ჭალაათის მყინვარი
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ჭალაათის მყინვარი
| |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: ჭალაათის მყინვარი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | საქართველოს დროშა საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ფართობი | 8,59 კმ² |
სიგრძე | 9,35 კმ |
ტიპი | ხეობური |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
თარგი:Nobr |
ჭალაათის მყინვარი — ხეობის რთული ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მულხრის მარჯვენა შენაკადის — მესტიაჭალის სათავეში. შედგება ორი ნაკადისაგან და იკვებება ზღვის დონიდან 4000 მეტრზე მაღალი მწვერვალების: უშბის, ჩათინის, კავკასის და ბჟედუხის ფერდობებიდან. ძირითადია მარცხენა ნაკადი, მის ზედაპირზე სამი ყინულჩანჩქერია განვითარებული, რაც მყინვარქვეშა რელიეფში რიგელების არსებობაზე მიუთითებს. ყველაზე მძლავრი ზედა ყინულჩანჩქერის სიმაღლე 300 მეტრია, სიგანე 700 მეტრი. ქვედა ორი ყინულჩანჩქერი შედარებით მცირეა. ყინულვარდნილების მიდამოებში მყინვარის ენა სხვადასხვა მიმართულების ნაპრალებით არის დასერილი (სერაკები). იგი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე არსებული მყინვარებიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ზღვის დონიდან 1960 მ ჩამოდის და ტყის ზონაში იჭრება. მყინვარის ფართობი 8,59 კმ²-ია, მარცხენა მთავარი ნაკადის სიგრძე 9,35 კმ, ხოლო მარჯვენა ნაკადის სიგრძე 7,30 კმ-ია. მყინვარიდან გამოდის მდინარე მესტიაჭალის შენაკადი ჭალაათი. მისასვლელი გზა დაბა მესტიიდან.
ლიტერატურა
- ტიელიძე, ლევან, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014;
- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 380.
|