გურულები
გურულები — ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. გურიის ძირითადი მოსახლეობა. საუბრობენ ქართული ენის გურულ დიალექტზე. აღმსარებლობით მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, XVIII-XIX საუკუნეებში ქვემო გურიის მოსახლეობის ნაწილი გამაჰმადიანდა.
ანთროპოლოგიურად მიეკუთვნებიან შავიზღვისპირულ და დასავლურქართულ ანთროპოლოგიურ ტიპს, ლინგვისტურად — აღმოსავლურქართულ ჯგუფს, რომელიც წარმოიქმნა რთული ეთნოგენეტიკური პროცესის შედეგად უფრო მცირე ერთეულთა შერწყმით. ისტორიულად გურიის ტერიტორიაზე მოსახლეობა შემოდიოდა გარედან, მაგრამ მიმდინარეობდა მისი გადაადგილება რეგიონის შიგნითაც. პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით, ისტორიული ლაზიკის ის ნაწილი, რომელიც გურიას შეესაბამება, სრულიად დაუსახლებელი ყოფილა. ვარაუდობენ, რომ ადრე აქ მხოლოდ მეგრულ-ლაზური ტომები სახლობდნენ. გურიის ახალი მოსახლეობა შეიძლება გაჩენილიყო VI საუკუნის შემდგომ, განსაკუთრებით VII–VIII საუკუნეებში. როგორც ჩანს, გურულები და იმერლები აღმოსავლეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით მეგრელებსა და ლაზებს შორის შეჭრილან. XI–XII საუკუნეებში უკვე ჩამოყალიბებული იყო ქართველთა ძირითადი ეთნოგრაფიული ჯგუფები, მ. შ. გურულები. ეთნონიმს „გურიელნის“ სახით პირველად „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ იხსენიებს თამარ მეფის ერთ-ერთი დარბაზობის აღწერისას.
ვახუშტი ბატონიშვილი გურულებს ასე ახასიათებს:
„... ხოლო კაცნი და ქალნი მგზავსნი იმერთა ზნითა, ქცევითა, სარწმუნოებითა, რჯულითა. სამწყსონი აფხაზეთის კათალიკოზისანი, შემოსილნი ეგრათვე და შუენიერებითაცა, არამედ უმეტეს კეკელანი და რბილნი, ენა-ტკბილმოუბარენი, უმეტეს წიგნის სიტყვით (მესხთაებრ), არამედ ქართულისავე ენისანი და არა სხჳსა. ბრძოლასა შინა შემმართებელნი და იმერთა თანა ვერ შემდარენი, უქურდალნი, უავაზაკონი; ვითარცა ოდიშარნი, სტუმრის მოყუარენი და კეთილად შემწყნარენი, კეთილ-მგალობელ-მწიგნობარნი, მშჳიდნი, არამედ მყის გულმწყრალნი[1].“
|
გურულების საცხოვრებლის ყველაზე მარტივი სახეობა იყო ფაცხა და ჯარგვალი. ფიცრული სახლის გაჩენის შემდეგ მათ საცხოვრებლის ფუნქცია დაკარგეს და სამეურნეო ნაგებობად იქცნენ. მოგვიანებით სამეურნეო ნაგებობებსაც (სამზადი სახლი, ხულა, ნალია) ფიცრისაგან აგებდნენ. გაჩნდა ოდა სახლი, XIX საუკუნის II ნახევრიდან კი — „პალატიანი სახლი“. გურული მამაკაცის კოსტუმი იყო „ჩაქურა“, რომელსაც ჩოხა-ახალუხის შემოსვლის შემდეგაც ხმარობდნენ. ტანსაცმელი ძირითადად ადგილობრივ ქსოვილისგან მზადდებოდა. გურული სიმღერები ორიგინალური მრავალხმიანობით გამოირჩევა, ახასიათებს ურთულესი პოლიფონიური ელემენტების კომპლექსი და იმპროვიზაციულობა. გურულების ყოფა და რწმენა-წარმოდგენები ძირითადად არ განსხვავდება დანარჩენ ქართველთა, განსაკუთრებით მოსაზღვრე რეგიონის მოსახლეობის (იმერლები, მეგრელები, აჭარლები) ყოფისა და კულტურისაგან, ახასიათებს ლოკალური ეთნოგრაფიული თავისებურებებიც.
ცნობილი გურულები
აგრონომები
- კანდელაკი, ვალერიან - მეღვინე
- კალანდაძე, ლეონიდე — ენტომოლოგი
- ნაკაიძე, ილია - აგროქიმიკოსი
- ნაკაშიძე, ერმილე - აგრონომი, მეჩაიე
- სიხარულიძე, მარიამ — სელექციონერი, მემცენარე
- წულაძე, აპოლონ - მეფუტკრე, ეთნოგრაფი
ენათმეცნიერები
- ლომთათიძე, ქეთევან - ენათმეცნიერი
- მარი, ნიკო - ენათმეცნიერი
- მგელაძე, დიმიტრი — ენათმეცნიერი, რუსისტი
- ჟღენტი, სერგი - ენათმეცნიერი
- ურუშაძე, ვენერა — მთარგმნელი
- შანიძე, აკაკი — ენათმეცნიერი
ისტორიკოსები
- ბერძენიშვილი, ნიკოლოზ - ისტორიკოსი
- დუმბაძე, მამია - ისტორიკოსი
- თაყაიშვილი, ექვთიმე - ისტორიკოსი, არქეოლოგი, საზოგადო მოღვაწე
- ინგოროყვა, პავლე - ისტორიკოსი
- კალანდაძე, ალექსანდრე — არქეოლოგი
- მახარაძე, ნიკოლოზ — ისტორიკოსი
- სიხარულიძე, იური — ისტორიკოსი
- სურგულაძე, აკაკი — ისტორიკოსი
- ფირცხალაიშვილი, ალექსანდრე — ისტორიკოსი
- შარაძე, გურამ - ისტორიკოსი
- ხაჭაპურიძე, გიორგი - ისტორიკოსი, აკადემიკოსი
- ხუნდაძე, ტროფიმე — ისტორიკოსი
მედიკოსები
- თიკანაძე, ივანე — მეან-გინეკოლოგი
- მეგრელიშვილი, ნოე — თერაპევტი
- ნაკაშიძე, ელენე — ფსიქიატრი
- ჟღენტი, ვლადიმერი — პათოლოგანატომი
- სიხარულიძე, ივანე — ოფთალმოლოგი
- ცეცხლაძე, ვლადიმერი — ექიმი
მეცნიერები
- ბაქრაძე, გიორგი — ეკონომისტი
- გოგიჩაიშვილი, ფილიპე — ეკონომისტი
- დოლიძე, დიმიტრი — ინჟინერი
- დოლიძე, იოსებ — აბრეშუმის ტექნოლოგი
- დოლიძე, ისიდორე — სამართალმცოდნე
- კუპრაძე, ვიქტორ — მათემატიკოსი
- მეგრელიშვილი, გაბრიელ — ეკონომისტი
- სიხარულიძე, ქსენია — ფოლკლორისტი
- სურგულაძე, ივანე — იურისტი
მეწარმეები
- ერისთავი, ანდრია — ჩაის მწარმოებელი
- ერისთავი, მიხეილ — ჩაის მწარმოებელი
- ჭეიშვილი, სოლომონ — მეღვინე
მსახიობები, რეჟისორები
- ბოლქვაძე, თინათინ - მსახიობი
- გოგიბერიძე, გაიოზ — მსახიობი
- გოგიტიძე, გერმანე — პროდიუსერი, ქართული კინოს პიონერი
- დოლიძე, ვლადიმერ - კინოოპერატორი
- დოლიძე, სიკო - რეჟისორი, სცენარისტი
- თალაკვაძე, ევტროფი — მსახიობი
- კანდელაკი, ვალერიან — დრამატურგი
- მგელაძე, აკაკი — მსახიობი
- ჟორჟოლიანი, ალექსანდრე - მსახიობი
- ჟღენტი, სულიკო - დრამატურგი, მწერალი
- შალიკაშვილი, ვალერიან - მსახიობი, დრამატურგი
- ჩხაიძე, ვასილ-მსახიობი
- წუწუნავა, ალექსანდრე - რეჟისორი, სცენარისტი
- წუწუნავა, ცეცილია - მსახიობი
- ხინთიბიძე, არკადი - მსახიობი, რეჟისორი
მუსიკოსები, მომღერლები
- ანდღულაძე, დავით - საოპერო მომღერალი
- ბურძგლა, ნანიკო - სახალხო მომღერალი
- ბურჭულაძე, პაატა - საოპერო მომღერალი
- გუგუნავა, დავით — ლოტბარი
- დოლიძე, ვიქტორ - კომპოზიტორი
- დოლიძე, ლადიკო - მომღერალი, ლოტბარი
- დუმბაძე, ანტონ - მგალობელი, ლოტბარი
- დუმბაძე, სონია - საოპერო მომღერალი
- ერქომაიშვილი, ანანია - მომღერალი, დირიჟორი
- ერქომაიშვილი, ანზორ - მომღერალი, დირიჟორი
- ერქომაიშვილი, არტემ - მომღერალი, ლოტბარი
- ერქომაიშვილი, გიგო - მომღერალი, ლოტბარი
- ერქომაიშვილი, ვლადიმერ - მომღერალი, ლოტბარი
- ვაშალომიძე, ვარლამ - მომღერალი, მგალობელი
- თოიძე, ლუკა - სახალხო მომღერალი
- ინწკირველი, ბესარიონ - სახალხო მომღერალი
- იობიშვილი, გიორგი - სახალხო მომღერალი
- კეჭაყმაძე, ივლიანე - კომპოზიტორი
- კეჭაყმაძე, იოსებ - კომპოზიტორი
- კვაჭანტირაძე, არტემ — კომპოზიტორი
- მახარაძე, ალექსანდრე - მომღერალი, ლოტბარი
- მეგრელიძე, ავქსენტი - ლოტბარი
- ნაკაშიძე, მელქისედეკ - მგალობელი, ლოტბარი
- მოლარიშვილი, ერმილე - სახალხო მომღერალი
- სალუქვაძე, გიორგი - ქორეოგრაფი, ლოტბარი
- სიმონიშვილი, ვარლამ - მომღერალი, ლოტბარი
- შავიშვილი, მიხეილ - მომღერალი, ლოტბარი
- ჩავლეიშვილი, აპოლონ - მომღერალი, ლოტბარი
- ჩავლეიშვილი, ილარიონ - მომღერალი
- ჩავლეიშვილი, სამუელ - მომღერალი, ლოტბარი
- ჩხიკვიშვილი, სამუელ - მომღერალი
- ჭკუასელი, შერმადინ - მომღერალი
მწერლები, პოეტები
- ბოლქვაძე, ზაურ — პოეტი
- გოთუა, პართენ — მწერალი
- გუგუნავა, სიმონ — პოეტი
- დუმბაძე, დავით — მთარგმნელი, გამომცემელი
- დუმბაძე, ნოდარ - მწერალი
- თავაძე, სოლომონ - მწერალი
- კალანდაძე, ალექსანდრე — მწერალი
- კალანდაძე, ანა — პოეტი
- კალანდაძე, ლავროსი — კრიტიკოსი
- კეკელიძე, გიორგი - პოეტი
- მალაზონია, ნესტორ — პოეტი
- მგელაძე, საფო — პოეტი, ბელეტრისტი
- მეგრელიძე, ლიდია — მწერალი
- ნაკაშიძე, ნინო — მწერალი
- ნინოშვილი, ეგნატე — მწერალი
- სალუქვაძე, გიორგი — პოეტი
- ჩხიკვაძე, პანტელეიმონ — მწერალი,
- ცეცხლაძე, გრიგოლ — მწერალი, პოეტი
- ძნელაძე, გივი — პოეტი
- ჭანტურია, ტარიელ — პოეტი
- ჭელიძე, ვახტანგ — მწერალი, მთარგმნელი
- ჭყონია, ილია — მწერალი, მთარგმნელი
მხატვრები
- ასკურავა, ივანე — თეატრის მხატვარი
- გოგიაშვილი, ანტონ — მხატვარი, გრაფიკოსი
- თავაძე, დიმიტრი — თეატრის მხატვარი
- კალანდაძე, ედმუნდ — ფერმწერი, საქართველოს კულტურის მინისტრი
- კალანდაძე, ნესტორ — კარიკატურისტი
- მალაზონია, ლადო — მხატვარი
- ქიქოძე, შალვა — მხატვარი, გრაფიკოსი
- შევარდნაძე, დიმიტრი — მხატვარი
- ძნელაძე, შალვა — ფერმწერი, გრაფიკოსი
პედაგოგები
- ბაბილოძე, გრიგოლ — პედაგოგი
- გურგენიძე, დიმიტრი — პედაგოგი
- ზომლეთელი, ნოე — პედაგოგი, პოეტი, რევოლუციონერი
- მამინაიშვილი, ნიკიფორე — პედაგოგი
- სიხარულიძე, ილია — საბავშვო მწერალი, პედაგოგი
- ურუშაძე, აპოლონ — სტომატოლოგი, პედაგოგი
- ხუნდაძე, სილოვან — პედაგოგი, ლიტერატორი
- შარაშიძე, გიგო — პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე
პირველი რესპუბლიკის მოღვაწეები
- გვარჯალაძე, კონსტანტინე - პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი
- ვადაჭკორია, სოლომონ - პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი
- იმნაიშვილი, ნიკიფორე - პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი
- კიკვაძე, თედორე - პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი
- კიღურაძე, ლავროსი - პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი
- ლომთათიძე, ალექსანდრე - პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი
- მახარაძე, გერასიმე - ქართველი პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი
- მგელაძე, ვლასა - პოლიტიკოსი, რევოლუციონერი, დამფუძნებელი კრების წევრი
- მურვანიძე, გიორგი - პოლიტიკოსი, რევოლუციონერი, დამფუძნებელი კრების წევრი, ოზურგეთის ქალაქის თავი
- ნაკაშიძე-ბოლქვაძე, ელისაბედ - პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
- ნინიძე, კირილე - პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი
- ჟორდანია, ნოე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 1918-1921 წლებში
- ჟღენტი, ლეონტი - საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
- რამიშვილი, ისიდორე - საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
- რამიშვილი, ნოე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შსს მინისტრი
- რუსია, მელიტონ - პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი
- საბაშვილი, პარმენ - საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი
- სალუქვაძე, ანანია - რევოლუციონერი, დამფუძნებელი კრების წევრი
- სურგულაძე, პეტრე — დამფუძნებელი კრების წევრი
- სურგულაძე, სიმონ - რევოლუციონერი, დამფუძნებელი კრების წევრი
- ურატაძე, გრიგოლ - პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი
- ფირცხალაიშვილი, ილია - პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი
- ქიქოძე, გერონტი - კრიტიკოსი, მთარგმნელი, დამფუძნებელი კრების წევრი
- ღლონტი, თევდორე - პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი, თსუ-ს რექტორი
- შარაშიძე დავით - პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
- შარაშიძე ქრისტინე - პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
- ჩხიკვიშვილი, ბენია - გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, თბილისის მერი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
- ცინცაბაძე, გრიგოლ -, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
- ცინცაძე, გიორგი -, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
- ცინცაძე, ნოე -, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
- წულაძე, ვასილ -, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
- ხომერიკი, ნოე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრი
- ჯიბლაძე, სილიბისტრო - პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი
პოლიტიკოსები
- აბაშიძე, კიტა — პოლიტიკოსი, პუბლიცისტი
- თალაკვაძე, არჩილ — პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
- კვაჭანტირაძე, ზვიად — პოლიტიკოსი
- აკაკი მგელაძე — საქართველოს სსრ ცკ კპ პირველი მდივანი
- შევარდნაძე, ედუარდ — საქართველოს ცკ-ს პირველი მდივანი, საქართველოს პრეზიდენტი 1995-2003 წლებში
- ჯორბენაძე, ავთანდილ — საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი
რევოლუციონერები
- დოლიძე, ანდრო — საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარი
- დოლიძე, არჩილ — რევოლუციონერი, ბოლშევიკი
- დოლიძე, ნიკოლოზ — რევოლუციონერი
- ერქომაიშვილი, ალექსანდრე — რევოლუციონერი
- ინწკირველი, ვანო — რევოლუციონერი
- კალანდარიშვილი, ნესტორ — რევოლუციონერი, ანარქისტი
- მახარაძე, ფილიპე — ბოლშევიკი რევოლუციონერი
- მახარაძე, ფილიპე — საბჭოთა პოლიტიკოსი, რევოლუციონერი
- მგელაძე, ილარიონ - ბოლშევიკი რევოლუციონერი
- ილია მგელაძე — ბოლშევიკი რევოლუციონერი
- მეგრელიშვილი, სერგო — ბოლშევიკი რევოლუციონერი
- ქიქოძე, ზაალ — ბოლშევიკი რევოლუციონერი
საეკლესიო მოღვაწეები
- დუმბაძე, იაკობ — შემოქმედელი მიტროპოლიტი XVII საუკუნეში
- ეფთვიმე გენათელი — ჯუმათისა და გენათის ეპისკოპოსი
- თალაკვაძე, ნიკიტა — დეკანოზი
- თოთიბაძე, ანტონ — დეკანოზი
- მაჭუტაძე, მაქსიმე — შემოქმედელი ეპისკოპოსი, დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
- მაჭუტაძე, ონოფრე — საეკლესიო მოღვაწე
- კონტრიძე, ნესტორ — მღვდელი, მგალობელი
- ქიქოძე, გაბრიელ — იმერეთის ეპისკოპოსი
- ჩხატარაისძე, პეტრე — ბერი, მწიგნობარი
- ხუნდაძე, რაჟდენ — დეკანოზი
საზოგადო მოღვაწეები
- ბარაძე, აკაკი - კრიტიკოსი, პუბლიცისტი
- ბერძენიშვილი, ნამეტია — საზოგადო მოღვაწე
- ბოლქვაძე, ივანე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
- გურიელი, გრიგოლ - მეცენატი, ბიბლიოფილი
- დუმბაძე, ვასილ - ავანტიურისტი, დიპლომატი
- ერისთავი, დიმიტრი - ექიმი, ოზურგეთის ქალაქის თავი
- ინწკირველი, ალექსანდრე — არქიტექტორი
- კეშელავა, პლატონ — პუბლიცისტი
- ნაკაშიძე, პეტრე — პუბლიცისტი
- რაჭველი, იასე - ჟურნალისტი, მწერალი
- შარაძე, მაქსიმე - მეცენატი, გამომცემელი
სამხედრო მოღვაწეები
- ბენდელიანი, ჭიჭიკო - მფრინავი, საბჭოთა კავშირის გმირი
- ბოლქვაძე, აბესა - გურიის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური
- ბოლქვაძე, იოთამ - იმერეთის აჯანყების ერთ-ერთი მონაწილე
- გოთუა, გიორგი — რუსეთის არმიის გენერალი
- გოგუაძე, ვლადიმერ - საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშანმატარებლის მეთაური
- გურიელი, ივანე - რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი
- გურიელი, გიორგი - რუსეთის არმიის გენერალი
- დამენია, ზაზა — საქართველოს ეროვნული გმირი
- დუმბაძე, ივანე — რუსეთის არმიის გენერალი, იალტის მთავარმმართებელი
- დუმბაძე, იოსებ — რუსეთის არმიის გენერალი
- დუმბაძე, ნიკოლოზ — რუსეთის არმიის გენერალი
- დუმბაძე, სამსონ - რუსეთის არმიის გენერალი
- ესაძე, სპირიდონ - რუსეთის არმიის გენერალი
- ვასიფ მეჰმედ-ფაშა - ოსმალეთის იმპერიის სამხედრო მოღვაწე
- თავაძე, დავით — საბჭოთა კავშირის გმირი, მაიორი
- თაყაიშვილი, ვარლამ - რუსეთის არმიის გენერალი
- კვაჭანტირაძე, ვასილ — სნაიპერი
- ლესელიძე, კოსნტანტინე - გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი
- ნაკაშიძე, ალექსანდრე - გენერალი
- ნაკაშიძე, მიხეილ - სამხედრო პირი
- ურუშაძე, ავთანდილ - პოლიტიკოსი, სამხედრო მოღვაწე
- ურუშაძე, მახარობელ - პოლიტიკოსი, სამხედრო მოღვაწე
- ურუშაძე, ნოე - სამხედრო პირი, საბჭოთა კავშირის გმირი
- ფირცხალაიშვილი, ჯონი — საქართველოს თავდაცვის მინისტრი
- ღლონტი, მიხეილ — გენერალ-მაიორი
- ჩანჩიბაძე, პორფილე - გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი
- ჩხიკვაძე,სერგო - საქართველოს არმიის მაიორი
სპორტსმენები
- ბლაგიძე, ვახტანგ - მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი
- გოგუა, გია — ფეხბურთელი
- ებრალიძე, ზორბეგ - ფეხბურთელი
- თიკანაძე, გურამ - ალპინისტი, ფოტოგრაფი
- კვირკველია, მანუჩარ - მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი
- პაიჭაძე, ბორის – ფეხბურთელი
- ცინცაძე, ქრისტინე - მოჯირითე, აშშ-ს შოუების მონაწილე
ფილოლოგები
- ბარამიძე, ალექსანდრე — ფილოლოგი
- კანდელაკი, ნიკოლოზ — ლიტერატურათმცოდნე
- მეგრელიძე, იოსებ — ფილოლოგი
- რადიანი, შალვა — ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი
- ჭეიშვილი, ალექსანდრე — კრიტიკოსი
- ჭელიძე, გიზო — ფილოლოგი, ფოლკლორისტი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, მწერალი, აკადემიკოსი
ფილოსოფოსები
- გოგიბერიძე, მოსე — ფილოსოფოსი
- თავაძე, ილია — საბჭოთა ფილოსოფოსი
- იოანე პეტრიწი — ფილოსოფოსი, ნეოპლატონიკოსი
- მეგრელიძე, კონსტანტინე — საბჭოთა ფილოსოფოსი
ფირალები
- ლომჯარია, გოგია
- გუნთაიშვილი, მელქისედეკ
- დარჩია, სისონა
- დოლიძე, სიმონა
- მეხუზლა, ნიკოლოზ
- ღლონტი, გოგია
- შევარდნაძე, დათიკო
- ჭყონია, გიორგი
- ჯორბენაძე, ერასტი
ცნობილი გვარები
- ბერიძეები
- ბოლქვაძეები
- გურიელები
- დუმბაძეები
- ერისთავები
- თავდგირიძეები
- თაყაიშვილები
- მაჭუტაძეები
- ნაკაიძეები
- ნაკაშიძეები
- ერქომაიშვილები
- ურუშაძეები
- ხუხუნაიშვილები
- ჩხიკვაძეები
ლიტერატურა
გურულები ვიკისაწყობში |
- ცეცხლაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2012.
- ცეცხლაძე გ., გურიის მოსახლეობის საოჯახო ყოფა, თბ., 1991;
- გურია. კრებული, თბ., 1980;
- ჟღენტი ს., გურული კილო, ტფ., 1936;
- ბაქრაძე დ ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: „საბჭოთა აჭარა“, 1987 [1878].
- Из пиренейской Гурии, Тфл., 1927.
სქოლიო
- ↑ ქართლის ცხოვრება. ტომი IV. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. გვ. 793. სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო.“ თბილისი 1973.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
ფაილი:PrincipalityGuria.GIF | გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ. |