ საკითხებზე.

1917 წელს აირჩიესსაქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ამავდროულად იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 1919 წლიდან იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

ემიგრაცია

1921 წლიდან ემიგრაციაშია. 1921–24 წლებში იყო სტამბოლში საქართველოს მთავრობის რწმუნებული და სათვისტომოს ხელმძღვანელი. 1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[1] 1920–1928 წლებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოციალისტური ინტერნაციონალის მუშაობაში. როგორც ქართული სექციების წარმომადგენელი მონაწილეობდა ერთა ლიგის დამხმარე საზოგადოების, ადამიანის უფლებათა დაცვის ლიგისა და მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებში. გარდა ქართული და რუსული ენებისა, თავისუფლად ფლობდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს, რაც ხელს უწყობდა წარმატებით გამოსულიყო სხვადასხვა შეკრებებზე და უცხო საზოგადოებისთვის გაეცნო საქართველოს წარსული და აწმყო, მოეწოდებინა მხრი დაეჭირათ ქართველი ერის მოთხოვნებისთვის. 1925-1929 წლებში ცხოვრობდა ლონდონში, შემდეგ— პარიზში. 1935-1940 წლებში იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანოს, „ბრძოლის ხმის" მთავარი რედაქტორი. ემიგრაციაში ეწეოდა აქტიურ დიპლომატიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას.

1968 წლის 11 დეკემბერს გარდაეცვალა მეუღლე, ბაბულია კანდელაკი. კონსტანტინემ უარი თქვა სასმელ–საჭმელზე, ოთახში ჩაიკეტა და დაუძლურებული ხანგრძლივი და მძმე ავადმყოფობისაგან გარდაიცვალა 1969 წლის 3 იანვარს სოფელ აბონდანის მოხუცთა თავშესაფარში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

თარგი:Nplg ემიგრანტი თარგი:Nplg ილია

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ავტორიტეტული წყაროები