შინაარსზე გადასვლა

იაკობ ალფესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაკობ ალფესი

წმინდა მოციქული იაკობ ალფესი (ბერძ. Ιάκωβος ο Μικρός, ლათ. Iacobus Minor — იაკობ უმცროსი) — ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, მათე მოციქულის ძმა. ხსენება - 9 (22) ოქტომბერი.

ცხოვრება

იაკობ ალფესს იაკობ ზებედესაგან განსასხვავებლად მას შეარქვეს იაკობ მცირე. იაკობ მცირე იყო კლეოპასა (ალფე) და მარიას შვილი. ახალ აღთქმაში არაფერი არ მოიპოვება მისი მოღვაწეობის შესახებ. იგი ფიგურირებს მხოლოდ მოციქულთა ჩამონათვალში (მათ.10:3, 27:56; მარ.3:18, 15:40; ლუკ.6:15, 24:10; საქ. 1:13). ევანგელიეში მხოლოდ ისაა ნახსენები რომ მარია, დედა იაკობისა, იყო ღვთისმშობლის დეიდაშვილი. თარგი:Blockquote თარგი:Blockquote თარგი:Blockquote თარგი:Blockquote

წმ. მოციქული იაკობ ალფესი (ნიურნბერგის ქრონიკა, 1493)

ქადაგება

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქული იაკობ ალფესი, ჯერ იერუსალიმში ქადაგებდა, შემდეგ კი წმიდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად ედესაში, ღაზასა და ელეფთეროპოლში. შემდეგ ის ეგვიპტეში გაემგზავრა და პალესტინის მოსაზღვრე ზღვისპირა ქალაქ ოსტარცინში ჯვარცმით დაასრულა თავისი ცხოვრება.

რესურსები ინტერნეტში