შინაარსზე გადასვლა

The Man and The Journey

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

The Man and The Journey (ქართ. ადამიანი და მოგზაურობა) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1969 წლის კონცეპტუალური შოუების სერიის სახელწოდება.[1] მასში შედიოდა კოლექტივის მანამდე გამოცემული სიმღერების ნაწილი, რამდენიმე გამოუცემელი კომპოზიცია და მასალები, მოგვიანებით შეტანილი ალბომებში Soundtrack from the Film More და Ummagumma.[1] კონცერტების დროს აგრეთვე გამოიყენებოდა ვიზუალური ელემენტები, როგორიც იყო სცენაზე ფიცრების ხერხვა, მაგიდის შეჭედება და პირდაპირ სცენაზე ჩაის მირთმევა.[1]

საკონცერტო შესრულება

კონცეპტუალური პიესა პირველად შესრულდა 1969 წლის 14 აპრილს, როიალ ალბერტ ჰოლის სცენაზე, როგორც The Massed Gadgets of Auximines – More Furious Madness from Pink Floyd.[1][2] კონცერტის შემოკლებული ვერსია ჩაიწერა 1969 წლის 12 მაისს, გადაცემისთვის Top Gear.[1][2] 17 სექტემბრის გამოსვლა კონცერტგებაუში (ამსტერდამი) არის ტურნეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბუტლეგური ჩანაწერი[3], ვინაიდან ოფიციალურად გადაიცა რადიოსადგურ VPRO-ს ეთერში[1][2]. თავდაპირველად იგეგმებოდა კონცერტის ოფიციალური ალბომის სახით გამოცემაც[2], მაგრამ ჩანაფიქრზე უარი თქვეს, ვინაიდან პარალელურად მუშაობდნენ Ummagumma-ზე. სრული აუდიო ვერსია ოფიციალურად პირველად გამოვიდა The Early Years 1965–1972-ის შემადგენლობაში, 2016 წლის ნოემბერში.[4]

სიმღერების სია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

საგულისხმოა, რომ ეს არის შესრულებული სიმღერების ტიპური სია. ხშირად, Doing It ცნობილია როგორც Up the Khyber, Syncopated Pandemoneum - Party Sequence, The End of the Beginning - როგორც Storm Signal.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-XLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 http://pinkfloydhyperbase.dk/unreleased/index.html#THE%20MAN
  3. Manning, Toby (2006). „Soundtracks, Compilations & Bootlegs“, The Rough Guide to Pink Floyd, 1st, London: Rough Guides, გვ. 227. ISBN 1-84353-575-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  4. https://www.youtube.com/watch?v=tCRkf153Hak

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=The_Man_and_The_Journey&oldid=176287“-დან