შინაარსზე გადასვლა

აბანოს მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

აბანოს მყინვარი
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ქედი მყინვარწვერის მასივი
ფართობი 1,6 კმ²
სიგრძე 4,2 კმ
სიგანე 0,61 კმ
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

აბანოს მყინვარი[1], აბანო[2]მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მყინვარწვერის მასივის აღმოსავლეთ კალთაზე, დევდარაკის მყინვარის სამხრეთით. მიემართება სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე 4,2 კმ, ფართობი 1,6 კმ², უდიდესი სიგანე 610 მ. ასაზრდოებს მდინარე თერგის მარცხენა შენაკადს — ჩხერს. 1909–1910 წლებში ერთ-ერთი მთის ჩამოქცევის შედეგად მყინვარის ზედაპირზე წარმოიქმნა ოთხი კატასტროფული გლაციალური ღვარცოფი, რომელიც გაუყვა მდინარე ჩხერს და დაანგრია ჩხერის ხიდი, ხოლო საქართველოს სამხედრო გზის სიახლოვეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ზიანი მიაყენა.[3]

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted