ვლადიმერ გუცაევი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ვლადიმერ გუცაევი (დ. 21 დეკემბერი, 1952, ქედიგორა, ახლანდელი ახალგორის მუნიციპალიტეტი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981). საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად. ღირსების ორდენის კავალერი (2001).[1][2]
საკლუბო კარიერა
ფეხბურთის თამაში დაიწყო 1965 წელს თბილისის „ნორჩ დინამოელში“, მწვრთნელების — გ. გაგუას და ჯ. უშვერიძის ხელმძღვანელობით. თბილისის „დინამოშია“ 1971 წლიდან, რომლის ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა იმავე წლის 2 სექტემბერს საკავშირო ჩემპიონატის 22-ე ტურის კალენდარულ მატჩში ლვოვის „კარპატის“ წინააღმდეგ, რომელიც „ლოკომოტივის“ სტადიონზე გაიმართა. ვლადიმერ გუცაევი თბილისის „დინამოს“ მაისურით პირველად მატჩის მეორე ტაიმში დავით ყიფიანის ნაცვლად გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა უგოლო ფრით (0–0) დასრულდა.[3]
1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის დინამოელები ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ. ამ შეხვედრაში ვლადიმერ გუცაევს ორი გოლი გააქვს, მატჩის 21-ე და 46-ე წუთებზე.[4][5][6][7][8]
გუნდთან ერთად სამჯერ — 1976 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო, ასევე, 1981 წლის პირველობის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 1977 წლის პირველობაზე — ვიცე-ჩემპიონის, ხოლო 1978 წელს — საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.[9] ასევე, ორჯერ იყო საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი — 1976 და 1979 წლებში. სულ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 303 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 47 ბურთი გაიტანა. ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 34 შეხვედრაში დაიცვა და 8 ბურთი გაიტანა, აქედან 17 მატჩი და 6 გოლი — თასების მფლობელთა თასის, 13 მატჩი — უეფა-ს თასის და 4 მატჩი და 2 გოლი — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.[10]
1981 წლის 13 მაისს, ვლადიმერ გუცაევს თავის საფეხბურთო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გააქვს. თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამო“ იენის „კარლ ცაისს“ უპირისპირდება. ამ დრამატული შეხვედრის ანგარიშს გერმანელი ფეხბურთელები ხსნიან. კერძოდ, მატჩის 63-ე წუთზე გერჰარდ ჰოპე უძლიერესი დარტყმით ახლო მანძილიდან იღებს თბილისელთა კარს. მიუხედავად ამისა, ზუსტად ოთხ წუთში „დინამოელები“ ახერხებენ ანგარიშის გაქვითვას. თბილისელთა მორიგი შეტევის დამამთავრებელ ფაზაში რამაზ შენგელიას გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გასული ვლადიმერ გუცაევი უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით ათანაბრებს შეხვედრის ანგარიშს. გუცაევის მიერ გატანილი გოლი იმედს უსახავს „დინამოელებს“ და მატჩის დამთავრებამდე სამი წუთით ადრე ვიტალი დარასელიას გამარჯვების მომტანი გოლის წყალობით თბილისის „დინამო“ თასების მფლობელთა თასს ეუფლება.[11]
ვლადიმერ გუცაევმა თბილისის „დინამოში“ თექვსმეტი საფეხბურთო სეზონი გაატარა. 1986 წელს მან ამავე კლუბში დაასრულა თავისი სათამაშო კარიერა.
სანაკრებო კარიერა
1972–1982 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 11 მატჩი ითამაშა და ერთი ბურთი გაიტანა. ასევე, იყო საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრების წევრი, რომელთან ერთად 1976 წლის ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, 1972 წლის 26 მაისს ერთი მატჩი ითამაშა საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში XX ზაფხულის ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრების წინააღმდეგ საპასუხო მატჩში, რომელიც პარიზის „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3–1 დასრულდა.[12]
სანაკრებო მატჩები და გოლები
თამაშის სტილი და შეფასებები
სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების აზრით, საქართველოში, ისევე როგორც, ყოფილ საბჭოთა კავშირში ითვლება გამორჩეულად თვითმყოფად ფეხბურთელად, რომელსაც თავისი ინდივიდუალური მონაცემების წყალობით მარტოს შეეძლო გაერღვია მეტოქეთა დაცვის ხაზი და თავადვე დაეგვირგვინებინა წამოწყებული შეტევა. გამოირჩეოდა სასტარტო სისწრაფითა და თავბრუდამხვევი დრიბლინგით. მეტოქის საჯარიმო მოედანზე მასთან ორთაბრძოლა ხშირად მთავრდებოდა თერთმეტმეტრიანი საჯარიმოს დანიშვნით — იმდენად რთული იყო მისთვის ბურთის ართმევა წესების დარღვევის გარეშე.
ფეხბურთის შემდეგ
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ ადმინისტრაციული მიმართულებით განაგრძო მუშაობა. 1987 წლიდან 1991 წლის შუა რიცხვებამდე იყო თბილისის „დინამოს“ გუნდის უფროსი. 1991 წელს გაემგზავრა კვიპროსში, სადაც სამწვრთნელო კარიერა დაიწყო, თავდაპირველად, როგორც მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ხოლო შემდეგ, იმავე წელს საფეხბურთო კლუბ „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი გახდა, რომელსაც 1994 წლამდე ხელმძღვანელობდა.
1994–1995 წლებში იყო გუნდის უფროსი ვლადიკავკაზის „ალანიაში“, რომელმაც 1995 წელს რუსეთის ჩემპიონის წოდება მოიპოვა.
1996 წელს სათავეში ჩაუდგა საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს, რომელთანაც საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა. ამის შემდეგ 1997 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, სადაც 1999 წლის აპრილამდე იმუშავა.
შემდეგ კვლავ „ალანიას“ ჩაუდგა სათავეში, რომელთანაც 2000 წლამდე მუშაობდა. 2001 წელს ქუთაისის „ტორპედოში“ კლუბის დირექტორის თანამდებობა ეკავა.
2010–2011 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს. 2011–2012 წლებში მუშაობდა „ვიტ ჯორჯიას“ ახალგაზრდული გუნდის მთავარ მწვრთნელად.
2012 წლის ოქტომბერში ვლადიკავკაზის „ალანიაში“ დაბრუნდა, სადაც სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.[24]
მიღწევები
საკლუბო
- კარაველას თასი
- თასის მფლობელი: 1973 [29]
- თასის მფლობელი: 1981
სანაკრებო
- საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირის ახალგაზრდული ნაკრები
- ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი
- ჩემპიონი: 1976
- ესკიზის შექმნის შეცდომა: საქართველოს სსრ ნაკრები
- სსრ კავშირის სპარტაკიადა
- ვიცე-ჩემპიონი: 1979 [30]
ინდივიდუალური
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1981 თარგი:სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი № 2730
- 33 საუკეთესო
- №1: 1972, 1978, 1979
- №2: 1976, 1977, 1981
საინტერესო ფაქტები
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ვლადიმერ გუცაევს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[31]
ექვსჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[32][33]
1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
2004–2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი. [34]
ბიბლიოგრაფია
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
- აკოფოვი, გ. (1972). ფეხბურთი—72 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1974). ფეხბურთი—74 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1975). ფეხბურთი—75 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1976). ფეხბურთი—76 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1977). ფეხბურთი—77 : ცნობარი–კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1978) ფეხბურთი—78 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1979) ფეხბურთი—79 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1980) ფეხბურთი—80 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1981). ფეხბურთი—81 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1982). ფეხბურთი—82 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1983). ფეხბურთი—83 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ. (1984). ფეხბურთი—84 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1985). ფეხბურთი—85 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1986). ფეხბურთი—86 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1987). ფეხბურთი—87 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1989). ფეხბურთი – 89 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1981). გზა თასისაკენ : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ (1976). ასე ნანატრი გამარჯვება. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1979). მეორედ — ოლიმპზე. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ბერიშვილი, ელგუჯა (2013). ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბ.: პალიტრა L.
- გორგოძე, გიორგი (2003). დღესასწაულის წადილი. თბ.: რეინგოლდ და კომპანია.
- გორელოვი, იან (1979). „დინამო“—78 (ფოტოალბომი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- თედორაძე, ზ. (2002). თბ. „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- მოსაშვილი, მინდია (1979). N 1 ფეხბურთელი : რ. შენგელია. თბ.: ხელოვნება.
- მოსაშვილი, მინდია (1979). თბ. „დინამო“ 1978 წლის სსრკ ჩემპიონი. თბ.: ხელოვნება.
- მოსაშვილი, მინდია (1980). დიდი მანუჩარი. თბ.: ხელოვნება.
- მოსაშვილი, მინდია (1982). მარადიული დღესასწაული. თბ.: ხელოვნება.
- ფანჯიკიძე, გურამ (1981). დინამო, დინამო, დინამო!. თბ.: საბჭ. საქართველო.
- ჟორდანია, ანდრო (1976). ფიქრები ქართულ ფეხბურთზე. თბ.: საბჭოთა საქართველო.
პერიოდიკა
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
- გზა ოქროს მედლებისკენ // „ლელო“, 14 ნოემბერი, 1978, № 222 (6277), გვ. 2–3.
- მებურიშვილი, ტაგუ, „გაისმის მთად და ბარად მათი დიდების ექო“... // „ლელო“, 11 ნოემბერი, 1978, № 220 (6275), გვ. 2–3.
- 33 საუკეთესო // „ლელო“, 16 იანვარი, 1979, № 11 (6322), გვ. 4.
- დოლიძე, ბეჟან, „კარაველას“ რაინდები // „საქართველოს რესპუბლიკა“, 22 აგვისტო, 2013, № 160 (7287), გვ. 10.
- პლატონიშვილი, გია, მას ესტაფეტა სლავამ გადასცა // „საქართველოს რესპუბლიკა“, 22 დეკემბერი, 2012, № 246 (7122), გვ. 10.
რესურსები ინტერნეტში
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
AFS · EU-Football.info · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · FootballPlayers.ru · National Football Teams · Soccerway · Transfermarkt · КЛИСФ |
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი · დიდი რუსული ენციკლოპედია |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |
სქოლიო
- ↑ გუგუშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2012. — გვ. 235.
- ↑ ბერიშვილი, ელგუჯა, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 199.
- ↑ „დინამო“ თბ. 0–0 „კარპატი“ ლვოვი / 22-ე ტური. dinamo-tbilisi.ru
- ↑ კარაველას თასი. fcdinamo.ge
- ↑ Trofeo Colombino de fútbol
- ↑ Динамо (Тбилиси) 3–1 Бенфика (Лиссабон). fc-dynamo.ru
- ↑ IX Trofeo Colombino de fútbol. dinamo-tbilisi.ru
- ↑ „კარაველას“ რაინდები. „საქართველოს რესპუბლიკა“
- ↑ სსრ კავშირის ჩემპიონატი 1978. dinamo-tbilisi.ru
- ↑ ვლადიმერ გუცაევის ევროთასების სტატისტიკა სეზონების მიხედვით
- ↑ «Динамо» Тб. 2–1 «Карл-Цейсс» Йена / Финал. КЛИСФ
- ↑ France 3–1 USSR / Olympics. 11v11.com
- ↑ Bulgaria 1–1 USSR / Friendly. 11v11.com
- ↑ Finland 1–1 USSR / Friendly. 11v11.com
- ↑ USSR 0–0 Sweden / Friendly. 11v11.com
- ↑ USSR 0–0 Chile / World Cup Qualifiers. 11v11.com
- ↑ Turkey 0–2 USSR / Friendly. 11v11.com
- ↑ Hungary 2–0 USSR / UEFA Euro 1980 Qualifying. 11v11.com
- ↑ USSR 3–1 Bulgaria / Friendly. 11v11.com
- ↑ USSR 2–0 Sweden / Friendly. 11v11.com
- ↑ USSR 1–3 West Germany / Friendly. 11v11.com
- ↑ USSR 2–0 Wales / 1982 FIFA World Cup Qualification. 11v11.com
- ↑ Greece 0–2 USSR / Friendly. 11v11.com
- ↑ Владимир Гуцаев - новый спортивный директор "Алании"
- ↑ "Шахтер" (Донецк) 2–1 "Динамо" (Тб.) / Финал. fc-dynamo.ru
- ↑ Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi / Soviet Union Cup 1980
- ↑ Сбылось и не сбылось // "Футбол-Хоккей"
- ↑ Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й
- ↑ თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა
- ↑ Сборная Москвы 2–1 Сборная Грузии / Финал. dinamo-tbilisi.ru
- ↑ „დინამოს“ ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ
- ↑ Список 33 лучших футболистов сезона в СССР
- ↑ Список 33 лучших футболистов сезона в СССР
- ↑ ვლადიმერ გუცაევი. parliament.ge
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- დაბადებული 21 დეკემბერი
- დაბადებული 1952
- ახალგორის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- ქართველი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატები
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები
- საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ნორჩი დინამოელის ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- ერთი კლუბის ფეხბურთელები
- ქართველი ფეხბურთის მწვრთნელები
- საბჭოთა ფეხბურთის მწვრთნელები
- ანორთოსისის მწვრთნელები
- ვიტ ჯორჯიას მწვრთნელები
- ვლადიკავკაზის ალანიას მწვრთნელები
- საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელები
- საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოში დაბადებული ოსები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები