შინაარსზე გადასვლა

ტვიბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

ტვიბერი
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა ესკიზის შექმნის შეცდომა:  საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ქედი სვანეთის კავკასიონი
ფართობი 24,7 კმ²
სიგრძე 9,5 კმ
მდგომარეობა პულსაციური
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ტვიბერიმყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის — მულხრას აუზში. სიგრძე 9,5 კმ, ფართობი 24,7 კმ². მყინვარის ენის სიმაღლეა ზღვის დონიდან 2150 მ. ტვიბერი ხეობის ტიპის პოლისინთეზური მყინვარია. აქვს მრავალი შენაკადი: ლასხედარი, ირითი, ასმაში, თოთი, სერი და სხვა. მთავარ ტოტს სათავეში ეწოდება ლიჭადი, შუაში — ძინალი, ქვემოთ — ტვიბერი. ზედაპირის უმეტესი ნაწილი დაფარულია მორენული მასალით. საზრდოობს მწვერვალების კულაკთაუს, ბაშილის, თოთის, სვეტღარის, ასმაშისა და ბანგურიანის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით და თოვლის ზვავებით. მყინვარიდან გამოდის მდინარე ტვიბერი (მულხრის მარჯვენა შენაკადი).

მყინვარი ასიოდე წლის წინ რამდენიმე მყინვარული ნაკადისგან შედგებოდა და უდიდესი იყო კავკასიაში. მყინვარის ენა ინტენსიურად იხევს უკან, რასაც ხეობის რთული ტიპის მყინვარის დაშლა მოჰყვა.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ტვიბერი&oldid=96819“-დან