ჭერემი
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
სოფელი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჭერემი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჭერემის საკათედრო ეკლესია | |||||
| |||||
ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size = }} | ||||
[[მხარე (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მხარე]] | კახეთის მხარე | ||||
[[მუნიციპალიტეტი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მუნიციპალიტეტი]] | გურჯაანის მუნიციპალიტეტი | ||||
თემი | ჭერემი | ||||
შიდა დაყოფა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მმართველი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
დაარსდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
პირველი ხსენება | [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] | ||||
ფართობი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1000 მ | ||||
ოფიციალური ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მოსახლეობა | ესკიზის შექმნის შეცდომა: 28[1] კაცი (2014) | ||||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საფოსტო ინდექსი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საავტომობილო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჭერემი — სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. მდინარე ჭერმისხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1000 მეტრი, გურჯაანიდან 28 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 28 ადამიანი. სოფელი ჭერემი არის გურჯაანის მუნიციპალიტეტში ყველაზე მაღლა მდებარე და ყველაზე დიდი მანძილით დაშორებული დასახლებული პუნქტი. სოფლის ტერიტორიაზე გაედინება მდინარე ალაზნის მარჯვენა შენაკადი ჭერმისხევი. სოფელში ასევე მდებარეობს ჭერემის წყალსაცავი, რომლის ფართობი 7 ჰექტარია. წყალსცავის მაქსიმალური სიღრმეა - 27 მეტრი. წყალსაცავი მდიდარია თევზით.[2]
ისტორია
სოფელ ჭერემის დასავლეთით 5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ჭერემის ნაქალაქარი. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ქალაქ ჭერემის დაარსება მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება, რომელმაც ჭერემში საეპისკოპოსო დააარსა.
ჭერემზე გადიოდა შიდა და გარე კახეთის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა-ველისციხე-ჭერემი-ჩაილური. 1757 წელს დაღესტნელი ფეოდალების მიერ ჭერმის დარბევის შემდეგ, ჭერმის ეპარქია გაუქმდა და მისი მამულები დაუნაწილდა ალავერდის, ბოდბისა და ნინოწმინდის საეპისკოპოსოებს. ჭერმის ნაქალაქარი, ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.[3]
სოფელ ჭერემში 10 წლის განმავლობაში არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა, კახეთის არქეოლოგიური ექსპედიცია (ექსპედიციის ხელმძღვანელი კიაზო ფიცხელაური). აღმოჩენილია III-IV საუკუნეების დიდი სამაროვანი, რომლის კოლექტიურ სამარხებში აღმოჩნდა: კერამიკა, ბალთები, აბზინდები, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და რკინის სამკაულები, მონეტები. ჩანს რომ მოსახლეობა აქ ახ.წ III საუკუნეში უკვე ცხოვრობდა. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ XX საუკუნის 80-იან წლებში გათხრების შედეგად გამოავლინა ვახტანგ გორგასალის სასახლე და ციხე-დარბაზი, თავისი სამეურნეო სათავსებით და სხვა დამხმარე ნაგებობებით.[3]
ჭერმის სხვადასხვა პერიოდის ნაქალაქარი და სამ დიდ ბორცვზეა განლაგებული. „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს რომ 502 წელს ირანის ჯარი ხოსრო მეფის სარდლობით შემოესია ჭერემს და მიწასთან გაასწორა. ჭერემის „შმუსვრის“ შემდეგ დანგრეული ნაგებობები აღარ განახლებულა და დაიწყო ჭერმის დაქვეითების ხანა. ჭერემი მხოლოდ რელიგიური ცენტრის ფუნქციას ასრულებდა XVIII საუკუნემდე.[3]
საბჭოთა ხელისუფლების დროს ჭერემელები გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში ჩაასახლეს. 1978 წლიდან მოსახლეობა სოფელ გამარჯვებიდან ისევ ჭერემში დაბრუნდა.
სოფელში აღნიშნავენ შემდეგ დღესაწაულებს: ბერიკაობას, კვირიკობას, ღვთისმშობლობას, გიორგობას და კოზმანობას (წმინდა კოზმას და დამიანეს ხსენების დღეს).
სოფელში გავცელებული გვარები იყო: ბარბაქაძე, მოდებაძე, ხომასურიძე, მაისურაძე, მაჩხაშვილი, ჩაფიძე, არევაძე, წიკლაური, ამირეჯიბი და სხვა.[4]
დემოგრაფია
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2014 | 28 | 13 | 15 |
იხილეთ აგრეთვე
- კოზმანის სალოცავი
- ლიწინის ეკლესია
- ჭერემის თასი
- ჭერემის კვირიკეს ეკლესია
- ჭერემის მამა დავითის ეკლესია
- ჭერემის ნამოსახლარი
- ჭერემის სადგომი
- ჭერემის საეპისკოპოსო ტაძრის კომპლექსი
- ჭერემის სამების ეკლესია
- ჭერემის წმინდა გიორგის ეკლესია
- ნამოსახლარი საღანძილე
- ხარისთავის წმინდა გიორგის ეკლესია
ლიტერატურა
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2013. — გვ. 233.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 391.
სქოლიო
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ ჭერემის წყალსაცავი[მკვდარი ბმული] - dmo.ge
- ↑ 3.0 3.1 3.2 ჭერემი - karibche.ambebi.ge
- ↑ გვარები საქართველოში. ციტირების თარიღი: 2024-07-08.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|