ბართლომე მოციქული
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted წმინდა ბართლომე, პეტერ პაულ რუბენსის პორტრეტი | |
დაიბადა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაიცვალა | Script error: No such module "Separated entries". |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
წმინდანად შერაცხვა | Script error: No such module "Separated entries". |
ხსენების დღე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სხვა სახელები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოღვაწეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სასწავლებელი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პერიოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ცნობილი ნაშრომები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ბართლომე მოციქული (ებრ. תולמי-בר, ბერძ. Βαρθολομαίος, ლათ. Bartholomaeus) — ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი წარმოშობით კანას გალილეიდან იყო. ხსენების დღე - 11(24) ივნისი.
ცხოვრება
სახელი ბართლომე არამეულია (תולמי-בר) და წარმოადგენს - (отчество) bar talmai თალმაის ძე ანუ თალომეს ძე - პტოლიმეელი (პეტრე მოციქულიც ამ სახით არის ნახსენები სახარებაში უფლის მიერ - ”ბარ იონა” ანუ იონას ძეო). ბართლომე მოციქულზე ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება (მათ.10:3; მარ .3:18; ლუკ.6:14; საქ.1:13), ამიტომ ინფორმაციის დეფიციტი ივსება წარმოდგენებით და მოსაზრებებით. მაგალითად ეგზეგეტი ფარრარი ბართლომეს აიგივებს ნათანიელთან, რომელზეც უფალმა თქვა თარგი:Blockquote
ზოგი მკვლევარი მიიჩნევს რომ, როგორც წესი ძველად ებრაელებს ჩვევად ჰქონდათ მეტსახელის მიმატება, მაგრამ ამ დროს თავად სახელი უცვლელი რჩებოდა. ხოლო სახელები: ბართლომე და ნათანიელი კი ერთმანეთისაგან განსხვავდება. რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს რომ ეს ორი სხვადასხვა პიროვნება იყო.
ასევე შესაძლებელია, რომ წმ. ბართლომეს სახელი ყოფილიყო ”ნათანიელი ბარ თალმაი” ანუ ”ნათანიელი თალმაის ძე”.
ქადაგება
სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მას და ფილიპე მოციქულს (ხს. 14 ნოემბერს) წილად ხვდათ სახარების ქადაგება სირიასა და მცირე აზიაში. გზად ქადაგებისას წმინდა ფილიპეს თან ახლდა და, მარიამი.
მოწამეობრივი აღსასრული
იეროპოლში წარმართი ქურუმების დასმენით მოციქულები დაიჭირეს და დილეგში დაამწყვდიეს. შემდგომ უფლის რჩეულებს ჯვარცმა მიუსაჯეს. ფილიპე მოციქული თავდაღმა მიამსჭვალეს ძელს ხოლო ბართლომე გვერდულად. წამების დროს უეცრად საშინლი მიწისძვრა მოხდა. შეშინებულმა მოსახლეობამ სცადა მოციქულების განთავისუფლება. ბართლომე დაიხსნეს, ფილიპე კი წამებით აღესრულა. მალე ბართლომე მოციქულმა და ნეტარმა მარიამმა დატოვეს ქალაქი. მარიამმა ღვთის სიტყვა იქადაგა ლიკაონიაში, სადაც მშვიდობით აღესრულა (ხს. 17 თებერვალს) ხოლო ბართლომე მოციქული ინდოეთში შემდეგ კი სომხეთში გაარგძელა ქადაგება. სომხეთში მეფე პოლიმიოსის ეშმაკეული ასულიც განკურნა. მადლიერმა მეფემ რა იხილა უფლის სასწაული მოინათლა დედოფალთან, ასულთან და მრავალ დიდებულთან ერთად. იხილეს რა ეს წარმართმა ქურუმებმა მეფის ძმას შთააგონეს რომ მოციქული მოეკლა. ასტიაგმა მართლაც შეიპყრო მოციქული და ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) ჯერ თავდაღმა აცვეს ჯვარს შემდეგ კი ტყავი გააძრეს და ბოლოს თავი მოკვეთეს. ეს მოხდა 71 წელს.
წმინდა ნაწილები
მოციქულის წამების შემდეგ მორწმუნეებმა მისი ცხედარი მოიპარეს და დიდი პატივით დაკრძალეს. დღესდღეობით იმ ადგილას სადაც ბართლომე მოციქული დაასაფლავეს აღმართულია სამრეკლო.[1] უფლის მოციქულის საფლავზე მრავალი სასწაული ხდებოდა. ასე იმყოფებოდა ქალაქ ალბანში ვიდრე იმპერატორმა ანასტასიამ 508 წელს წმინდა ბართლომეს ნეშტი მესოპოტამიაში, ქალაქ ანასტასიაუპოლში (დარი) გადაასვენა.[2] 574 წელს ქალაქი დარი სპარსეთის მეფე ხოზროემმა აიღო, ქრისტიანებმა სცადეს მოციქულის ნეშტის გადამალვა მაგრამ ვერ შესძლეს. ამიტომ გადაწყვიტეს ლუსკუმა წმინდა ნაწილებით ზღვაში ჩაეშვათ (ზოგიერთი ცნობით დაწეულმა ურჯულოებმა გადაყარეს შავ ზღვაში მოციქულის ლუსკუმა და ასევე კიდევ 4 სხვა წმინდანის სანაწილე: პაპიანე, ლუკიანე, გრიგორისა და აკაკის). ღვთის ნებით, სიწმიდე იტალიაში კუნძულ ლიპარასთან მიცურდა ხოლო სხვა დანარჩენი იტალიის სხვა ნაპირებს მიადგა: პაპიანე -სიცილიაში; ლუკიანე - მესინაში; გრიგორი - კალაბრიაში; აკაკი - ასკულუსაში. მოციქულის წმინდა ნაწილების მიბრძანება კუნძულის იმდროინდელ ეპისკოპოსს აგრაფონს ეუწყა. IX საუკუნეში კუნძული ლიპარა არაბებმა აიღეს. მორწმუნეებმა აქაც წმინდა ნაწილების გარიდება შესძლეს მომხვდურებისგან და მოციქულის უხრწნელი ნეშტი კუნძულ ლიპარადან ქალაქ ბენევენტოში გადააბრძანეს, ხოლო მოგვიანებით X საუკუნეში წმიდანის ძვლების ნაწილი ქალაქ რომში იქნა გადასვენებული.
მოციქულ ბართლომეს წმინდა ნაწილების ერთი ნაწილი ღირსმა იოსებ მგალობელმა ვინმე უცხო ადამიანისაგან შეიძინა, რომელმაც კონსტანტინეპოლის მახლობლად მდებარე სავანეში წააბრძანა და დააბრძანა ტაძარში, რომელიც ბართლომე მოციქულის სახელზე ააშენა.
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „წმ. მოციქული ბართლომე“ ვიკისაწყობში.
- წმიდა მოციქული ბართლომე
- ბართლომე მოციქული
- ბართლომე მოციქულის ცხოვრება
- ბართლომე
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted