ვალიკო ჯუღელი
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ვალიკო ანთიმოზის ძე ჯუღელი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
კუთვნილება | საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
ჯარის სახეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სამხედრო სამსახურის წლები | 1917–1924 |
წოდება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეთაურობდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ბრძოლები/ომები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ვალერიან (ვალიკო) ანთიმოზის ძე ჯუღელი (დ. 1887, სვირი — გ. 30 აგვისტო,[1] 1924, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და სამხედრო პირი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, საქართველოს სახალხო გვარდიის სარდალი, „დამკომის“ წევრი. უშუალო მონაწილე 1918-1921 წლებში მომხდარ თითქმის ყველა ბრძოლისა. გამოირჩეოდა საოცარი პირადი ვაჟკაცობით. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩახშობილ იქნა 1920 წლის ანტისახელმწიფოებრვი აჯანყება ცხინვალის რეგიონში. 1921 წლის მარტიდან ემიგრაციაშია, საქართველოში დაბრუნდა 1924 წლის აჯანყების მოსამზადებლად, მაგრამ „ჩეკამ“ დააპატიმრა და იმავე წლის აგვისტოში დახვრიტეს. გამოცემული აქვს საკუთარი მოგონებები — დღიური („მძიმე ჯვარი“, ტფილისი, 1920 წელი).
ბიოგრაფია
სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, ამ პერიოდში ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში და მონაწილეობას იღებდა 1904-1905 წლების საპროტესტო დემონსტრაციებში. 1912 წელს დაასრულა სოხუმის გიმნაზია და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკურ ფრაქციაში. 1916 წლის ზაფხულში, ვალერიან ჯუღელი დააპატიმრეს თბილისში და ჩასვეს მეტეხის ციხეში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მიემხრო სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკურ ფრაქციას. იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1918 წლიდან კი — ამიერკავკასიის სეიმისა და საქართველოს პარლამენტის წევრი. 1917 წლის დეკემბრიდან სათავეში ჩაუდგა საქართველოს წითელი გვარდიის (1918 წლის ივნისიდან - სახალხო გვარდიის) ჩამოყალიბების საქმეს. 1917 წლის 12 დეკემბერს (ახალი სტილით) მისი მეთაურობით გვარდიელებმა დაიკავეს თბილისის არსენალი და განაიარაღეს იქ მდგომი რუსული გაბოლშევიკებული სამხედრო ნაწილები. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, იგი არჩეულ იქნა სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. მთავარი შტაბის ნომინალური მეთაური იყო ნოე ჟორდანია, თუმცა, პრაქტიკულად, სახალხო გვარდიას ვალიკო ჯუღელი მეთაურობდა. იგი პირადად უჩვენებდა თანამებრძოლებს ბრძოლის მაგალითს სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობისას. იბრძოდა პირველი რესპუბლიკის პერიოდში წარმოებულ ყველა სამხედრო კონფლიქტში. მის შესახებ რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის სამხედრო ატაშე პ. სიტინი საიდუმლო მოხსენებაში წერდა:
1919 წელს, ვალერიან ჯუღელი აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; გახლდათ სამხედრო კომისიის წევრი. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, ოსიაურის ბრძოლაში (4-6 მარტი) მსუბუქად დაიჭრა. 1921 წლის მარტში ვალიკო ჯუღელმა მთავრობასა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმთან ერთად დატოვა საქართველო და ემიგრაციაში გაემგზავრა. ჩაება ანტისაბჭოთა ბრძოლის პროცესში. 1922 წელს, სხვა სამხედროებთან ერთად შეიმუშავა და რესპუბლიკის მთავრობას განსახილველად გაუგზავნა საქართველოში შეიარაღებული აჯანყების გეგმა. 1923-1924 წლებში სპეციალური წვრთნა გაიარა საფრანგეთის რესპუბლიკის 35-ე ქვეითთა პოლკში. 1924 წელს თანამებრძოლებთან ერთად არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში. თავდაპირველად ცხოვრობდა გურიაში, შემდეგ გადავიდა თბილისში, სადაც შევიდა დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო კომისიაში და სათავეში ჩაუდგა აჯანყების სამზადისს. 1924 წლის 6 აგვისტოს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ („ჩეკა“) დააპატიმრა. „ჩეკაში“ მას უჩვენეს აჯანყების გეგმა, რის შემდეგაც ვალიკო ჯუღელმა, დარწმუნდა რა აჯანყების წარმატებით დასრულების შეუძლებლობაში, თვითმკვლელობა სცადა, თუმცა, უშედეგოდ. თვიმთმკვლელობის მცდელობის შემდეგ ჯუღელმა მოითხოვა თანამებრძოლებთან შეხვედრა, რათა აჯანყება გაეუქმებინათ. „ჩეკამ“ ამისათვის გაათავისუფლა პატიმარი ვანო ღლონტი, მაგრამ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცეკამ, მიღებული წესების თანახმად, რომელიც „ჩეკას“ მეშვეობით დაპატიმრებულ 551 თანამებრძოლთან კონტაქტს გამორიცხავდა, ვალერიან ჯუღელს უპასუხა, რომ აჯანყება არ იგეგმებოდა. ვალიკო ჯუღელმა თანამებრძოლებს გაზეთ „კომუნისტიდანაც“ მიმართა აჯანყების გაუქმების მოთხოვნით. 1924 წლის 28 აგვისტოს აჯანყების დაწყების შემდეგ, 30 აგვისტოს ვ. ჯუღელი თბილისში დახვრიტეს.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- მასალები სპირიდონ კედიას პირადი არქივიდან, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: იურიდიული ფირმა „ბონა კაუზა“, 2007, ISBN 978-9941-0-0211-3Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- შარაშიძე დ., „ვალიკო ჯუღელი“, // „ბრძოლა“ : ჟურნალი, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1925, № 3, გვ. 18-20.
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- დაბადებული 1887
- გარდაცვლილი 1924
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში
- სიკვდილით დასჯილი ქართველები
- ჯუღელები
- საქართველოს სახალხო გვარდიის წევრები
- ქართველი ბოლშევიკები
- ქართველი სოციალ-დემოკრატები