შინაარსზე გადასვლა

სვიმონ კანანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმ. მოციქული სვიმონ კანანელი

სვიმონ კანანელიიესო ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. ხსენების დღე — 10 (23) მაისი.

კანანელი

სვიმონ მოციქულის მეტსახელი — კანანელი სახარებაში რამდენიმე ადგილას მოიპოვება: თარგი:Blockquote თარგი:Blockquote მკვლევრები სვიმონ კანანელის სახელს აკავშირებენ სვიმონ მოშურნის სახელთან, რომელიც ასევე რამდენიმეჯერ მოიხსენიება წმინდა სახარებაში: თარგი:Blockquote თარგი:Blockquote

მკვლევართა აზრი ამ ორი მეტსახელის თაობაზე შემდეგია: ებრაული სიტყვა „კანანი“ ნიშნავს „შურს“, ხოლო ბერძნული სიტყვა „ზილოტ“ კი ითარგმნება როგორც ”მოშურნე”. თავად მეტსახელი ზილოტი, რომელიც ქართულ სახარებაში მოიხსენიება როგორც მოშურნე, ასოცირდება „ზილოტთა პარტიასთან“, რომელიც მაშინდელი ებრაული დაჯგუფება იყო, რომლის წევრებიც ნატრულობდნენ ძველებრაული ტრადიციების აღდგენას. ასევე შურით გასცქეროდნენ თავიანთი ქვეყნის ძველდროინდელ დამოუკიდებლობას. მკვლევართა აზრით სვიმონ კანანელი სწორედ ამ „მოშურნეთა“ პარტიის წევრი იყო.[1]

ზილოტთა რელიგიურ-პოლიტიკური პარტია ძირითადად მდებარეობდა გალილეაში და ეწინააღმდეგებოდა რომაელთა გავლენას ისრაელზე. ებრაული პარტიის ბერძნული სახელწოდება კი იმაზე მიუთითებს, რომ იქ მახლობლად მცხოვრები ბერძნებიც ასევე განიცდიდნენ რომაელებისაგან შევიწროვებას და მათაც სურდათ რომაელებისაგან თავის დაღწევა. ასე რომ, ამ პარტიის ყველა წევრს, იქნებოდა ეს ბერძენი თუ ებრაელი, არქმევდნენ „ზილოტს“ ანუ მოშურნეებს.

მკვლევართა სხვა ჯგუფი კი ფიქრობს, რომ კანანელი სხვა არაფერია თუ არა ის, რომ მოციქული იყო კანას გალილეიდან ანუ კანანელი.

ისტორია

ქადაგება

ძველი ქართველი და უცხოელი მემატიანეების ცნობით, წმ. სვიმონ კანანელმა წმ. ანდრია მოციქულთან ერთად პირველმა იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში. გზად ქადაგებისას ანდრია მოციქულმა გააგრძელა გზა ჩრდილოეთით, ხოლო სვიმონ კანანელი კი შეჩერდა ფსირცხას გამოქვაბულში. აფხაზეთში მან ბევრი იქადაგა და დაამხო კერპთაყვანისმცემლობა, რომელიც ხალხს ჩვილი ბავშვების მსხვერპლშეწირვისკენ უბიძგებდა.

მოწამეობრივი აღსასრული

წმ. სვიმონ კანანელის წამება (ნიურემბერგის ქრონიკა, 1493)

ადერკის მეფობის დროს რომაელებმა შეიპყრეს სვიმონ მოციქული და მოკვეთეს თავი (ახლაც ამჩნევია იმ ადგილს სისხლის წვეთების კვალი[2]). გადმოცემის მიხედვით, †55 წელს სვიმონ კანანელი წარმართებმა ქრისტეს დარად ჯვარზე გააკრეს და დაასაფლავეს ნიკოფსიაში, ისტორიული საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე.

წმინდა ნაწილები

მორწმუნეებმა იპოვეს რა მოციქულის გვამი, დიდებით მიაბარეს მდინარის ნაპირას მიწას. IV საუკუნეში მოციქულის სახელზე ახალ ათონში პატარა ეკლესია ააგეს, რომელიც სავარაუდოდ ხის უნდა ყოფილიყო. შემოსევების დროს მუსლიმებმა ტაძარი დაარღვიეს. მოგვიანებით X საუკუნეში სვიმონ კანანელის ტაძარი თეთრი თლილი ქვისგან ტაძარი ააშენეს, რომელსაც რესტავრაცია რამდენიმეჯერ ჩაუტარდა. მათ შორის XIX საუკუნის 80-იან წლებში. ტაძტის ფრესკული მოხატულობა შემორჩენილი არ არის. არქიტექტურული დეკორიდან ყურადღებას იქცევს ქრისტიანული სიმბოლოების — თევზის, ლომისა და ჯვრის რელიეფური გამოსახულებანი. 1830 წელს აქ ბერებმა სვიმონ კანანელის გამოქვაბულში გაჭრეს მეორე შესასვლელი.

იდენტიფიკაცია

მკვლევრების ნაწილი სიმონ კანანელს მიიჩნევს იესოს ხორციელ ძმად, იოსებ დამწინდველის ძედ და აიგივებს იერუსალიმის პატრიარქ სვიმეონთან. თარგი:Blockquote

სქოლიო

  1. სვიმონ კანანელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-30. ციტირების თარიღი: 2009-10-26.
  2. სვიმონ კანანელის ცხოვრება

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: