სიმღერა აშშ-ის რადიოსთვის პრომო-სინგლის სახით გამოიცა, ალბომის გამოცემამდე ერთი კვირით ადრე.[1] კანადის ჩარტში სიმღერამ #53 პოზიციამდე მიაღწია.[2]
სიმღერა იწყება ჯაჭვის და კარიბჭის ხმებით. მესამე სტროფის შემდეგ გაისმის ფრაგმენტი კრივის მოედნიდან. ალბომის ბუკლეტზე, ტექსტის გვერდით მოთავსებულია მოკრივის ხელთათმანების სურათი. იგივე სურათი გამოყენებულია პრომო-სინგლზე.
ეს კომპოზიცია, ჯგუფის მოყვარულების აზრით, შეიცავს რამდენიმე მინიშნებას ჯგუფის წარსულზე, მათ შორის - როჯერ უოტერსის პიროვნებაზე. ტექსტში დეივიდ გილმორი ახსენებს, რომ იგი თავის მტრებს მეგობრობის ხელს უწვდის, „მაგრამ ისინი მკვახედ ისტუმრებენ“.
სიმღერა დროდადრო სრულდებოდა ჯგუფის 1994 წლის ტურნეს მსვლელობისას.
სიმღერების სია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted