გიგლა აგულაშვილი
გიგლა აგულაშვილი | |
გიგლა აგულაშვილი | |
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 მაისი, 2015 – 15 დეკემბერი, 2017 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი |
წინამორბედი | ელგუჯა ხოკრიშვილი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 25 მაისი, 1964 ბადიაური, საგარეჯოს რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → ესკიზის შექმნის შეცდომა: საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | საქართველოს რესპუბლიკური პარტია |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | იურისტი |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
გიგლა აგულაშვილი (დ. 25 მაისი, 1964, ბადიაური, საგარეჯოს რაიონი) — ქართველი იურისტი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (2015–2017). იგი იყო უკანასკნელი პირი ამ თანამდებობაზე.
ბიოგრაფია
გიგლა აგულაშვილმა 1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1990-1994 წლებში მუშობდა საგარეჯოს რაიონის პროკურატურის გამომძიებლად. 1994-1997 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის საგამოძიებო აპარატის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი. 1997-1999 წლებში — საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის საგამოძიებო აპარატის უფროსის მოადგილე. 1999-2001 წლებში იყო კახეთის საოლქო პროკურორი. 2001-2002 წლებში იყო ქალაქ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორი. 2002-2003 წლებში — საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის უფროსი. 2003-2004 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზირებისა და ფონდების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი. 2012-2015 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2015–2017 წლებში გიგლა აგულაშვილი იყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
საქართველოში კანონიერებისა და წესრიგის განმტკიცებაში შეტანილი დიდი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის 1997 წელს მიენიჭა „ღირსების მედალი“.
რესერსები ინტერნეტში
|
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- დაბადებული 25 მაისი
- დაბადებული 1964
- ქართველი იურისტები
- საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- საქართველოს ღირსების მედლით დაჯილდოებულები
- აგულაშვილები