სკოპიე
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სკოპიე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
| |||||
ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size = }} | ||||
შიდა დაყოფა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ქალაქის მერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
დაარსდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
პირველი ხსენება | [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] | ||||
ფართობი | 1854 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 240 მ | ||||
ოფიციალური ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მოსახლეობა | 850 000 კაცი (2008) | ||||
სიმჭიდროვე | 273,422 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საფოსტო ინდექსი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საავტომობილო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური საიტი | skopje.gov.mk | ||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სკოპიე (მაკედ. Скопје, ლათ. Scupi, ალბ. Shkupi, სერბ. Скопље) — ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის დედაქალაქი. ქვეყნის ადმინისტრაციული, პოლიტიკური, საგანმანათლებლო ცენტრი.
ქალაქის ტერიტორია ძვ. წ. IV ათასწლეულიდანაა დასახლებული. სკოპიეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნეოლითური დასახლებების ნაშთებია აღმოჩენილი. ქალაქის ტერიტორიაზე თავდაპირველად პეონური ქალაქი, სკუპი მდებარეობდა, რომელიც ძვ. წ. II საუკუნეში დარდანიის დედაქალაქი გახდა. ჩვ. წ. I საუკუნის დასაწყისში ქალაქი რომაელებმა დაიპყრეს და სამხედრო ბანაკად აქციეს. 395 წელს რომის იმპერიის ორად გაყოფის შემდეგ, სკუპი ბიზანტიელთა მმართველობის ქვეშ მოექცა. შუა საუკუნეების დასაწყისში ქალაქის ხელში ჩასაგდებად ერთამანეთს ექიშპებოდნენ ბიზანტია და ბულგარეთის იმპერია, რომლის დედაქალაქიც სკუპი 972-992 წლებში იყო.
1282 წლიდან ქალაქი სერბეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო 1346-1371 წლებში მისი დედაქალაქი იყო. 1392 წელს სკოპიე ოსმალებმა დაიპყრეს, მათი მმართველობის ქვეშ ქალაქი მომდევნო 500 წლის მანძილზე იმყოფებოდა. 1912 წელს, ბალკანეთის ომების პერიოდში სერბეთის სამეფომ სკოპიეს ანექსია მოახდინა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ქალაქი ბულგარეთის სამეფომ დაიკავა. ომის დასრულების შემდეგ, სკოპიე, როგორც ვარდარის ბანოვინის დედაქალაქი, ახლად შექმნილი იუგოსლავიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, სკოპიე კვლავ ბულგარეთმა დაიპყრო. 1944 წელს ქალაქი მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა.
სკოპიეში განვითარებულია მეტალურგიული, ქიმიური, ხე-ტყის, საფეიქრო, ტყავისა და ბეჭდვითი მრეწველობა, რასაც თან ახლავს ვაჭრობის, ლოგისტიკისა და საბანკო სექტორის განვითარება.
გეოგრაფია
ტოპოგრაფია
სკოპიე მაკედონიის ჩრდილოეთში, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ცენტრში მდებარეობს. მისი აშენების მიზანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ღერძის შექმნა იყო. ქალაქი მდინარე ვარდანის ხეობაშია გაშენებული, რომელიც საბერძნეთში, ეგეოსის ზღვაში ჩაედინება. მდინარის კალაპოტი 20 კილომეტრის სიგანისაა. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან სკოპიეს მთები ესაზღვრება, რომლებიც ქალაქის ურბანულ გაფართოებას ზღუდავენ.
სკოპიე ზღვის დონიდან 246 მეტრზე მდებარეობს. ქალაქის ფართობი 571.46 კმ², ხოლო მისი ურბანული არეალის 337 კმ²-ია, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე 10 000 მ²-ზე 65 ადამიანია.[1] 2002 წლის აღწერის მიხედვით, სკოპიეს მოსახლეობა 228,988 ადამიანს ითვლის, ხოლო ქალაქის ადმინისტრაციულ ფარგლებში ეს რიცხვი 506,926-ია.
სკოპიეს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან კოსოვო ესაზღვრება.
ჰიდროგრაფია
სკოპიეს წყლის მთავარი არტერია მდინარე ვარდარია, რომელიც ქალაქს კვეთს. მისი საშუალო წლიური ხარჯი 51 მ³/წმ-ია. წყლის საშუალო ტემპერატურა იანვარში 4.6 °C და ივლისში 18.1 °C-ია.[2]
სკოპიეს ფარგლებში მდინარე ვარდარს რამდენიმე შენაკადი აქვს. მათ შორის უდიდესია მდინარე ტრესკა, რომელზეც ქალაქის ორი ხელოვნური წყალსატევია შექმნილი. ტბა მატკა 1930-იან წლებში კაშხლის აგების შედეგად, ხოლო ტბა ტრესკა 1978 წელს რეკრეაციული მიზნით შეიქმნა. ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მცირე მოცულობის ბუნებრივი ტბებიცაა.
კლიმატი
სკოპიეში ნოტიო სუბტროპიკული და ცივი ნახევრად უდაბნოს ჰავაა.[3][4] საშუალო წლიური ტემპერატურა 13.5 °C-ია.[5] წელიწადში საშუალოდ 88 დღის მანძილზე ტემპერატურა 30 °C-ზე მაღალია, ხოლო აქედან 10 დღის მანძილზე – 35.0 °C-ზე მაღალი. ნალექი ოქტომბრიდან დეკამბრამდე და აპრილიდან ივნისამდე პერიოდებისთვისაა დამახასიათებელი.
ზაფხულში ტემპერატურა ძირითადად 31 °C-ს ზემოთაა. გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში ეს რიცხვი 15-დან 24 °C-მდე მერყეობს. ზამთარი ხანმოკლეა და შედარებითი ცივი და ნესტიანია. დღის განმავლობაში ტემპერატურა 5-დან 10 °C-მდეა, ხოლო ღამე 0 °C-ზე ქვემოთ ეცემა. ზამთრის პერიოდისთვის დამახასიათებელია ნალექი თოვლის სახით, თუმცა თოვლის საფარი ძირითადად თხელია და მალევე დნება.
ადმინისტრაციული დაყოფა
სკოპიე იყოფა 10 მუნიციპალიტეტად, რომლებიც სკოპიეს რეგიონის შემადგენლობაში შედიან. თვითმმართველობების უფლებები განსაზღვრულია კანონით სკოპიეს შესახებ.
ქალაქი ადმინისტრაციულად პირველად 1945 წელს დაიყო, თუმცა პირველი მუნიციპალიტეტები მხოლოდ 1976 წელს შეიქმნა. ესენი იყო: ცენტარი, ჩაირი, კარპოში, გაზი-ბაბა და კისელა-ვოდა. 1996 წელს ორი მუნიციპალიტეტი: გიორჩე-პეტროვი და შუტე-ორიზარი დაემატა, ხოლო 2004 წელს სკოპიეს ადმინისტრაციულ ერთეულთა რიგში სარაის, აეროდრომის და ბუტელის მუნიციპალიტეტები შევიდა.
№ | თემი (Општина) |
ფართობი (კმ²) |
მოსახლეობა (ად. 2002) |
---|---|---|---|
1 | ესკიზის შექმნის შეცდომა: ცენტარი (Центар) | 7,52 | 45 412 |
2 | ფაილი:Coat of arms of Gazi Baba Municipality.svg გაზი-ბაბა (Гази Баба) | 110,86 | 72 617 |
3 | ესკიზის შექმნის შეცდომა: აეროდრომი (Аеродром) | 21,85 | 72 009 |
4 | ფაილი:Coat of arms of Čair Municipality.svg ჩაირი (Чаир) | 3,52 | 64 773 |
5 | ესკიზის შექმნის შეცდომა: კისელა-ვოდა (Кисела Вода) | 34,24 | 57 236 |
6 | ფაილი:Coat of arms of Butel Municipality.svg ბუტელი (Бутел) | 54,79 | 36 154 |
7 | ფაილი:Coat of arms of Šuto Orizari Municipality.svg შუტო-ორიზარი (Шуто Оризари) | 7,48 | 22 017 |
8 | ფაილი:Coat of arms of Karpoš Municipality.svg კარპოში (Карпош) | 35,21 | 59 666 |
9 | ფაილი:Coat of arms of Ǵorče Petrov Municipality.svg გიორჩე-პეტროვი (Ѓорче Петров) | 66,93 | 41 634 |
10 | ფაილი:Coat of arms of Saraj Municipality.svg სარაი (Сарај) | 229,06 | 35 408 |
სულ | ფაილი:Coat of arms of Skopje.svg სკოპიე | 571,46 | 506 926 |
ისტორია
წარმოშობა
ციხესიმაგრეზე მდგარი კლდოვანი სარდაფი პირველი ადგილი იყო, სადაც ხალხი დასახლდა სკოპიეში. ამ ადგილზე ადამიანის დასახლების ყველაზე ადრეული ნაშთები ენეოლითის ხანიდან (ძვ. წ. IV ათასწლეული) გვხვდება.[6]
მიუხედავად იმისა, რომ ენეოლითის ხანის დასახლება მნიშვნელოვანი იყო, ბრინჯაოს ხანაში მან მნიშვნელობა დაკარგა. არქეოლოგიური კვლევების თანახმად, დასახლება ყოველთვის ეკუთვნოდა ერთსა და იმავე კულტურას, რომელიც თანდათანობით ვითარდებოდა ბალკანეთისა და დუნაის კულტურებთან, შემდეგ კი ეგეოსის ზღვის კუნძულებთან ურთიერთობის შედეგად. ადგილობრივები საბოლოოდ გაქრნენ რკინის ხანაში,[7] როდესაც სკუპი გაჩნდა.
სკოპიეს ხეობაში ყველაზე ადრეული ხალხი სავარაუდოდ ტრიბალები იყვნენ. მოგვიანებით ტერიტორია დასახლდა პაიონელებით. სკუპი თავდაპირველად პაიონური დასახლება იყო, თუმცა შემდეგ დარდანის ქალაქი გახდა.[8] დარდანელები, რომლებიც ცხოვრობდნენ დღევანდელ კოსოვოში, შეიჭრნენ რეგიონში, სკოპიეს მახლობლად, ძვ. წ. III საუკუნეში. სკუპი სკოპიედ გადაიქცა და ძვ. წ. II საუკუნეში დარდანის დედაქალაქი გახდა, რომელიც ნიშიდან ბილაზორამდე იყო გადაჭიმული.[9] დარდანელები დამოუკიდებელი გახდნენ მაკედონური რომის დაპყრობის შემდეგ. სავარაუდოა, რომ დარდანიამ დამოუკიდებლობა ძვ. წ. 28 წელს დაკარგა.[10]
ეკონომიკა
სკოპიე ევროპაში საშუალო დონის ქალაქად ითვლება. როგორც ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქსა და უდიდეს ქალაქში, სკოპიეში ეროვნული ეკონომიკის დიდი წილი იყრის თავს. სკოპიეს სტატისტიკური რეგიონში, რომელიც ქალაქსა და მის მიმდებარე მუნიციპალიტებს მოიცავს, ჩრდილოეთ მაკედონიის მშპ-ს 45,5% გამომუშავდება.[11] 2009 წელს რეგიონალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე 6,565 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.[12]
პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრალიზაციის გამო, ქალაქგარეთ მცხოვრებ მაკედონიელთა უმრავლესობა დედაქალაქში მუშაობს. ქალაქის დინამიკა სოფლების დაცარიელებას არა მარტო ჩრდილოეთ მაკედონიაში, არამედ ალბანეთსა და სერბეთშიც უწყობს ხელს.[13]
კულტურა
კულტურული დაწესებულებები
სკოპიეში მრავალი კულტურული დაწესებულებაა. მათ შორის აღსანიშნავია მაკედონიის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემია, წმინდა კლიმენტის სახელობის ეროვნული და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ეროვნული თეატრი, ეროვნული ფილარმონიული ორკესტრი და მაკედონიის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ადგილობრივ დაწესებულებებს შორისაა ძმები მილიანოვების ბიბლიოთეკა, სადაც მილიონზე მეტი დოკუმენტი ინახება, კოჩო რაცინის კულტურის სახლი, რომელიც თანამედროვე ხელოვნებას ეძღვნება[14] და კულტურული ინფორმაციის ცენტრი, რომელიც ფესტივალებს, გამოფენებსა და კონცერტებს ატარებს.
სკოპიეში რამდენი უცხოური კულტურის ცენტრია, მათ შორისაა გოეთეს ინსტიტუტი[15] და ფრანგული ალიანსი.[16]
მუზეუმები
სკოპიეს უდიდესი მუზეუმი მაკედონიის მუზეუმია, რომელიც მნახველებს ქვეყნის ისტორიის გაცნობას და ექსპონატთა მდიდრული კოლექციების დათვალიერებას სთავაზობს.[17]
მაკედონიის არქეოლოგიურ მუზეუმში, რომელიც 2014 წელს გაიხსნა, ჩრდილოეთი მაკედონიის ყველაზე გამორჩეული არქეოლოგიური ძეგლებია წარმოდგენილი, რომლებიც პრეისტორიული ხანით თარიღდება.
მაკედონიის ეროვნული გალერეა მნახველებს XIV-დან XX საუკუნემდე შესრულებული ნამუშევრების დათვალიერებას სთავაზობს, რომლებიც ძველი ბაზარის უბანში, ყოფილ თურქულ აბანოებშია გამოფენილი.
სკოპიეს მუზეუმი ქალაქის ძველი რკინიგზის სადგურის ნანგრევებზეა აშენებული, რომელიც 1963 წლის მიწისძვრამ დაანგრია. მუზეუმში ოთხი განყოფილებაა: არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ისტორიის და ხელოვნების ისტორიის.[18]
2009 წელს ქალაქში დედა ტერეზას მონათვლის ადგილას მისი მემორიალური სახლი აშენდა.[19]
მაკედონიის ბრძოლის მუზეუმი, რომელიც 2011 წელს გაიხსნა, ქვეყნის თანამედროვე ისტორიას, მაკედონიელთა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ეძღვნება. მუზეუმთან ახლოს ჰოლოკოსტის მემორიალური ცენტრია.
არქიტექტურა
მიუხედავად იმისა, რომ სკოპიე არსებობის მანძილზე მრავალჯერ დაინგრა, ქალაქში ისტორიული მნიშვნელობის ღირშესანიშნაობანი მაინც შემორჩა. სკოპიე ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოსმალური ურბანული კომპლექსი იყო. ქალაქში დღესაცაა ოსმალური ნაგებობები, რომლებიც დღემდე დანიშნულებისამერ ფუნქციონირებს. XX საუკუნეში ქალაქი მოდერნისტული ექსპერიმენტების სივრცე იყო, თუმცა 1963 წელს მომხარდმა მიწისძვრამ მრავალი ახლადაშენებული ნაგებობა შეიწირა. XXI საუკუნეში მასობრივი სამშენებლო კამპანიები განახლდა. სკოპიე კულტურულად მრავალფეროვანი ქალაქია, სადაც ძველი, ახალი, პროგრესული, რეაქციული, აღმოსავლური და დასავლური პერსპექტივები თანაარსებობს.[20]
ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში პრეისტორიული ხანის არქიტექტურის ნაშთებია შემორჩენილი, სადაც ნეოლითური დასახლება 1961 წელს აღმოაჩინეს და რეკონსტრუქციის შედეგად აღადგინეს.[21]
სკოპიეს აკვედუკი, რომელიც სავარაუდოდ თურქების ან ბიზანტიელების მიერაა აშენებული, 50 თაღისგან შედგება.[22] მისი აშენების თარიღი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ XVI საუკუნეში ნაგებობა უკვე მოქმედებდა.[23]
სკოპიეს ციხე-სიმაგრე, სანამ 1963 წლის მიწისძვრის შედეგად დაინგრეოდა, ხელახლა რამდენჯერმე აშენდა. მიწისძვრის შემდეგ ციხე-სიმაგრე აღადგინეს და შუა საუკუნეების დროინდელი იერსახე დაუბრუნეს. შუა საუკუნეების დროინდელ ნაგებობებს შორის აღსანიშნავია წმინდა პანტელეიმონის ტაძარი, რომელიც XII საუკუნით თარიღდება. ტაძრის ფრესკები რენესანსული ხელოვნების პრინციპების მიხედვითაა შექმნილი.
ქალაქში ოსმალური არქიტექტურის ნიმუშები ძველი ბაზარის უბანში გვხვდება. სკოპიეში მეჩეთები უბრალო დიზაინით გამოირჩევა, ისინი ძირითადად კვადრატული გეგმისაა, ერთი გუმბათითა და მინარეთით. აღსანიშნავია მუსტაფა ფაშას მეჩეთი, რომელიც XV საუკუნით თარიღდება. ორიგინალური იერსახით გამოირჩევა სულთან მურადის მეჩეთი, რომელიც უგუმბათოა და პირამიდული სახურავი აქვს, ხოლო იზა ბეის მართკუთხა გეგმის მეჩეთი ორგუმბათიანია და ორი ფრთა აქვს.
ქალაქის ცენტრში მდებარე უძველესი ტაძრებია ამაღლების და წმინდა დიმიტრის ტაძრები, რომლებიც XVIII საუკუნეში, 1689 წლის დიდი ხანძრის შემდეგ აშენდა და XIX საუკუნეში განაახლეს. ამაღლების ტაძარი მცირე ზომისაა და სანახევროდ მიწაშია ჩაფლული, რათა გვერდით მდგარი მეჩეთები არ გადაფაროს.[24] XIX საუკუნეში ქალაქში ახალი ტაძრებიც აშენდა. მათ შორისაა ანრეი დემიანევის მიერ დაპროექტებული ღვთისმშობლის შობის ტაძარი, რომელიც სამნავიანი ბაზილიკაა.[25]
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b2/Arch%C3%A4ologisches_Museum_von_Mazedonien_%28Skopje%29.jpg/300px-Arch%C3%A4ologisches_Museum_von_Mazedonien_%28Skopje%29.jpg)
1912 წლის შემდეგ, როდესაც სერბეთმა სკოპიეს ანექსია მოახდინა, ქალაქმა მკვეთრი ვესტერნიზაცია განიცადა. შეძლებული სერბები სკოპიეში მდიდრულ სასახლეებს იშენებდნენ. მათ შორის გამოირჩევა 1926 წელს აგებული რისტიკის სასახლე. ქალაქის იმდროინდელი არქიტექტურა ცენტრალური ევროპის არქიტექტურის მსგავსია, თუმცა ზოგიერთი ნაგებობა მეტი ორიგინალურობით გამოირჩევა. მათ შორისაა ნეომავრიტანულ სტილში აგებული არაბული საცხოვრებელი სახლი და ნეობიზანტიური რკინიგზის სადგური. ორივე ნაგებობა 1938 წელს აშენდა.[20] მოდერნისტული არქიტექტურის პირველი ნიმუში ქალაქში პირველად 1933 წელს გამოჩნდა. ესაა ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმი, დღევანდელი ქალაქის გალერეა, რომელიც მილან ზლოკოვიჩმა დააპროექტა.[20] 1963 წლის მიწისძვრის შემდეგ სკოპიეში მოდერნისტული არქიტექტურა მხოლოდ ნაწილობრივ განვითარდა. ქალაქის ცენტრის რეკონსტრუქციის გეგმაში მონაწილეობა მიიღო იაპონელმა არქიტექტორმა, კენზო ტანგემ, რომელმაც ახალი რკინიგზის სადგური დააპროექტა.[20] რეკონსტრუქციაში მონაწილეობა მაკედონიელმა არქიტექტორებმაც მიიღეს: გეორგი კონსტანტინოვსკიმ დააპროექტა ქალაქის არქივის შენობა 1968 წელს და გოცე დელცევის რეზიდენცია 1975 წელს, ჯანკო კონსტანტიკოვმა ტელეკომუნიკაციის ცენტრი და მთავარი საფოსტო ოფისი 1974-1989 წლებში, ხოლო სლავკო ბრეზოვსკიმ – წმინდა კლიმენტის ტაძარი.[26]
რეკონსტრუქციის შედეგად სკოპიე მოდერნისტული ქალაქი გახდა, მაღალი კორპუსებით, ბეტონის შენობებით და გაშლილი მწვანე სივრცეებით. ქალაქის ცენტრის მოწყობა არ იგეგმებოდა, თუმცა 2010 წელს ადგილობრივმა ავტორიტეტებმა პროექტი „სკოპიე 2014“ წამოიწყეს,[27][28] რომლის ფარგლებშიც ქალაქის ცენტრში ქანდაკებები, შადრევნები, ხიდები და მუზეუმები აშენდა, რაც 500 მილიონი ევრო დაჯდა.[29]
პროექტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კრიტიკოსებმა ახალ ნაგებობებს რეაქციული ისტორიული ესთეტიკის ნიშნები უწოდეს.[30] მთავრობამ პროექტი ქანდაკებებისა და მემორიალების სახით ეროვნული უმცირესობების წარმოდგენის ნაკლებობის და დახარჯული თანხის დიდი ოდენობის გამო გააკრიტიკა.[30]
სკოპიეს არქიტექტურა მაგალითია იმისა, თუ როგორაა ეროვნული იდენტობა კონსტრუირებული და როგორ აისახება ეს ურბანულ გარემოზე.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
-
ფრესკა წმინდა პანტელეიმონის ტაძარში
-
მუსტაფა ფაშას მეჩეთი
-
თურქული აბანო
-
საათის კოშკი
-
არაბული საცხოვრებელი სახლი
-
ტრიუმფალური თაღი „მაკედონია“
ფესტივალები
სკოპიეს ჯაზის ფესტივალი 1981 წლიდან ყოველწლიურად ოქტომბრის თვეში ტარდება. მსმენელს ფესტივალზე ეძლევა საშუალება ჯაზის სხვადასხვა მიმართულების სინთეზს მოუსმინოს, რომელთა შორისაა ეისიდ-ჯაზი, ლათინური ჯაზი და ავანგარდული ჯაზი. ფესტივალზე გამოსულს ცნობილ შემსრულებლები არიან რეი ჩარლზი, Gotan Project და იუსუ ნ’დური. ასევე ქალაქში ყოველი წლის ივლისის დასაწყისში ბლუზის ფესტივალი ტარდება.[31]
სკოპიეს ზაფხულის ფესტივალი, რომელშიც ყოველწლიურად 2000-ზე მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას, საერთაშორი ფესტივალების და ღონისძიებების ასოციაციის წევრია. ფესტივალის ფარგლებში მუსიკალური კონცენტები, საოპერო, საბალეტო და თეატრალური დადგმები, ხელოვნების და ფოტოგრაფიის გამოფენები, ფილმების ჩვენებები და მულტიმედიური პროექტები ტარდება. ფესტივალის გამორჩეულ მონაწილეთა შორის არიან სანქტ-პეტერბურგის თეატრი, დიდი თეატრის კამერული ორკესტრი, ჩრდილების თეატრი, ირინა არხიპოვა და ვიქტორ ტრეტიაკოვი.
მაისის საოპერო საღამოები სკოპიეს ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც 1972 წლიდან ტარდება და ფართო საზოგადოებაში ოპერის პოპულარიზაციას ეძღვნება. წლების მანძილზე ფესტივალში მონაწილეობა 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულმა შემსრულებლებმა მიიღეს.
დედაქალაქში ყოველწლიურად სექტემბრის ბოლოს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ტარდება, რომელიც პირველად 1976 წელს სკოპიეს ახალგაზრდული კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.[32]
სკოპიეს კინოფესტივალი ყოველწლიურად მარტის თვეში ტარდება. ფესტივალის ფარგლებში ხუთი დღის მანძილზე მაკედონიის და ევროპის სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული ფილმების ჩვენება მიმდინარეობს. მაყურებელს ასევე აქვს საშუალება გაეცნოს არაკომერციულ კინოსურათებს მთელი მსოფლიოდან.
საერთაშორისო ურთიერთობები
დაძმობილებული ქალაქები
სკოპიე დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:[33]
- ბრედფორდი, გაერთიანებული სამეფო (1961)
- დიჟონი, საფრანგეთი (1961)
- დრეზდენი, გერმანია (1967)
- რუბე, საფრანგეთი (1973)
- ვარემი, ბელგია (1974)
- ნიურნბერგი, გერმანია (1982)
- სუეცი, ეგვიპტე (1985)
- პიტსბურგი, აშშ (2002)
- სტამბოლი, თურქეთი (2003)
- ლუბლიანა, სლოვენია (2007)
- პოდგორიცა, მონტენეგრო (2007)
- სარაგოსა, ესპანეთი (2008)
- ზაგრები, ხორვატია (2011)
- ტირანა, ალბანეთი (2016)
- სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა (2017)
პარტნიორი ქალაქები
სკოპიე თანამშრომლობს შემდეგ ქალაქებთან:
ლიტერატურა
- The Republic of Macedonia: A newcomer to the European mainstream, eds. Christophe Chiclet and Bernard Lory, Confluence of the Cahiers, ed. Harmattan, 1998.
- An unknown country: Macedonia, Georges Castellan, ed. Arméline, 2003.
რესურსები ინტერნეტში
- Discover Skopje Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- City of Skopje Official Portal
- Skopje at night Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ The Study on Wastewater Management in Skopje in the Republic of Macedonia. Tokyo Engineering Consultants (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 November 2012. ციტირების თარიღი: 19 October 2012.
- ↑ Combined Cycle Co-Generation Power Plant Project, Skopje, Environmental Assessment Report. TE-TO AD SKOPJE (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 August 2009. ციტირების თარიღი: 6 October 2012.
- ↑ Baba, A.; Tayfur, G.; Gündüz, O.; Howard, K.W.F.; Friedel, M.J.; Chambel, A: "Climate Change and its Effects on Water Resources: Issues of National and Global Security". NATO Science for Peace and Security Series C: Environmental Security. Springer. 2011, XVI, 318p. ISBN 978-9400711457Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ Klement Bergant: "Climate Change Scenario for Macedonia: Summary Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted". University of Nova Gorca, Centre for Atmospheric Research. September 2006.
- ↑ Град Скопје. Official web-site of Skopje. Skopje.gov.mk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 23 August 2010.
- ↑ Prehistoric Kale. Archaeological exavations Skopsko Kale (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2012. ციტირების თარიღი: 6 October 2012.
- ↑ Kale in the antiquity. Archaeological exavations Skopsko Kale (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 February 2012. ციტირების თარიღი: 6 October 2012.
- ↑ (September 2009) World and Its Peoples: Europe. Marshall Cavendish Corporation, გვ. 1682. ISBN 9780761478836Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ Macedonia yesterday and today, Giorgio Nurigiani, Publisher: Teleurope, 1967 p. 77.
- ↑ Vladimir P. Petrović, Pre-Roman and Roman Dardania Historical and Geographical Considerations, Balcanica XXXVII, p 10. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Gross domestic product and gross fixed capital formation, by regions, 2009. State Statistical Office of the Republic of Macedonia. ციტირების თარიღი: 19 March 2012.
- ↑ Gross domestic product and gross fixed capital formation, by regions. State Statistical Office of the Republic of Macedonia (2009). ციტირების თარიღი: 14 October 2012.
- ↑ William Bartlett, Hristina Cipusheva, Marjan Nikolov and Miroljub Shukarov. (2010)The Quality of Life and Regional Development in FYR Macedonia. Hrčak, Portal znanstvenih časopisa Republike Hrvatske. ციტირების თარიღი: 19 March 2012.
- ↑ Културни институции. City of Skopje (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ოქტომბერი 2007. ციტირების თარიღი: 22 November 2012.
- ↑ Goethe Institut Skopje. Goethe Institut (2011). ციტირების თარიღი: 8 March 2011.
- ↑ États généraux d'Europe. Alliance française (2010). ციტირების თარიღი: 8 March 2011.[მკვდარი ბმული]
- ↑ Introduction. Museum of Macedonia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-29. ციტირების თარიღი: 8 March 2011.
- ↑ Skopje City Museum. Travel 2 Macedonia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 იანვარი 2011. ციტირების თარიღი: 8 March 2011.
- ↑ Introduction. Memorial House of Mother Teresa (2011). ციტირების თარიღი: 8 March 2011.[მკვდარი ბმული]
- ↑ 20.0 20.1 20.2 20.3 eahn Newsletter, number 4/10. European Architectural History Network (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 December 2014.
- ↑ Neolithic Settlement Tumba Madzhari in Skopje. Tumba Madžari. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 July 2013. ციტირების თარიღი: 22 November 2012.
- ↑ Thérese Steenberghen. (2011)Strategic Plan for the Preservation and Rehabilitation of the Skopje Aqueduct and Environment. Skopje Aqueduct. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 22 November 2012.
- ↑ (1897) Le voyage du Levant. Slatkine, გვ. 33–34. ISBN 9782051001632Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ Црква Св. Спас. Old Skopje (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 23 November 2012.
- ↑ Renaissance Architect Andreja Damjanov- New Ray of Light on a Valuable Work. Utrinski Vesnik (2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 December 2013. ციტირების თარიღი: 2 November 2012.
- ↑ Macedonian Cities – Skopje Churches.
- ↑ PM Gruevski: Yes, Skopje 2014 was my Idea Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, Macedonian International News Agency, Saturday, 7 January 2012
- ↑ Skopje 2014: The new face of Macedonia, BalkanInsight
- ↑ Macedonian Arch May Be Wedding Scene, BalkanInsight
- ↑ 30.0 30.1 Balkan Insight. (24 June 2010) Critics Lash 'Dated' Aesthetics of Skopje 2014. balkaninsight.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 July 2011. ციტირების თარიღი: 29 January 2010.
- ↑ Barikada – World of Music – Svastara – 2007. Barikada – World of Music. Barikada.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 December 2008. ციტირების თარიღი: 26 January 2010.
- ↑ 41. MOT – international theatre festival.
- ↑ Skopje Sister cities. Skopje. ციტირების თარიღი: 2019-12-23.
- ↑ Sister Cities of Ankara. Ankara. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-28. ციტირების თარიღი: 2019-12-23.
- ↑ Belgrade has five twin cities in the world. Belgrade (2018-06-18). ციტირების თარიღი: 2020-01-06.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
|
|