დავით ონიაშვილი
დავით ონიაშვილი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
განათლება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სამეცნიერო ხარისხი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტია | რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია |
მამა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დედა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე/ები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
[[:c:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
დავით ეფრემის ძე ონიაშვილი (დ. 22 დეკემბერი, 1883, ხიდისთავი, გორის მაზრა — გ. 14 ივლისი, 1937) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
ბიოგრაფია
დავით ონიაშვილი დაიბადა 1883 წლის 22 დეკემბერს, გორის მაზრის სოფელ ხიდისთავში. დაამთავრა ტფილისის სასულიერო სემინარია 1904 წელს.
1904 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; 1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ „მენშევიკების“ ფრაქციაში; თანამშრომლობდა პრესაში „დ-ლის“ და „ოს“ ფსევდონიმებით. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში გორის მაზრაში. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. იყო იურდიული კომისიის თავმჯდომარე, საბიუჯეტო-საფინანსო და თვითმმართველობის კომისიების წევრი. 1919 წელს აირჩიეს თბილისის სამაზრო ერობის ხმოსნად; იყო სამაზრო ერობის თავმჯდომარე. 1920 წელს დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრად. არჩეული იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრად. 1924 წელს ჩართული იყო ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებაში. 1924 წლის სექტემბერში აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[1]
1937 წლის 14 აპრილს „მენშევიკური კონტრრევოლუციური ცენტრის“ წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს. 1937 წლის 13 ივლისს, სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 14 ივლისის ღამეს. რეაბილიტირებულია სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ 1959 წლის 3 მარტს. 1962 წელს დაიბეჭდა მის მიერ ქართულად თარგმნილი „ფაუსტი“.[2]
ლიტერატურა
- ხვადაგიანი ი., საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016. — გვ. 326.
სქოლიო
- ↑ ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: უნივერსალი, 2012. — გვ. 261.
- ↑ ონიაშვილი დავით ეფრემის ძე. საზოგადოებრივი არქივი. archive.ge. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი, 2020.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
- Pages with script errors
- თარგი წიგნი/გვერდები
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- დაბადებული 22 დეკემბერი
- დაბადებული 1883
- გარდაცვლილი 14 ივლისი
- გარდაცვლილი 1937
- საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები
- გორის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში
- 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილეები