One of These Days
„One of These Days“ | ||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||||||||||||||||||||||||||||
თარგი:ინფოდაფა სიმღერა/ბმული — პინკ ფლოიდი | ||||||||||||||||||||||||||||||
ალბომიდან Meddle | ||||||||||||||||||||||||||||||
B-მხარე |
„Fearless“ (აშშ და იტალია) „Seamus“ (იაპონია) | |||||||||||||||||||||||||||||
გამოსვლის თარიღი | = 29 ნოემბერი, 1971[1] | |||||||||||||||||||||||||||||
ჩაიწერა | იანვარი-აგვისტო 1971 | |||||||||||||||||||||||||||||
სტუდია | ||||||||||||||||||||||||||||||
ჟანრი | ||||||||||||||||||||||||||||||
ხანგრძლივობა |
Error: 'h' and 'm' values must be integers. | |||||||||||||||||||||||||||||
ხმისჩამწერი ლეიბლი | ||||||||||||||||||||||||||||||
ავტორ(ებ)ი | ||||||||||||||||||||||||||||||
პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | |||||||||||||||||||||||||||||
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია | ||||||||||||||||||||||||||||||
„One of These Days“ (ინგლ. ამ დღეებში) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1971 წლის ალბომის Meddle პირველი კომპოზიცია.[2][3] სიმღერის სარეკლამო სინგლი შეზღუდული რაოდენობით გამოიცა შტატებში და ბრიტანეთში, 1971 წლის ოქტომბერ-ნოემბერში. ისტორიაკომპოზიციის ერთადერთი ფრაზა „One of these days, I'm going to cut you into little pieces“ (ხმა ნიკ მეისონს ეკუთვნის) არის სწრაფი ტემპით ჩაწერილი, მაგრამ შემდგომში ეს ხმა შეანელეს და ხმამ უცნაური ეფექტი შეიძინა, რომელიც ერწყმის კომპოზიციის დაძაბულ განწყობას.
კომპოზიცია იწყება ქარის ხმით, რომლის იმიტირებაც სტუდიური საშუალებებით მოახდინეს. ორი ბას-გიტარიდან ერთ-ერთის ხმა უფრო დაწეულია. გილმორის თქმით, ეს მხოლოდ იმიტომ იყო, რომ საკრავს ძველი სიმები ჰქონდა და, როდესაც მათ გააგზავნეს ერთ-ერთი მენეჯერი სიმების საყიდლად, მან ამჯობინა მეგობარ გოგონასთან ერთად გასეირნება. ბას-გიტარა ორ არხზეა ჩაწერილი - გილმორის პარტია ერთ არხში ისმის, როჯერ უოტერსის - მეორეში. მეოთხე წუთზე ჟღერს მელოდია, რომელიც ახლოს არის სერიალის „Doctor Who“ თემასთან. დეივიდი:
როჯერი:
„Guitar Magazine“-თან საუბრისას დეივიდი აღნიშნავდა, რომ ჩაწერისას გამოიყენა Fender Stratocaster და Lewis-ის ეფექტი. ბოლოს კი დაემატა ქარის ხმაური დასაწყისსა და ფინალში. როჯერი:
სახელწოდება, რომელიც აგრეთვე კომპოზიციის ერთადერთი სტრიქონია, როჯერმა მოიტანა. 1987 წელს ერთ-ერთმა მსმენელმა მას ჰკითხა, თუ ვისი დაჭრა სურდათ. როჯერმა გაიხსენა, რომ არსებობდა დიჯეი ჯიმი იანგი. 1970-იანების დასაწყისში უოტერსს უყვარდა მისი საუბრების ჩანაწერების დაჭრა და აბსურდული თანმიმდევრობით კონცერტების დროს გაშვება. სტუდიაში ჯგუფი თავად ატარებდა ექსპერიმენტებს მისი ხმით, რომელიც თავდაპირველად ამ ნომერს ახლდა. 70-იანების დასაწყისში ჯგუფის კონცერტების შესავალში ჟღერდა იანგის რადიოგადაცემის „Family Favourites“ ნაწყვეტების მონტაჟებიც. საკონცერტო ვერსიებიპირველად კომპოზიცია შესრულდა 1971 წლის 12 ივნისს და შემდგომში სრულდებოდა 1973 წლის კონცერტების ჩათვლით. ჯგუფმა იგი დააბრუნა 1987-1989 წლების ტურნეში და, რა თქმა უნდა, 1994 წელს. 80-90-იანებში მისი შესრულებისას ჰაერში ჩნდებოდა გასაბერი ღორები. 1970-იანებში კომპოზიციის შესრულებისას სტუდიურ ვერსიასთან შედარებით უფრო მკაცრი, სწრაფი რიტმი გამოიყენებოდა. იმავე ტიპის შესრულება წარმოდგენილია ფილმში Pink Floyd Live at Pompeii, სადაც ნიკ მეისონს დაკვრის დროს ჯოხიც უვარდება (რომელსაც იგი იმავე წამს ცვლის). 2016 წელს კომპოზიცია დაბრუნდა დეივიდ გილმორის ტურნეში, ვროცლავის კონცერტიდან მოყოლებული. 2016 წლის ამერიკული კონცერტებიდან მოყოლებული როჯერმა ნომერი საკუთარ პროგრამაშიც შეიტანა. მუსიკალური ვიდეო1972 წელს მხატვარ იენ იმზის მიერ „One Of These Days“-ის მიხედვით შეიქმნა ანიმაციური რგოლი, რომელიც აგრეთვე წარდგენილი იყო ანიმაციის ვიდეოკომპილაციაში „Fantastic Animation Festival“. 1974 წელს იგი გადაცემაში „The Old Grey Whistle Test“ აჩვენეს. ჯგუფის წევრებმა, იხილეს რა ეს რგოლი, იმზს შეუკვეთეს „Time“-ის ანიმაციური თანხლება. 2016 წელს ვიდეო პირველად გამოიყენეს პროექციის სახით კომპოზიციის შესრულებისას, დეივიდ გილმორის ტურნეს Rattle That Lock Tour დროს, დაწყებული ვროცლავის კონცერტით. სიმღერების სია
პერსონალი
სქოლიო
|