შინაარსზე გადასვლა

Is There Anybody Out There? The Wall Live 1980–81

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Is There Anybody Out There? The Wall Live 1980–81
ფაილი:Itaotfloyd2.jpg
live —
გამოცემის თარიღი 23 მარტი, 2000 წელი
ჩაიწერა 4–9 აგვისტო 1980 და 13–17 ივნისი 1981, ერლს კორტის საგამოფენო ცენტრი, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა Script error: No such module "hms".
ლეიბლი ბრიტანეთი: EMI
აშშ: Columbia
პროდიუსერი ჯეიმზ გათრი
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია
1967: The First Three Singles
(1997)
Is There Anybody Out There? The Wall Live 1980–81
(Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)
Echoes: The Best of Pink Floyd
(2001) თარგი:!)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ალბომის რეიტინგები

Is There Anybody Out There? The Wall Live 1980–81 — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 2000 წლის ალბომი, ცოცხლად ჩაწერილი 1980–1981 წლებში, ლონდონის საგამოფენო ცენტრ ერლს კორტში.

კონცერტებზე გამოიყენებოდა გიგანტური კედელი, რომელიც შენდებოდა საკონცერტო პროგრამის პირველი ნახევრის განმავლობაში. თითქმის მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში ჯგუფი არ ჩანდა კედლის მიღმა.

ისტორია

Is There Anybody Out There? შეიცავს საკონცერტო ჩანაწერებს კედლის ტურნედან, დამატებითი სიმღერებით What Shall We Do Now? და The Last Few Bricks. What Shall We Do Now? თავდაპირველად უნდა შეეტანათ ორიგინალურ ალბომში, თუმცა იგი ამოიღეს დისკის გამოსვლამდე და საბოლოოდ, სიმღერა მოხვდა საკონცერტო ვერსიაში. იგი ასევე არის The Last Few Bricks არის ინსტრუმენტული რეპრიზა, რომელიც შეიცავს ალბომის პირველი დისკის რამდენიმე სიმღერის ელემენტს. იგი სრულდებოდა სიმღერამდე Goodbye Cruel World, სხვადასხვა ინტერპრეტაციით, რათა ტექნიკურ პერსონალს საშუალება ჰქონოდა, მოესწრო კედლის აშენება სცენაზე. ალბომზე ასევე ჩაწერილია კომენტატორის, გერი იადმენის გამოსვლა, რომელიც პინკ ფლოიდის 1980-1981 წლების კონცერტებზე კომენტარებს უკეთებდა შოუს, სულ დასაწყისში.

ალბომის გამოსვლას ზოგი ადამიანი კრიტიკით შეხვდა, დაასახელა რა მიზეზად ის, რომ ორიგინალური ალბომი მეტად სტრუქტურულია და მისი ცალკე საკონცერტო ალბომად გამოცემა არ არის კარგი იდეა. სხვები ამტკიცებდნენ, რომ მასში შესანიშნავად არის გადმოცემული ჯგუფის პოტენციალი საკონცერტო შესრულებების დროს.

რამდენიმე სიმღერა დისკზე განსხვავდება ორიგინალისგან ხანგრძლივობითა და დამატებული სოლოებით სხვადასხვა ინსტრუმენტზე. კონცერტის შესავალში ჟღერს ვერა ლინის სიმღერა „We'll Meet Again“, რომელიც ყველა შოუზე ჟღერდა. ამ სიმღერას ეფუძნება „Vera“.

„MC: Atmos“ წარმოადგენს წამყვანის გამოსვლას, რომელიც მაყურებელს აფრთხილებს დარბაზში უსაფრთხოების გარკვეული წესებისა და გადამღები ტექნიკის გამოყენების შესახებ. წამყვანები იცვლებოდა სხვადასხვა ქალაქის მიხედვით. წამყვანის გამოსვლა მეორდება კონცერტის მეორე ნახევარში, „In the Flesh“-ის შესრულების წინ.

2012 წელს Is There Anybody Out There? The Wall Live 1980–81 გამოიცა ალბომის The Wall „Immersion“ ბოქს-სეტის შემადგენლობაში, მცირე რემასტერინგით.

ალბომმა #19 ადგილი დაიკავა ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის სიაში და პლატინის სტატუსი მოიპოვა შტატებში. იგი ასევე ჯფუფის პირველი და უკანასკნელი გამოცემა, რომელიც არ გამოვიდა გრამფირფიტაზე, თუმცა მისი სარეკლამო ვერსიები, სულ რამდენიმე სიმღერით, მაინც გამოიცა ვინილის ფირფიტის სახით.

გარეკანი

გარეკანზე გამოსახულია ჯგუფის წევრების ნიღბები, რომლებსაც სცენაზე ატარებდა მათი შემცვლელი, სუროგატული ჯგუფი, კომპოზიციის „In the Flesh?“ შესრულებისას.

როგორც წესი, ალბომი ორი სახით ვრცელდებოდა - სტანდარტული CD-ის შეფუთვით და სპეციალური სახით - გრძელი ყუთით და სპეციალური წიგნით, რომელშიც შეტანილია ჯგუფის წევრების მოგონებები და ანოტაციები სხვა მონაწილე პერსონალისგან.

ყველა შემთხვევაში გამოცემის მთავარ სურათს წარმოადგენდა ჯგუფის წევრების სახეების ასლები, ნიღბების სახით, რომლებსაც კონცერტებზე, „In The Flesh?“-ის და „In The Flesh“-ის შესრულებისას ატარებდა „სუროგატული ჯგუფი“, შემდგარი დამხმარე მუსიკოსებისგან. ზევიდან ქვევით (ან მარცხნიდან - მარჯვნივ) წარმოდგენილები არიან როჯერ უოტერსი, დევიდ გილმორი, ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი.

თარიღები

  • კონცერტებზე, სიმღერის Run Like Hell შესრულებამდე როჯერ უოტერსი კომენტარებს აკეთებდა გასაბერ ღორზე, რომელიც დაფრინავდა დარბაზში. ყველა კონცერტზე ეს კომენტარები განსხვავდებოდა, ამის მიხედვით კი, სპეციალურად შედგენილი საიდენტიფიკაციო სიის დახმარებით, დადგინდა, რომ ალბომზე გამოყენებულია 1981 წლის 15 და 17 ივნისის ჩანაწერები.
  • კომენტატორი რამდენიმე კონცერტზე ხუმრობით აცხადებდა, რომ ყველას, ვინც დადგება სკამებზე, უმალ ესვრიან.
  • კონცერტზე კლავიშებიანი საკრავები უფრო ხმაურიანად ჟღერდა, თუმცა ალბომზე გიტარის ხმა უფრო მეტად აწეულია.

სიმღერების სია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

პერსონალი

პინკ ფლოიდი
სხვა მუსიკოსები
  • ენდი ბაუნი – ბას გიტარა, აკუსტიკური გიტარა („Outside the Wall“-ში)
  • ჯონ ჩიმეი – დამატებითი ვოკალი
  • სტენ ფარბერი – დამატებითი ვოკალი
  • ჯიმ ჰაასი – დამატებითი ვოკალი
  • ჯონ ჯოისი – დამატებითი ვოკალი
  • ენდი რობერტსი – გიტარა (1981 წლის კონცერტები)
  • სნოუი უაიტი – გიტარა (1980 წლის კონცერტები)
  • უილი უილსონი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
  • პიტერ ვუდი – კლავიშები, აკუსტიკური გიტარა („Outside the Wall“-ში)
  • გერი იუდმენი – MC
ტექნიკური პერსონალი
  • ჯეიმზ გათრი - ხმის ინჟინერი, პროდიუსერი
  • დაგ ჰოპკინზი - ხმის ინჟინერი
  • ჯოელ პლენტი - ხმის ინჟინერის თანაშემწე
  • რუპერტ ტრუმენი, ბრაიან დ. მაკლაფლინი, დევიდ ბრაუნლოუ, ჯილ ფურმანოვსკი, მარკ ფიშერი, მიკ ტრედუელი - ფოტოგრაფია
  • კრისტოფერ ბრუკსი, ნაიჯელ ტეილორ - ტექნიკოსები
  • ნიკ სეჯუიკი - ანოტაციები
  • პიტერ კარზონი, სემ ბრუკსი, სტორმ თორგერსონი - დიზაინი

პრომოდისკი

2000 წელს ალბომის გამოცემასთან დაკავშირებით შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა პრომო დისკი ალბომში შეტანილი სამი სიმღერით[1]:

  1. In The Flesh
  2. Another Brick In The Wall (Part 2)
  3. Goodbye Blue Sky

ჩარტები

ჩარტი (2000) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[2] 3
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[3] 7
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[4] 5
კანადის ალბომები (ბილბორდი)[5] 4
კანადა - საუკეთესო ალბომები/CD-ები (RPM)[6] 10
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[7] 4
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[8] 8
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[9] 3
ირლანდიის ალბომები (IRMA)[10] 22
იტალიის ალბომები (FIMI)[11] 2
ახალი ზელანდიის ალბომები (Recorded Music NZ)[12] 4
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[13] 2
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[14] 50
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[15] 3
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[16] 15
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[17] 19

სერტიფიცირებები

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
გაერთიანებული სამეფო (BPI)[18] ოქრო 100 000^
აშშ (RIAA)[19] პლატინა 500 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. http://www.discogs.com/Pink-Floyd-Is-There-Anybody-Out-There-The-Wall-Live-1980-81-Radio-Sampler/release/2016157
  2. "Pink Floyd - Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  3. "Pink Floyd – Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  4. "Pink Floyd – Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  5. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted/chart-history/CNA „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Canadian Albums)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  6. "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 9828." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  7. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted&titel=Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted&cat=a „Dutchcharts.nl – Pink Floyd – Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  8. "Pink Floyd – Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81". Lescharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  9. "Offiziellecharts.de – Pink Floyd – Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  10. "GFK Chart-Track". Chart-Track.co.uk. GFK Chart-Track. IRMA. წაკითხვის თარიღი 23 ივნისი 2016.
  11. "Pink Floyd – Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  12. "Pink Floyd – Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  13. "Pink Floyd – Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  14. "Pink Floyd – Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  15. "Pink Floyd – Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  16. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  17. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted/chart-history/TLP „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 9 ივნისი 2016.
  18. British album certifications – Pink Floyd – Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Is There Anybody Out There? The Wall Live 1980-81 ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  19. American album certifications – Pink Floyd – Is There Anybody Out There. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted