ჩრდილოეთი წანერი
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ჩრდილოეთი წანერი
| |
---|---|
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | საქართველოს დროშა საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ფართობი | 11,53 კმ² |
ტიპი | ხეობური |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჩრდილოეთი წანერი — მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. საქართველოში სიდიდით მესამე მყინვარია, მისი ფართობია 11,53 კმ². იგი ხეობის ტიპის მყინვარია და სამხრეთ-დასავლეთური ექსპოზიცია აქვს. მყინვარის ენის ბოლო ნაწილი რიგელზეა გადმოკიდებული და ზღვის დონიდან 3020 მ სიმაღლეზე მთავრდება. 1986 წელს გადაღებულ კოსმოსურ სურათზე ჩანს, რომ ჩრდილოეთ წანერს აქვს მცირე კონტაქტი მყინვარ სამხრეთ წანერთან.
2000 წელს გადაღებულ კოსმოსურ სურათზე კი მათი კონტაქტი გაწყვეტილია და ჩრდილოეთის ნაკადი საკმაო მანძილითაა დაცილებული სამხრეთისას. სავარაუდოდ მათი გაყოფა 1986-1990 წლებში უნდა მომხდარიყო. მათი ფირნები ერთმანეთისაგან გამოყოფილია კავკასიონის ქედიდან გამოსული განშტოებით. მყინვარული ენები ერთმანეთს უერთდებოდნენ ზღვის დონიდან 2750 მ სიმაღლეზე და წარმოიქმნებოდა დასავლეთური ექსპოზიციის ერთიანი ენა, რომელიც მთავრდებოდა 2380 მ სიმაღლეზე. მყინვარის სიგრძე 13,36 კმ იყო, ხოლო ფართობი კი 28,28 კმ².
ლიტერატურა
- ტიელიძე, ლევან, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014.
|