More
More | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:MoreCover.jpg | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
studio / საუნდტრეკული ალბომი — | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გამოცემის თარიღი | 13 ივნისი 1969 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჩაიწერა | 1 თებერვალი - 31 მაისი 1969 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტუდია | Pye Studios, ლონდონი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხანგრძლივობა | Script error: No such module "hms". | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლეიბლი | EMI Columbia | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Script error: No such module "Music ratings". More (აშშ-ის გამოცემაში: Original Motion Picture Soundtrack from the film More)[1] — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მესამე სტუდიური ალბომი და ამავე ჯგუფის დისკოგრაფიაში - პირველი ოფიციალური საუნდტრეკი. იგი გამოვიდა 1969 წლის 13 ივნისს, ბრიტანეთში, ხოლო 9 აგვისტოს - აშშ-ში.[2] ისტორია
ფილმი „მეტი“, რომლის რეჟისორი არის ბარბეტ შროდერი, აგებულია გერმანელი სტუდენტის ისტორიაზე, რომელსაც შეუყვარდა ნარკომანი ქალი და თავად იქცა ნარკოტიკების მსხვერპლად. ფილმში ჟღერს პინკ ფლოიდის მუსიკა.
სიმღერების დიდი ნაწილი ხალხური მუსიკის ელემენტების მქონე ბალადების სახით არის წარმოდგენილი. აგრეთვე არის ორი მძიმე როკის სტილის სიმღერა - „The Nile Song“ და „Ibiza Bar“ და რამდენიმე ინსტრუმენტული ნომერი - მაგალითად, იმპროვიზაციული „Main Theme“, რომელიც ფილმის შესავალში ჟღერს.
შროდერი:
ფილმში, ალბომისგან განსხვავებით, აგრეთვე ჟღერს „Seabirds“ და „Hollywood“ - ორი სიმღერა, რომელიც არ შეიტანეს ორიგინალურ ალბომში. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ სიმღერას „Cymbaline“ ოდნავ შეცვლილი ტექსტი აქვს. ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი, რომელზეც არ უკრავს სიდ ბარეტი - 1968 წლის შემდეგ მან ოფიციალურად დატოვა პინკ ფლოიდი. აგრეთვე ეს არის პინკ ფლოიდის პირველი ალბომი, ჩაწერილი ნორმან სმითის დახმარების გარეშე. იგი ჩაწერილია სტუდიაში Pye (ლონდონი). ხმის ინჟინერია ბრაიან ჰამფრიზი.[3] გამოსვლისთანავე ალბომი ბრიტანეთში #9, ხოლო მეორე გამოცემის შემდეგ, 1973 წელს - #153 პოზიციაზე მოხვდა. 1987 წელს იგი პირველად გამოვიდა კომპაქტ-დისკის ფორმატში, ხოლო 1995 და 1996 წლებში (ბრიტანეთსა და აშშ-ში) გამოიცა მისი რემასტერი. გარეკანიალბომი გამოიცა ჩვეულებრივი კონვერტის სახით. გარეკანის წინა მხარეს ვხედავთ კადრს თავად ფილმიდან More, ხოლო უკან - შტეფანს/ესტელას (ფილმის გმირებს), შავ-თეთრი ფერის კადრის სახით. CD-ის შემთხვევაში, პირველ აშშ გამოცემაზე ალბომის სათაური და ჯგუფის სახელწოდება განლაგებული იყო ნარინჯისფერი ცის ფონზე. 1994 წლის გამოცემას თან ახლავს უფრო მეტი კადრი ფილმიდან და სიმღერების ტექსტები, ასევე ჯგუფის ფოტო. 2011 წლის Discovery-ში შეტანილი გამოცემა ამ ვერსიის თითქმის მსგავსია. საგულისხმოა, რომ ორიგინალურ ამერიკულ გამოცემაში ალბომის სათაური შემოკლებული იქნა და ჟღერდა უბრალოდ More. ეს იყო ჯგუფის უკანასკნელი სამი ალბომიდან, რომელიც შტატებში გამოსცა ლეიბლმა Tower Records. 1973 წლის აშშ გამოცემა გამოვიდა ლეიბლზე Harvest Records. მიუხედავად იმისა, რომ კომპაქტ-დისზე ალბომის სათაური მითითებულია როგორც Soundtrack from the Film More, დისკის ყუთის ყუაზე გამოტანილი სათაური ჟღერს, როგორც Music from the Film More, ხოლო თავად დისკზე გამოტანილია More. სიმღერების სიაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სინგლები
მუსიკოსები და პერსონალი
ჩარტებიაქ მითითებულია ადგილები ჩარტში გაყიდვების მიხედვით.
სქოლიო
|
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- მუსიკის ინფოდაფები ტიპის უცნობი პარამეტრით
- პინკ ფლოიდის საუნდტრეკები
- 1969 წლის ალბომები
- EMI Records-ის ალბომები
- Capitol Records-ის ალბომები
- Harvest Records-ის ალბომები
- 1969 წლის საუნდტრეკები
- ები-როუდის სტუდიებში ჩაწერილი ალბომები
- ალბომები დეივიდ გილმორის პროდიუსერობით
- ალბომები Hipgnosis-ის გარეკანის დიზაინით