შინაარსზე გადასვლა

იუჯინ ო’ნილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფსევდონიმი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პერიოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Magnum opus Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

იუჯინ ო’ნილი (ინგლ. Eugene Gladstone O'Neill; დ. 16 ოქტომბერი, 1888 — გ. 27 ნოემბერი, 1953) — ამერიკელი დრამატურგი. 1936 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში[1] და პირველი ნობელიანტი დრამატურგი გახდა.[2]

ო'ნილი ერთ-ერთი პირველი ამერიკელი დრამატურგია, რომლის პიესებიც რეალიზმის ტექნიკითაა შექმნილი. მისი სტილი ანტონ ჩეხოვის, ჰენრიკ იბსენისა და ავგუსტ სტრინდბერგის სტილის მსგავსია. ო'ნილის პიესა „გრძელი დღის მოგზაურობა ღამისკენ“ ხშირად სახელდება XX საუკუნის საუკეთესო ამერიკული პიესების მოკლე სიაში[3].

ო’ნილი ერთ-ერთი პირველია, რომელსაც თავის პიესებში პერიფერიული საზოგადოების წარმომადგენლები გამოჰყავს. მის პერსონაჟებს, რომლებიც საკუთარი იმედებისა და მისწრაფებების შენარჩუნებისთვის იბრძვიან, საბოლოო ჯამში, იმედგაცრუება და სასოწარკვეთა ელით. ო’ნილის თითქმის ყველა სხვა პიესა ადამიანური პესიმიზმისა და ტრაგედიის ელემენტებს შეიცავს.

ადრეული ცხოვრება

იუჯინ ო'ნილის ბავშვობის პორტრეტი, 1893 წელი
ფაილი:Eugene ONeill birthplace plaque NYC.jpg
იუჯინ ო'ნილის მემორიალური დაფა

იუჯინ ო’ნილი დაიბადა ნიუ-იორკში, ბროდვეის 43-ე ქუჩაზე, სასტუმროში Barret House. ამჟამად ეს ადგილი ტაიმზ-სკვერის სახელწოდებითაა ცნობილი,[4] სადაც ო’ნილს მემორიალური დაფა 1957 წელს დაუდგეს,[4][5] ხოლო სასტუმროს ადგილს ცათამბჯენი 1500 Broadway იკავებს.[6]

ო’ნილი ირლანდიური წარმოშობის ოჯახში დაიბადა. მისი მამა, ჯეიმზ ო’ნილი მსახიობი იყო, რის გამოც იუჯინმა ადრეული ბავშვობის წლები სასტუმროს ნომრებში, მატარებლებსა და კულისებში გაატარა. ო’ნილის ორივე მშობელი დამოკიდებულებას ებრძოდა: მამა ალკოჰოლიზმს, ხოლო დედა ნარკომანიას.[7] ისინი მუდმივად თეატრალურ ტურნეებზე იმყოფებოდნენ და შვილისთვის ვერ იცლიდნენ, ამიტომ 1895 წელს ო’ნილი განათლების მისაღებად წმინდა ალოიზის ვაჟთა აკადემიაში, კათოლიკურ სკოლა-ინტერნატში გაგზავნეს.[8] ო’ნილების ოჯახი ზაფხულობით კონექტიკუტის შტატის ქალაქ ახალ ლონდონში, მონტე კრისტოს საზაფხულო კოტეჯში იკრიბებოდა. იუჯინი ერთი წელი პრინსტონის უნივერსიტეტში სწავლობდა, საიდანაც იგი გარიცხეს, რის მიზეზადაც სხვადასხვა ვერსიები სახელდება.[9][10][11] ყველაზე სარწმუნო ვერსიის მიხედვით, ო’ნილმა ლუდის ბოთლი ესროლა პროფესორ ვუდროუ უილსონის ფანჯარას, რომელიც მომავალი აშშ-ის პრეზიდენტი გახლდათ.[12]

ო’ნილი რამდენიმე წელი მეზღვაურად მუშაობდა, რა დროის მანძლზეც იგი დეპრესიითა და ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა. მიუხედავად ამისა, ო’ნილს ძლიერ უყვარდა ზღვა და ამ თემას ხშირად იყენებდა თავის პიესებში, რომელთა უმრავლესობაშიც მოქმედება სამგზავრო გემებზე ხდება. იუჯინი საზღვაო ტრანსპორტზე მომუშავეთა გაერთიანებას შეუერთდა, რომლებიც მუშათა კლასისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის იბრძოდნენ.[13] თეატრში მუშაობის დაწყების შემდეგ, ო’ნილს მალევე უფროსი ძმა და მშობლები გარდაეცვალნენ.

კარიერა

1910-იან წლებში ო’ნილის სალიტერატურო საასპარეზო სივრცეს მანჰეტენის რაიონის გრინვიჩის კვარტალი მოიცავდა, სადაც გაიცნო და დაუმეგობრდა ამერიკის კომუნისტური მუშათა პარტიის დამფუძნებელს, ჯონ რიდს, რომლის ცოლთანაც, ლუიზა ბრაიანტთან ხანმოკლე რომანი გააბა.[14] 1981 წელს ჯონ რიდის შესაღებ ფილმი გადაიღეს, სადაც ო’ნილის როლს ჯეკ ნიკოლსონი, ხოლო ლუიზა ბრაიანტის როლს დაიან კიტონი თამაშობს.

1912 წელს ო’ნილი რამდენიმე თვე მუშაობდა გაზეთში „New London Telegraph“, სადაც რეპორტაჟებს წერდა და ლექსებს აქვეყნებდა.

1912-1913 წლებში სანატორიუმში ტუბერკულოზის მკურნალობის შემდეგ, იუჯინმა გადაწყვიტა მთელი თავისი დრო პიესების წერისთვის დაეთმო (მოვლენები, რომლებმაც მას სანატორიუმში მკურნალობა აიძულა, აღწერილია მის პიესაში „გრძელი დღის მოგზაურობა ღამისკენ“).[15] 1914 წელს იუჯინმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა, ხოლო ერთი წლის შემდეგ შეწყვიტა.[15]

ერთ-ერთ ადრეულ ერთაქტიან პიესაში „ქსელი“ ო’ნილი მსუბუქი ყოფაქცევის ქალთა ცხოვრებას აღწერს, რა თემაზეც მას სულ 14 პიესა აქვს დაწერილი.[16] იმ პერიოდის ამერიკაში, „ქსელი“ იყო მსგავს თემაზე შექმნილი პირველი პიესა, რომელმაც მაყურებლის აღიარება მოიპოვა.

იუჯინ ო'ნილი ჟურნალ Time-ს 1924 წლის გამოცემის ყდაზე

ფართო აღიარება მოიპოვა ო’ნილის პიესამ „ჰორიზონტს მიღმა“, რომლის პრემიერაც 1920 წელს ბროდვეიზე შედგა. პიესამ, რომელმაც კრიტიკოსები ტრაგიკული რეალიზმით მოხიბლა, იუჯინს პულიცერის პრემია მოუტანა. ამ ჯილდოს მფლობელი დრამატურგი სულ ოთხჯერ გახდა, მათ შორის პიესებისთვის „გრძელი დღის მოგზაურობა ღამისკენ“ და „ანა ქრისტი“.

ასევე 1920 წელს დაიდგა „იმპერატორი ჯონსი“, რომელიც იმ პერიოდის ყველაზე აქტუალურ თემას, აშშ-ს მიერ ჰაიტის ოკუპაციას შეეხებოდა.[17]

პოპულარობით სარგებლოს ო’ნილის ერთადერთი კომედიური ჟანრის პიესა „უდაბნო“, რომლის საშუალებითაც დრამატურგი მისთვის სასურველ ბავშვობას აღწერს.[18][19]

1920-1943 წლებში ო’ნილის რეპუტაცია როგორც ამერიკაში, ისე საზღვარგარეთ მუდმივად იზრდებოდა. მისი პიესები მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ხშირად თარგმნადი და დადგმადი გახდა.

ოჯახური ცხოვრება

იუჯინ ო'ნილის სახლი ბერმუდის კუნძულებზე

1909-1912 წლებში იუჯინი ქორწინებაში იმყოფებოდა კეთლის ჯენკინსთან, რა პერიოდშიც წყვილს ერთი შვილი, იუჯინ ო’ნილი უმცროსი შეეძინა. 1917 წელს ო’ნილი ცნობილ მწერალს, აგნეს ბოულტონს შეხვდა, რომელიც 1918 წელს ცოლად შეირთო. დაქორწინების შემდეგ წყვილი ნიუ ჯერსის შტატში, პოინტ პლეზში ცხოვრობდა,[20] მომდევნო წლებში კი - კონექტიკუტსა და ბერმუდის კუნძულებზე. მათ ორი შვილი, შეინი და უნა შეეძინათ. აგნეს ბოულტონი იუჯინთან ქორწინების წლებს თავის მემუარულ ნაწარმოებში „გრძელი ამბის ნაწილი“ აღწერს, რომელიც 1958 წელს გამოსცა. წყვილი ერთმანეთს 1929 წელს დაშორდა, მას შემდეგ, რაც ო’ნილმა ოჯახი მსახიობი შარლოტა მონტერეის გამო მიატოვა. განქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ იუჯინმა შარლოტა ცოლად მოიყვანა.[21] ახალდაქორწინებული წყვილი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. 1930-იან წლებში ისინი აშშ-ში დაბრუნდნენ და ჯორჯიის შტატში ცხოვრობდნენ. 1937 წელს იუჯინი კალიფორნიაში გადავიდა, სადაც 1944 წლამდე ცხოვრობდა.

ესკიზის შექმნის შეცდომა:
ჩაპლინების ოჯახი 1961 წელს

1943 წელს იუჯინის ქალიშვილი, უნა ო’ნილი ცოლად ჩარლი ჩაპლინს გაჰყვა, რა დროსაც ცნობილი მსახიობი 54, ხოლო გოგონა 18 წლის იყო. მათი ქორწინების გამო, იუჯინმა უარი თქვა, უნა საკუთარ შვილად ეცნო და მას შემდეგ არც ერთხელ არ შეხვედრია მას.

დრამატურგს ახლო ურთიერთობა არც თავის ვაჟებთან ჰქონია. მისსი პირველი შვილი, იუჯინი, რომელიც უნივერსიტეტში ასწავლიდა, მამის მსგავსად ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა. მან 40 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მეორე ვაჟი, შეინი ჰეროინზე იყო დამოკიდებული. იგი ცოლთან ერთად ბერმუდის კუნძულებზე ცხოვრობდა და ავეჯს ყიდდა. შეინი მისი დის მსგავსად, უარყოფილი აღმოჩნდა მამის მიერ, მას შემდეგ რაც იგი ფანჯრიდან გადახტა და თავი მოიკლა.[22]

სიკვდილი

ფაილი:EugeneONeilGrave.jpg
იუჯინ ო'ნილის საფლავის ქვა
იუჯინ ო'ნილი 1967 წლის საფოსტო მარკაზე

სიცოცხლის ბოლო წლებში დრამატურგს პარკინსონის დაავადება გამოუვლინდა, რის გამოც იგი მუშაობას ვეღარ ახერხებდა.

65 წლის იუჯინ ო’ნილი ბოსტონში, სასტუმრო შერატონის 401-ე ნომერში 1953 წლის 27 ნოემბერს პნევმონიით გარდაიცვალა.[2]მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ვიცოდი, რომ სასტუმროს ნომერში დაბადებულს სიკვდილიც აქ მეწერა.“[23]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1936 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში. ციტირების თარიღი: June 17, 2020
  2. 2.0 2.1 Eugene O'Neill Biography. ციტირების თარიღი: June 17, 2020
  3. Harold Bloom (2007). Introduction. In: Bloom (Ed.), Tennessee Williams, updated edition. Infobase Publishing. p. 2.
  4. 4.0 4.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  5. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  6. Henderson, Kathy. (April 21, 2009) The Tragic Roots of Eugene O'Neill's Desire Under the Elms. Broadway.com. ციტირების თარიღი: November 8, 2015
  7. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  8. Eugene O'Neill. American Society of Authors and Writers.
  9. (1998) The Cambridge Companion to Eugene O'Neil. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 97. 
  10. Bloom, Steven F. (2007). Student Companion to Eugene O'Neil. Westport: Greenwood Press, გვ. 3. 
  11. Abbotson, Susan C.W. (2005). Masterpieces of 20th-Century American Drama. Westport: Greenwood Press, გვ. 8. 
  12. O'Neill, Eugene (1959). Ah, Wilderness!. Frankfurt am Main: Hirschgraben-Verlag, გვ. 3. 
  13. Patrick Murfin. (2012-10-16) The Sailor Who Became "America's Shakespeare". Heretic, Rebel, a Thing to Flout. ციტირების თარიღი: November 8, 2016
  14. Dearborn, Mary V. (1996). Queen of Bohemia: The Life of Louise Bryant. New York: Houghton Mifflin Company, გვ. 52. ISBN 978-0-395-68396-5Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  15. 15.0 15.1 Dowling, Robert M.,Eugene O'Neill: A Life in Four Acts, Yale University Press, 2014ISBN 9780300170337Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  16. “The Web by Eugene O’Neill.” Sex for Sale: Six Progressive-Era Brothel Dramas, by Katie N. Johnson, University of Iowa Press, IOWA CITY, 2015, pp. 15–29. JSTOR, https://www.jstor.org/stable/j.ctt20p57f7.5.
  17. Renda, Mary (2001). Taking Haiti: Military Occupation and the Culture of U.S. Imperialism. Chapel Hill: University of North Carolina Press, გვ. 198–212. ISBN 0-8078-4938-3Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  18. The New York Times, August 25, 2003: 'Next year Playwrights Theater will present an unproduced O'Neill comedy, Now I Ask You, a comic spin on Ibsen's Hedda Gabler."
  19. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  20. Cheslow, Jerry. "If You're Thinking of Living In/Point Pleasant, N.J.; A Borough With a Variety of Boating", The New York Times, November 9, 2003. Accessed January 25, 2015. "The most famous Point Pleasant resident was Eugene O'Neill, who married a local girl named Agnes Boulton and grumbled about being bored through the winter of 1918-19, as he lived rent free in a home owned by Agnes's parents.
  21. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  22. Bermuda's Warwick Parish.
  23. Sheaffer, Louis (1973). O'Neill: Son and Artist. Little, Brown & Co.. ISBN 0-316-78337-4Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ნობელის პრემია 1936 თარგი:ავტორიტეტული წყაროები