შინაარსზე გადასვლა

კნუტ ჰამსუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფსევდონიმი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პერიოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Magnum opus Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფაილი:Commons-logo.svg [[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

კნუტ ჰამსუნი (ნორვ. Knut Hamsun; ნამდვილი გვარი პედერსენი; დ. 4 აგვისტო, 1859, ქალაქი ლომი ― გ. 19 თებერვალი, 1952, ნორჰოლმი) — ნორვეგიელი მწერალი, 1920 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში. 70 წელზე ხანგრძლივი ლიტერატურული მოღვაწეობის მანძილზე ავტორი ცნობიერების, საგნის, პერსექტივისა და გარემოს ცვალებადობას იკვლევდა. მისი შემოქმედება ოცზე მეტ რომანს, ერთ პოეტურ კრებულს, მოთხრობებს, პიესებს, სამოგზაურო ჩანაწერებს, ესეებს და სხვა არამხატვრულ ტექსტებს მოიცავს.

ჰამსუნმა პირველმა გამოიყენა შინაგანი მონოლოგისა და ცნობიერების ნაკადის ტექნიკები, რითაც ფსიქოლოგიური ლიტერატურის პიონერად ითვლება. მან გავლება მოახდინა ისეთ მწერლებზე, როგორებიც არიან თომას მანი, ფრანც კაფკა, მაქსიმ გორკი, შტეფან ცვაიგი, ჰენრი მილერი, ჰერმან ჰესე და ერნესტ ჰემინგუეი.[1] ისააკ ბაშევის ზინგერი მასზე ამბობდა: „თავისი შემოქმედების ყველა ასპექტით [ჰამსუნი] თანამედროვე ლიტერატურის მამაა — იქნება ეს სუბიექტურობა, ფრაგმენტულობა, მოგონებების გამოყენების ტექნიკა თუ მისი ლირიციზმი. XX საუკუნის მთელი მოდერნისტული პროზა ჰამსუნისგან მომდინარეობს.“[2]

ახალგაზრდა ჰამსუნი უარყოფდა რეალისტურ და ნატურალისტურ ტენდენციებს. მისი აზრით, მოდერნისტული ლიტერატურის მთავარი მიზანი ადამიანს გონების სიღრმეებისა და სირთულეების კვლევა უნდა ყოფილიყო; და მწერალს „სისხლის ჩურჩული და ძვლების ვედრება“ უნდა აღეწერა.[2] თავისი რომანებით, როგორებიცაა „შიმშილი“ (1890), „მისტერიები“ (1892), „პანი“ (1894) და „ვიქტორია“ (1898), ჰამსუნი „XX საუკუნის მიწურულის ნეორომანტიკული რევოლუციის ლიდერად“ ითვლება.[3] ნორვეგიული ახალი რეალიზმის გავლენა იგრძნობა მწერლის შემდგომ ნამუშევრებში, რომლებშიც იგი სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს და ადგილობრივ დიალექტურ ფორმებს, ირონიასა და იუმორს იყენებს.[4]

ჰამსუნი ღიად უჭერდა მხარს ადოლფ ჰიტლერსა და ნაცისტურ იდეოლოგიას.[5][6] გერმანიის მიერ ნორვეგიის ოკუპაციის მხარდაჭერისთვის მას ბრალი წაუყენეს სამშობლოს ღალატში, თუმცა არ გაასამართლეს ფსიქოლოგიური და ასაკთან დაკავშირებული პრობლემებს გამო.[7][8]

ბიოგრაფია

დაიბადა ხელმოკლე გლეხის ოჯახში. 14 წლიდან ეწეოდა მოხეტიალე ცხოვრებას, მრავალი პროფესია გამოიცვალა, ბედის საძებნელად ორჯერ იყო ამერიკაში. 1898 იმოგზაურა ფინეთში, რუსეთში, ირანში, თურქეთში, იყო კავკასიაში, კერძოდ საქართველოში. ამ მოგზაურობის ერთგვარი მხატვრული ანგარიში იყო პიესა „დედოფალი თამარი“ და შთაბეჭდილებები „ზღაპრულ ქვეყანაში“ (1903). 1918 სამუდამოდ დასახლდა ნორჰოლმში. ჰამსუნის ადრეულ შემოქმედებაში აშკარაა ბ. ბერნსონის, ხოლო მოგვიანებით - დოსტოევსკის, ნიცშესა და სტრინდბერგის გავლენა.

ჰამსუნი იმთავითვე დაუპირისპიედა ნატურალიზმს თავისი ფანტაზიითა და ფსიქოლოგიური ანალიზით; ამავე დროს, მის ნაწარმოებებში აშკარად ჩანს სინამდვილის ეროტულგრძნობადი აღქმა-წვდომა, ბუნების ექსტაზური განცდა-შეგრძნება. ჰამსუნის რომანებში გამოხატულია ქვეცნობიერი სულიერი ცხოვრების უწვრილმანესი ნიუანსები. მისი თხრობის ხელოვნება ახდენს ყველა იმ სტილური საშუალების სინთეზირებას, რომელიც მოპოვებულია ნატურალიზმიდან მოყოლებული იმპრესიონიზმის ჩათვლით და ჰამსუნის ნაწარმოებებს განუმეორებელ მიმზიდველობას სძენს.

ჰამსუნმა პირველი დიდი პოპულარობა მოიპოვა მოთხრობით „შიმშილი“ (1890), რომელიც ნორვეგიულ ლიტერატურაში თავისებურ გადატრიალებას მოასწავებდა, როგორც თემატურ-მოტივური, ისე სტილურ-მითოლოგიური თვალსაზრისით: ნაწარმოები ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს და იშვიათი ნიმუშია ამბივალენტური, შინაგანად წინააღმდეგობრივი, უკიდურესად ზეგრძნობიერი ადამიანის სულიერი ცხოვრების ასახვისა. ჰამსუნის საუკეთესო რომანებად მიჩნეულია „მისტერიები“ (1892), „პანი“ (1894), „ვიქტორია“ (1898), „მიწის მადლი“ (1917, ნობელის პრემია, 1920) და სხვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჰამსუნი იმთავითვე გერმანოფილობას ამჟღავნებდა, ამასთან, იგი პირველად გერმანიაში აღიარეს მსოფლიო მასშტაბის მწერლად, II მსოფლიო ომის დროს კი მან აშკარად გამოავლინა თავისი სიმპატიები ნაციზმის მიმართ. 1945 ჰამსუნს ნორვეგიაში სამშობლოს ღალატი წაუყენეს ბრალდებად და დააპატიმრეს, შემდეგ კი ღრმა მოხუცებულობის გამო სასჯელი ფულადი ჯარიმით შეუცვალეს.

ბიბლიოგრაფია

რომანები

რესურსები ინტერნეტში

ბიბლიოგრაფიული

თხზულებები

სხვა

  • Wood, James, Addicted to Unpredictability, an essay. Retrieved 8 October 2006.
  • Chelsea on the Edge: The Adventures of an American Theater, Davi Napoleon. Includes discussion of Ice Age, a controversial production in which Hamson is the protagonist. Iowa State University Press. ISBN 0-8138-1713-7, 1991.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. The St. Petersburg Times - A complex legacy. Sptimes.ru (2009-11-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 2022-03-07.
  2. 2.0 2.1 ისააკ ბაშევის ზინგერი (1967). შიმშილის შესავალი
  3. The new encyclopædia Britannica: Volum 5
  4. Hal May, Contemporary Authors, Volum 119, Gale, 1986
  5. Woodard, Rob. (2008-09-10) The Nazi novelist you should read en. ციტირების თარიღი: 2021-04-29
  6. Hagen, Erik Bjerck (2020-02-26), "Knut Hamsun", Store norske leksikon, http://snl.no/Knut_Hamsun. წაკითხვის თარიღი: 2021-04-29
  7. - Dommen mot Hamsun holder ikke juridisk nb. ციტირების თარიღი: 2021-04-29
  8. Rottem, Øystein (2020-02-25), "Knut Hamsun", Norsk biografisk leksikon, http://nbl.snl.no/Knut_Hamsun. წაკითხვის თარიღი: 2021-04-29

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ნობელის პრემია 1920 თარგი:ავტორიტეტული წყაროები