შმუელ აგნონი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფსევდონიმი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პერიოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Magnum opus | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფაილი:Commons-logo.svg [[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
შმუელ იოსებ აგნონი (ებრ. שמואל יוסף עגנון; დ. 17 ივლისი, 1888, ბუჩაჩი, აღმოსავლეთ გალიცია — გ. 17 თებერვალი, 1970, იერუსალიმი) — ებრაელი მწერალი, ისრაელის ენის აკადემიის წევრი. 1966 წელს გერმანელ პოეტ ნელი ზაქსთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.[1]
მწერლის შემოქმედება ასახავს კონფლიქტს ებრაულ ტრადიციებსა და თანამედროვე სამყაროს ღირებულებებს შორის და ტრადიციების გაქრობის პროცესს აღწერს. მის ლიტერატურულ ენას თანამედროვე და რაბინული ივრითის სინთეზი ქმნის.[2]
ბიოგრაფია
შმუელ აგნონი 1888 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ გალიციის ქალაქ ბუჩაჩში დაიბადა, რომელიც ამჟამად უკრაინის შემადგენლობაშია. მისი მამა, შალომ მორდეკაი ოფიციალურად რაბინი იყო, თუმცა ბეწვით ვაჭრობაში იყო ჩართული და ჰასიდ ებრაელებთან ჰქონდა კავშირი. აგნონს სკოლაში არ უსწავლია. მის განათლების პროცესს მშობლები ხელმძღვანელობდნენ.[3] რვა წლის ასაკში იგი უკვე ივრითსა და იდიშზე წერდა. პირველი ლექსი 15 წლის ასაკში გამოაქვეყნა, რის შემდეგაც აქტიურად წერდა და აქვეყნებდა ლექსებსა და მოთხრობებს.
1908 წელს აგნონი ქალაქ იაფაში გადავიდა საცხოვრებლად. იქ გამოქვეყნებული პირველი მოთხრობა „მიტოვებული ცოლები“ იყო, რომელიც 1910 წელს გერმანულ ენაზე ითარგმნა.
1913 წელს მწერალი გერმანიაში გადავიდა, სადაც ესტერ მარქსი გაიცნო, რომელიც 1920 წელს ცოლად შეირთო. წყვილს თანაცხოვრების პერიოდში ორი შვილი შეეძინა. აგნონს ლიტერატურულ საქმიანობაში მატერიალურად ხელს სალმან შოკერი, ბიზნესმენი და გამომცემელი უმართავდა. 1931 წლიდან აგნონის წიგნებს შოკერის გამომცემლობა აქვეყნებდა, ხოლო მისი მოთხრობები ჟურნალ Haaretz-ში იბეჭდებოდა, რომელსაც ასევე შოკერის ოჯახი ფლობდა. გერმანიაში ცხოვრების პერიოდში აგნონი ავსტრიელ ებრაელ მწერალთან, მარტინ ბუბერთან ერთად ჰასიდისტური მოთხრობების ანთოლოგიაზე მუშაობდა.
1924 წელს აგნონის სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ყველა მისი ხელნაწერი და წიგნი დაიწვა. ამ ტრაგიკულმა მოვლენამ მწერალზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, რაც მის მომდევნო პერიოდის მოთხრობებში აისახა. იმავე წელს აგნონი პალესტინაში დაბრუნდა და ოჯახთან ერთად იერუსალიმში დასახლდა. 1929 მწერლის ბიბლიოთეკა ანტისემიტმა მეამბოხეებმა გაანადგურეს.[4]
1931 წელს გამოქვეყნდა აგნონის რომანი „ქალის გათხოვება“, რომელმაც კრიტიკოსთა აღიარება დაიმსახურა.[5] მას მოჰყვა „უბრალო ამბავი“ 1935 წელს, რომელშიც მოქმედება XIX საუკუნის დასასრულს, ბუჩაჩში ხდება. მომდევნო რომანში „მხოლოდ გუშინ“, რომელიც 1945 წელს გამოქვეყნდა, მოქმედება XX საუკუნის დასაწყისში, ისრაელში ხდება.
სტილი, თემები და გავლენა
შმუელ აგნონის შემოქმედება რეალისტურია. მისი მხატვრული სტილი ენათესავება ეროვნულ ფოლკლორს, შუა საუკუნეების დიდაქტიკურ ლიტერატურას და ზოგი თავისებურების მიხედვით, თანამედროვე ევროპული მწერლების შემოქმედებას. აგნონის ღრმად ფსიქოლოგიური ნაწარმოებების მთავარი გმირები ძირითადად უბრალო გალიციელი ებრაელები ან პალესტინის პირველი ებრაელი კოლონისტები არიან.
აგნონის შემოქმედება აქტიური აკადემიური კვლევის ობიექტია. ებრაული ლიტერატურის არაერთ წამყვან მეცნიერს გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები მისი შემოქმედების შესახებ.
ნობელის პრემიის მიღებისას მწერალმა თქვა: „ჩემს წიგნებში ხშირად ხედავენ ისეთ მწერალთა გავლენას, რომელთა სახელებიც, ჩემდა სამწუხაროდ, არ გამიგია, ამასთანავე სხვანი ხედავენ პოეტთა გავლენას, რომელთა შესახებ მსმენია, თუმცა არ წამიკითხავს მათი ლექსები.“ აგნონმა თავისი ლიტერატურული გზის გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ მის შემოქმედებაზე ყველაზე დიდი გავლენა ბიბლიამ,[6] გერმანულმა და ზოგადად, ევროპულა ლიტერატურამ მოახდინა, რომელსაც გერმანული თარგმანებით კითხულობდა. ამ თემაზე ესეების კოლექცია, რომლის შექმნაში წვლილი ებრაელმა და გერმანელმა მეცნიერებმა შეიტანეს, 2010 წელს გამოქვეყნდა სათაურით „აგნონი და გერმანია: გერმანული სამყარო შ. ი. აგნონის შემოქმედებაში“.
ჯილდოები
აგნონი ორჯერ გახდა ხაიმ ნახმან ბიალიკის სახელობის პრემიის ლაურეატი (1934[7] და 1950[7][8] წლებში). ასევე მას ორჯერ მიენიჭა ისრაელის პრემია ლიტერატურაში (1954[9] და 1958[10] წლებში).
1966 წელს აგნონმა ნელი ზაქსთან ერთად მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში „მისი ებრაელი ხალხის ცხოვრების მოტივებზე აგებული საფუძვლიანი და დამახასიათებელი თხრობის სტილისათვის“.[1]
სიკვდილი და მემკვიდრეობა
აგნონი 1970 წლის 17 თებერვალს იერუსალიმში გარდაიცვალა. მისი ნამუშევრების გამოქვეყნება მისმა ქალიშვილმა, ემა იარონმა გააგრძელა. აგნონის ოჯახმა მწერლის არქივი იერუსალიმის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა. მის სახლში სახლ-მუზეუმი გაიხსნა.[11] კაბინეტი, სადაც იგი თავის ნამუშევრებს ინახავდა, ხელუხლებლად დატოვეს.[12] იერუსალიმში ქუჩასა და სინაგოგას აგნონის სახელი ეწოდა. მწერლის ხსოვნას პატივი მიაგეს მშობლიურ ქალაქშიც, ბუჩაჩში, სადაც მას მუზეუმი გაუხსნეს და ბიუსტი დაუდგეს, ხოლო ქუჩას, რომელზეც აგნონი ცხოვრობდა, მისი სახელი უწოდეს.
ისრაელში გაჩნდა ტერმინი — აგნოთერაპია, რაც ხანშიშესული ადამიანებისთვის მათი განცდების გამოხატვაში დახმარებას გულისხმობს.[13]
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 60.
რესურსები ინტერნეტში
- Biography of Shmuel Yosef Agnon
- Archive of Midrash Agnon course on 5 short stories from Agnon House and WebYeshiva.org.
- Archive of course on Agnon's novella "Tehilla" broadcast from Agnon House and WebYeshiva.org.
- S.Y. Agnon's relatives: The East Jerusalem Nashashibis
- Agnon's biographer describes his long journey home
- შმუელ აგნონი — Find a Grave-ზე
- შმუელ აგნონის ბიოგრაფია ენციკლოპედია ბრიტანიკაში
- Biography
- Jewish Renaissance Pioneers: Shmuel Yosef Agnon
- Agnon's Nobel Prize Speech
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 nobel prize in literature 1966.
- ↑ Norwich, John Julius (1990). Oxford Illustrated Encyclopedia Of The Arts. USA: Oxford University Press, გვ. 10. ISBN 978-0198691372Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ Agnon bio Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ Beit Agnon. Agnonhouse.org.il. ციტირების თარიღი: September 1, 2011.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Nobel Speech. Nobelprize.org (December 10, 1966). ციტირების თარიღი: September 1, 2011.
- ↑ 7.0 7.1 Biography of Shmuel Yosef Agnon.
- ↑ List of Bialik Prize recipients 1933–2004 (in Hebrew), Tel Aviv Municipality website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-17. – which omits the award in 1934
- ↑ Israel Prize recipients in 1954 (in Hebrew). Israel Prize Official Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 7, 2012.
- ↑ Israel Prize recipients in 1958 (in Hebrew). Israel Prize Official Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 8, 2012.
- ↑ About section. Agnon House Website.
- ↑ A little modesty goes a long way. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-09. ციტირების თარიღი: 2020-06-24.
- ↑ Therapy through S.Y. Agnon stories helps the elderly face their realities
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
თარგი:ნობელის პრემია 1966 Script error: No such module "Authority control".