შხარის მყინვარი
შხარის მყინვარი
| |
---|---|
შხარის მყინვარი შხარის მყინვარი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | საქართველოს დროშა საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ფართობი | 3,55 კმ² |
სიგრძე | 5,19 კმ |
ტიპი | ხეობური |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შხარის მყინვარი — სამხრეთული ექსპოზიციის ხეობის რთული ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში. შხარის მყინვარის სათავეში სამი ყინულვარდნილია. საზრდოობს მწვერვალ შხარის სამხრეთ კალთებიდან ჩამონადენი მყინვარების ნაკადებითა და თოვლის ზვავებით. შხარის მყინვარი შედგება სამი ნაკადისაგან, რომლებიც ზღვის დონიდან 2900 მეტრზე ერთდება. აქედან კი მყინვარის ენას სამხრეთ-დასავლეთური მიმართულება აქვს.
მყინვარის ენა საკმაოდ დანაპრალებულია, განსაკუთრებით მისი მარჯვენა მონაკვეთი. შუა ნაწილიდან მყინვარის ზედაპირი იფარება ფხვიერი მასალით. მისი ზედაპირი მდიდარია აბლაციური ფორმებით (მაგიდები, ჭიანჭველას გროვები და სხვა). მყინვარის სიგრძე (ცენტრალური ნაკადიდან) 5,19 კმ, ხოლო ფართობი 3,55 კმ²-ია. მყინვარის ენა ზღვის დონიდან 2540 მეტრზე მთავრდება. რადგან მყინვარის ზედაპირი დაფარულია საკმაოდ სქელი ნაშალი მასალით, ამიტომ ყინულის დნობა ძალზე სუსტია. მისასვლელი გზა ადის სოფელ ჟიბიანიდან.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ტიელიძე, ლევან, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014;
- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 65.
|