შინაარსზე გადასვლა

Remember a Day

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Remember a Day“
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
თარგი:ინფოდაფა სიმღერა/ბმულიპინკ ფლოიდი
ალბომიდან A Saucerful of Secrets
A-მხარე „Let There Be More Light“
გამოსვლის თარიღი 19 აგვისტო 1968 (აშშ სინგლი)
1968 (იაპონური სინგლი)
ჩაიწერა ოქტომბერი 1967
De Lane Lea Studios, ლონდონი
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 4:33
2:40 (აშშ სინგლი)
4:21 (იაპონური სინგლი)
ხმისჩამწერი ლეიბლი Tower (აშშ)
ავტორ(ებ)ი რიჩარდ რაიტი
პროდიუსერი ნორმან სმითი
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„It Would Be So Nice“
(1968)
Remember a Day
(Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)
„Point Me at the Sky“
(1968) თარგი:!)
A Saucerful of Secrets — სიმღერების სია
Relics — სიმღერების სია

Remember a Day“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა, შეტანილი მის მეორე სტუდიურ ალბომში A Saucerful of Secrets (1968).[1][2] იგი ცოცხლად მხოლოდ ორჯერ შესრულდა - 1968 წლის მაისში, ბისზე; და 40 წლის თავზე, 2008 წლის სექტემბერში, დეივიდ გილმორის მიერ, რიჩარდ რაიტის ხსოვნის პატივსაცემად. სიმღერის ტექსტში შეტანილია მოგონებები ბავშვობაზე.[3]

ჩაწერა

სიმღერა, რომლის ავტორი და შემსრულებელი რიჩარდ რაიტია, ჩაიწერა 1967 წლის ოქტომბერში სტუდიაში De Lane Lea Studios (ლონდონი). ამ სესიების განმავლობაში აგრეთვე ჩაწერილი იქნა „Jugband Blues“, „Vegetable Man“, „In the Beechwoods“ და „John Latham“.[4]

სიდ ბარეტი სიმღერაში სლაიდ-გიტარაზე უკრავს. ენდრიუ კინგი, პინკ ფლოიდის მენეჯერი იხსენებდა: „De Lane Lea მახსოვს...იქ „Vegetable Man“ ჩავიწერეთ...და „Remember a Day“, რომელშიც სიდ ბარეტი გიტარის სოლოს ასრულებს.“

გამოცემა

აშშ-ში სიმღერა გამოვიდა სინგლზე (Tower 440), რომელშიც შეტანილია ამ და Let There Be More Light-ის მონო ვერსიები. ბრიტანეთში სინგლი არ გამოცემულა, თუმცა დაგეგმილი იყო, მაგრმა მას ჩაენაცვლა „Apples and Oranges“.[4]

სტუდიური ვერსიის ინსტრუმენტული ვერსია გამოჩნდა ამავე სახელწოდების ფილმში Remember a Day.[5]

2008 წლის შესრულება

2008 წლის 23 სექტემბერს დეივიდ გილმორმა სიმღერა შეასრულა BBC Two-ს ეთერში, გადაცემა Later... with Jools Holland-ში და მიუძღვნა რაიტს, რომელიც რვა დღით ადრე გარდაიცვალა. იმავე შოუში ინტერვიუს დროს გილმორმა აღნიშნა, რომ რაიტი აპირებდა სიმღერის ამ დღეს შესრულებას, მაგრამ დეივიდს გაუგზავნა SMS, რომელშიც სწერდა, რომ ჯანმრთელობის გამო გამოსვლას ვერ დაესწრებოდა. ეს იყო სიმღერის პირველი საკონცერტო შესრულება 1968 წლის შემდეგ. გილმორთან ერთად უკრავდნენ ფილ მანზანერა, გაი პრეტი, ჯონ კერინი და სტივ დისტანისლაო.

პერსონალი

აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-XLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  3. პალასიოსი, ჯულიან (2010). „Vegetable Man“, Syd Barrett & Pink Floyd: Dark Globe, Rev., ლონდონი: Plexus, გვ. 285. ISBN 0859654311Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  4. 4.0 4.1 ჯოუნსი, მალკოლმ. (2003)The Making of The Madcap Laughs. Brain Damage.
  5. Pink Floyd news :: Brain Damage - Remember A Day (with rare Pink Floyd instrumental). Brain Damage. ციტირების თარიღი: 8 December 2012.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=Remember_a_Day&oldid=171594“-დან