ოსლო
დედაქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ოსლო Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
| |||||
ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size = }} | ||||
რეგიონი | აღმოსავლეთი ნორვეგია | ||||
[[ფიულკე (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|ფიულკე]] | ოსლო | ||||
შიდა დაყოფა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ქალაქის მერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
დაარსდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
პირველი ხსენება | [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] | ||||
ფართობი | 454 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მოსახლეობა | 693 491 კაცი (2020) | ||||
აგლომერაცია | 1 588 457 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საფოსტო ინდექსი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საავტომობილო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური საიტი | oslo.kommune.no | ||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ოსლო (ნორვ. Oslo) — ნორვეგიის დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე მსხვილი ქალაქი. მისი უწინდელი სახელია კრისტიანია (1624–1877 წლებში იწერებოდა როგორც Christiania, 1877–1924 წლებში — Kristiania).
გეოგრაფია
გაშენებულია ხმელეთში კარგად შეჭრილ ოსლო-ფიორდის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ბორცვიან ადგილას. ჰავა ზომიერია, ოკეანური. ზამთარ-ზაფხულ ძირითადად ერთნაირი ტემპერატურა დგას. საშუალო წლიური ტემპერატურაა +5,3 °C, ივლისის საშუალო ტემპერატურა +16,6 °C-ია, იანვარში კი -5,8 °C. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, წვიმის საშუალო წლიური რაოდენობაა 671 მმ. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ისტორია
ოსლოს დაარსდა 1054 წელს, როდესაც მეფე ჰარალდ III-მ ამავე სახელწოდების ხიდი ააშენა. XIII საუკუნიის დამლევიდან 1380 წლამდე ოსლო იყო ნორვეგიის ემფეთა სატახტო ქალაქი. 1624 წლის ხანძრის შემდეგ ქალაქი აშენდა ახალ ადგილზე. მეფე კრისტიან IV მოსახლეობა დღევანდელი ოსლოს ტერიტორიაზე გადაიყვანა დასასახლებლად. ახალ ადგილას სიმაგრე აკერსჰუსი ააგეს, რომელიც შემდგომში მცირერიცხოვანი გარნიზონის სადგომად იქნა გამოყენებული. მეფის პატივსაცემად მას კრისტიანია ეწოდა. აქვე ინახავდნენ ნორვეგიელთა საკორონაციო ნივთებს. დანიელთა ბატონობის პერიოდში კრისტიანია უმნიშვნელო ქალაქი იყო. კრისტიან II დანიელმა აქ სერიოზული მარცხი იგემა 1523 წელს. კარლ XII-მ 1716 წელს ამაოდ სცადა ციხესიმაგრე აკერსჰუსის ალყა და რაკი ვერაფერს გახდა, ქალაქი გადაწვა. თავის ზრდა-განვითარებასა და გადედაქალაქებას ოსლო ნორვეგიის შვედეთთან მიერთებას უნდა უმადლოდეს. ამ გაერთიანებამ ოსლოს ადგილმდებარეობა ოდნავ სამხრეთით, ანუ ევროპის გულისა და საზღვაო ნაპირისკენ გადასწია. 1814 წელს კრისტიანია ნორვეგიის დედაქალაქად გამოცხადდა. XIX სუაკუნეში გახდა ქვეყნის სამრეწველო და სავაჭრო ცენტრი. 1924 წელს ეწოდა ოსლო. 1940-1945 წლებში იყო ოკუპირებული მესამე რაიხის მიერ. იყო წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრი. ოსლოში 1952 წელს ჩატარდა ზამთრის ოლიმპიური თამაშები.
ქალაქის მმართველობა
ოსლოს გააჩნია მუნიციპალური საბჭო, რომელიც 4 წლის ვადით აირჩევა და 59 წევრისგან შედგება. საბჭო ირჩევს თავმჯდომარეს, რომელიც ამავდროულად არის ქალაქის მერი. ქალაქის უშუალო მმართველობას ახორციელებს ქალაქის მთავრობა, რომელიც 8 წევრისგან შედგება. 2019-2023 წლების მოწვევის მუნიციპალურ საბჭოში წამყვანი პარტიებია ნორვეგიის სოციალისტური, ლეიბორისტული და მწვანეთა პარტიები.
დემოგრაფია
2020 წლის მონაცემებით ქალაქში 693 491 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქ-თანამგზავრებთან ერთად ოსლო ქმნის აგლომ ერაციას, რომელის მოსახლეობა 1,5 მილიონს აღემატება. ქალაქის მოსახლეობა ბოლო წლებში რეკორდულად იზრდება, წლიურად 2%-ით (ბოლო 15 წელიწადში კი 17%-ით არის მომატებული) და სკანდინავიაში უსწრაფესად მზარდი ქალაქია უკვე. მოსახლეობის ზრდა როგორც შობადობის მკვეთრ მატებასთან, ასევე, ემიგრანტების რაოდენობის აწევასთან არის დაკავშირებული. ემიგრანტები კი ბოლო ხანებში პოლონეთიდან და ბალტიისპირეთიდან გადადიან ოსლოში.
უკანასკნელი მონაცემებით, ოსლოს მოსახლეობის 25% (140 000 ადამიანი) ემიგრანტებისგან შედგება. ემიგრანტთა უმეტესობა პაკისტანელია 20,036, შემდეგ მოსდევს სომალელთა დიასპორა 9,708, შვედები 7, 462 და შრი-ლანკელი თამილები 7,128. შედარებით მცირე ეთნიკური შემადგენლობაა წარმოდგენილი პოლონელების, ვიეტნამელების, თურქების, ერაყელების და დანიელების სახით. სტატისტიკის მიხედვით, ოსლოს მოსახლეობის 19 % დასავლურ სამყაროს არ ეკუთვნის. ქალაქში ცხოვრობენ პაკისტანელები (20,036) და შრი ლანკელი თამილები (7,128) ყველაზე მრავალრიცხვოვანი ეთნიკური უმცირესობაის სახით. მომდევნო ადგილებსს ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან, ვიეტნამიდან, ფილიპინებიდან, თურქეთიდან, სომალიდან, ერაყიდან და მაროკოდან ჩასულები იკავებენ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ოსლოს მოსახლეობა წლიურად, სტაბილურად, 2 %-ით იზრდება და სკანდინავიაში ყველაზე სწრაფმზარდი ქალაქის სახელითაც სარგებლობს. მოსახლეობის ზრდას ხელს ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან შობადობის მაღალი მაჩვენებელიც უწყობს. განსაკუთრებული სიმკვეთრე შეიმჩნევა პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების იმიგრანტთა მხრიდან, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც 2004 წელს ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრი ქვეყნები გახდნენ.
რაოდენობრივი სტატისტიკა
წელი | მოსახლეობა |
---|---|
1801 | 9,500 |
1825 | 15,400 |
1855 | 31,700 |
1875 | 76,900 |
1900 | 227,900 |
1925 | 255,700 |
1951 | 434,365 |
1960 | 471,511 |
1970 | 487,363 |
1980 | 454,872 |
1990 | 458,364 |
2000 | 507,467 |
2002 | 529,407 |
2006 | 538,411 |
2008 | 560,484 |
2013 | 623,966 |
ტრანსპორტი
საჰაერო
ოსლოს გარდერმოენის აეროპორტი სკანდინავიაში მეორე ადგილზე დგას და სწრაფად მზარდ აეროპორტთა სიაში შედის. გარდერმოენს ემსახურება ჩქაროსნული რკინიგზა (Flytoget). სანდერფიორდის აეროპორტი, ტორპში (ვესტფოლდის მხარეში, 110 კილომეტრში). მოსის აეროპორტი, რიგეში (ოსტფოლდის მხარეში, 60 კილომეტრში)
საზღვაო
ყოველდღიურად მუშაობს ბორანი, რომელიც მიცურავს კილის (გერმანია), კოპენჰაგენის (დანია) და ნოსედენის მიმართულებით. ასევე ყოველდღიურად გადაადგილდებიან ბორნები ოსლოს უბის აუზში შემავალი ქალაქების მიმართულებით.
სარკინიგზო
სადგური Oslo Sentralstasjon არის ოსლოს უმთავრესი რკინიგზის სადგური ოსლოში, საიდანაც მატარებლები გადიან: ტრონდჰეიმის, ბერგენის, სტოკჰოლმის (შვედეთი), გოთენბურგის (შვედეთი) და კოპენჰაგენის (დანია) მიმართულებით. 2004 წელს ნორვეგიული რკინიგზა ევროპაში პუნქტუალობით მესამე ადგილზე გავიდა, 2005 წლის პირველ ოთხ თვეში მატარებელთა გადაადგილების სიზუსტის მაჩვენებელი 92,9%-ს გაუტოლდა. ზამთრის განმავლობაში, დიდთოვლობისა და ნამქერის გამო ქვეყნის ცენტრალური მთიანეთის გადაკვეთაზე შესაძლოა სარკინიგზო დაკავშირება შეფერხებებით გახორციელდეს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი
ოსლოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანია Oslo Sporveier მართავს. კომპანია მოიცავს მეტროს, ავტობუსსა და ბორანს, რომელსაც თავის მხრივ სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია NSB ამუშავებს. მთელს ოსლოში ერთიანი საბილეთი სისტემა მუშაობს, რომელიც ბილეთის მფლობელს ერთი საათის განმავლობაში საშუალებას აძლევს ტრანსპორტით უფასოდ გადაადგილდეს. 2004 წლის მონაცემებით, ოსლოს ტრანსპორტით 160 მილიონი მგზავრი გადაადგილდა, რომლის 85 % Oslo Sporveier-ის კუთვნილი სატრასპორტო საშუალებით ისარგებლა, დარჩენილმა 15% კი კერძო ტრანსპორტით.
ქალაქში არის ტრამვაი Oslotrikken, რომელსაც ექვსი ხაზი აქვს. ხაზები ოსლოს ცენტრში იკვეთება, ცენტრის დატოვების შემდეგ კი გარეუბნებისკენ განიტოტება. მეტროს სისტემაც ექვს ხაზს მოიცავს, ოღონდ ქალაქის დასავლეთიდან, ცენტრის გავლით, აღმოსავლეთისაკენ მიემართება. ოსლოს მეტროს სახელია T-bane და მიწისქვეშ არის განლაგებული. ბოლო წლებში ოსლოს მეტროპოლიტენმა ინტენსიურად განაგრძო ზრდა, ასე მაგალითად, 2004 წლიდან მოკიდებული, ყოველწლიურად ქალაქის მეტრპოლიტენს სამი-ოთხი სადგური ემატება. უნდა ითქვას, რომ მეტროში ჟეტონის ჩასაგდენი ავტომატური აპარატები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა, ახლა ხმარებიდან არის გამოსული.
განათლება
უმაღლესი სასწავლებლები:
- ოსლოს უნივერსიტეტი (Universitetet i Oslo)
- ოსლოს საუნივერსიტეტი კოლეჯი (Høgskolen i Oslo)
- მენეჯმენტის ნორვეგიული სკოლა (Handelshøyskolen BI)
- საინფორმაციო ტექნოლოგიების ნორვეგიული სკოლა (Norges Informasjonsteknologiske Høyskole)
- ოსლოს არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა (Arkitektur- og designhøgskolen i Oslo)
- სპორტისა და ფიზიკური განვითარების ნორვეგიული უნივერსიტეტი (Norges idrettshøgskole)[13]
- ნორვეგიის მუსიკის აკადემია (Norges musikkhøgskole)
- ნორვეგიის თეოლოგიის სკოლა (Det teologiske Menighetsfakultet - MF)
- ოსლოს ხელოვნების ეროვნული აკადემია (Kunsthøgskolen i Oslo KHIO)[14]
- ნორვეგიის საბუნებისმეტყველო უნივერსიტეტი (Universitetet for Miljø og Biovitenskap-UMB) located right outside of Oslo[15]
- ნორვეგიის სამხედრო აკადემია (Krigsskolen)
- ნორვეგიის ვეტერინარიული სკოლა (Norges Veterinærhøgskole)[16]
- ოსლოს ნატიფი ხელოვნების აკადემია (Statens kunstakademi)[17]
არქიტექტურა
პიპერვიკის ყურის აღმოსავლეთ ნაპირზე ძველი ქალაქის ნანგრევებია. მის ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით გაშენებულია თანამედროვე ოსლოს ცენტრის რეგულარული კვარტლები. მთავარი ქუჩა კარლ-იუჰანს გატე მიემართება რკინიგზის ვაგზლიდან კლასიცისტური სამეფო სასახლისკენ (1824-1848; ჰ.დ.ფ. ლინსტოვი). ამ ქუჩაზე დგას კლასიცისტური სტილის უნივერსიტეტის შენობა, რომელიც აშენებულია 1838-1852 წლებში ჰ. გროშის მიერ. სააქტო დარბაზი აშენებულია 1910-1911 წლებში ჰ. სინდინგ-ლარსენის მიერ, მოხატულია ედუარდ მუნკის მიერ. მთავარ ქუჩასა და ნავსადგურს შორის დმებარეობს ქალაქის საქმიანი ნაწილი. სამრეწველო საწარმოები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილშია, საცხოვრებელი უბანი კი დასავლეთ ნაწლში.
ღირსშესანიშნაობებია:
- ბაროკოს სტილის ტაძარი, 1690-იანი წლები
- ეკლექტიკური სტილის ეროვნული თეატრი, 1891-1899, არქიტექტორი ჰ. ბული
- დიდი მოედნები, მათ შორის ეიდსვოლის მოედანი პოეტ ვერგელანის ქანდაკებით.
- ბოტანიკური ბაღი.
- ეკლესია ჰამლე-არექს-კირკე — უძველესი, ჯერ კიდევ 1150 წლის ძეგლებში ხსენებული საყდარი.
- სტორთინგის სხდომათა შენობა (Storthings-Bygning, ეიდსვოლის მოედანზე).
- თავისუფალ ქვისმთლელთა ლოჟა.
- ეპისკოპოსის რეზიდენცია.
- ქალაქის რატუშა.
- ვიგელანდის სკულპტურათა პარკი.
- ჰოლმენკოლენის ოლიპმიური ტრამპლინი.
- ვიკინგთა ხომალდების მუზეუმი
- მუზეუმები: მუნკის, კონ-ტიკი, ფრამი და სხვა.
- ოსლოს ოპერის თეატრი
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
|