შინაარსზე გადასვლა

ფილიპე მოციქული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმ. ფილიპე მოციქული

ფილიპე მოციქული (ბერძ. Φίλιππος, ლათ. Philippus) — ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი წარმოშობით გალილეის ქალაქ ბეთსაიდიდან იყო. ხსენების დღე - 14 (27) ნოემბერი.

ცხოვრება

ფილიპე მოციქულზე მოგვეპოვება შემდეგი ინფორმაცია: წარმოშობით ბეთსაიდის გალილეიდან იყო. მოწოდებული იყო უფლის მიერ პეტრე და ანდრიას შემდეგ მეორე დღეს. მოწოდების შემდეგ ფილიპემ მეყსეულად აცნობა თავის მეგობარ ნათანიელს თარგი:Blockquote (იოან.1:45). ერთი წლის შემდეგ კი ერთ-ერთ თორმეტ მოციქულად იქნა არჩეული (მარ.3:14-18). მისი სახელი ფიგურირებს 5000 კაცის დაპურების დროსაც (იოან.6:7). ასევე როცა მას მიმართეს ელინებმა, რათა ენახათ იესო (იოან.12:23). საიდუმლო სერობის შემდეგ ფილიპემ თქვა: თარგი:Blockquote (იოან.14:8).

მკვლევართა ერთი ვერსიით ფილიპეს ჰყავდა ცოლი და სამი ქალიშვილი.[1]

ქადაგება

სულიწმინდის გადმოსვლის შემდეგ ფილიპე მოციქული გალილეაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. გალილეიდან ფილიპე მოციქული საბერძნეთში შემდეგ პართეთში გაემგზავრა, შემდეგ კი - ქალაქ აზოტში. აზოტიდან ფილიპე მოციქული სირიის იერაპოლში გადავიდა. შემდეგ ქადაგებით მოიარა სირია, მცირე აზია, ლიდია, მიზია. წმიდა ფილიპეს განუყრელად თან დაჰყვებოდა მისი და, მარიამნა, რომელიც ძმის გაჭირვების თანაზიარი იყო.

მოწამეობრივი აღსასრული

წმ. ფილიპე მოციქული (ნიურემბერგის ქრონიკა, 1493)
ფაილი:St. bartlome and st. philipe russia 17.jpg
ბართლომე და ფილიპე მოციქულთა წამება

როცა მოციქული ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლში ჩავიდა, იქ წარმართებმა აწამეს. ფილიპე მოციქული ჯვარზე აღესრულა. წმიდანის დამ, მარიამნამ მიწას მიაბარა ძმის ცხედარი, შემდეგ კი ბართლომე მოციქულთან რომელიც მოციქულ ფილიპესთან ერთად აწამეს მაგრამ სიკვდილს გადაურჩა,ერთად სომხეთში გაემგზავრა სახარების საქადაგებლად. აქ წმინდა ბართლომე ჯვარს აცვეს (ხს. 11 ივნისს), მარიამნა კი გააგრძელა ღვთის სიტყვის ქადაგება და ლიკაონიაში აღსასრულა (ხს. 17 თებერვალს). შობის მარხვას ფილიპე მოციქულის სახელს უკავშირებენ.

წმინდა ნაწილები

სქოლიო

  1. ფილიპე მოციქული. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2009-10-26.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: