შინაარსზე გადასვლა

More

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Music from the Film More)
More
ფაილი:MoreCover.jpg
studio / საუნდტრეკული ალბომი
გამოცემის თარიღი 13 ივნისი 1969
ჩაიწერა 1 თებერვალი - 31 მაისი 1969
სტუდია Pye Studios, ლონდონი
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა Script error: No such module "hms".
ლეიბლი EMI Columbia
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია
A Saucerful of Secrets
(1968)
More
(Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)
Ummagumma
(1969) თარგი:!)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ქრონოლოგია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სინგლები ალბომიდან More
  1. „The Nile Song / Ibiza Bar“
    გამოცემის თარიღი: 1969
  2. „Main Theme“
    გამოცემის თარიღი: 27 ივლისი 1969
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Script error: No such module "Music ratings".

More (აშშ-ის გამოცემაში: Original Motion Picture Soundtrack from the film More)[1] — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მესამე სტუდიური ალბომი და ამავე ჯგუფის დისკოგრაფიაში - პირველი ოფიციალური საუნდტრეკი. იგი გამოვიდა 1969 წლის 13 ივნისს, ბრიტანეთში, ხოლო 9 აგვისტოს - აშშ-ში.[2]

ისტორია

დეივიდ გილმორი:

კინომუსიკას სამომავლოდ განვიხილავდით, როგორც მიმართულებას, რომელსაც გავყვებოდით. ანუ როკ-ჯგუფად არსებობას არ შევწყვიტავდით, ეს უფრო მეტად სავარჯიშო იყო.

ფილმი „მეტი“, რომლის რეჟისორი არის ბარბეტ შროდერი, აგებულია გერმანელი სტუდენტის ისტორიაზე, რომელსაც შეუყვარდა ნარკომანი ქალი და თავად იქცა ნარკოტიკების მსხვერპლად. ფილმში ჟღერს პინკ ფლოიდის მუსიკა.

ბარბეტ შროდერი:

ფლოიდის ორი ალბომის დიდი მოყვარული ვიყავი. მიმაჩნდა, რომ ეს იყო ყველაზე გასაოგნებელი რამ, რაც მომისმენია და უბრალოდ მსურდა მათთან მუშაობა. ლონდონში ჩავედი და თან წავიღე ფილმის ასლი, რომელიც ვუჩვენე. ტიპური კინომუსიკა, რომელიც მორგებული იქნებოდა გამოსახულებაზე, არ მსურდა. კინომუსიკის არ მწამდა. მე მსურდა, რომ პერსონაჟებს მოესმინათ ეს მუსია. წვეულებაზე მუსიკა ჟღერდა ოთახში დამონტაჟებული რეპროდუქტორიდან, ამიტომ ისე ჩავწერეთ, თითქოს ოთახში ჟღერდა.

სიმღერების დიდი ნაწილი ხალხური მუსიკის ელემენტების მქონე ბალადების სახით არის წარმოდგენილი. აგრეთვე არის ორი მძიმე როკის სტილის სიმღერა - „The Nile Song“ და „Ibiza Bar“ და რამდენიმე ინსტრუმენტული ნომერი - მაგალითად, იმპროვიზაციული „Main Theme“, რომელიც ფილმის შესავალში ჟღერს.

როჯერ უოტერსი:

მას არ სურდა, რომ საუნდტრეკი უბრალოდ ფილმის ფონი ყოფილიყო. ჩვენ კი ასე გვსურდა. მისი ხედვით, თუ მანქანაში რადიო ჩაირთვებოდა, ეს მუსიკა მანქანაში გაიჟღერებდა. მას სურდა, რომ მუსიკას ჰქონოდა კავშირი მოქმედებასთან. სტუდიის ერთ ნაწილში ვიჯექი და ვწერდი ტექსტებს, პარალელურად კი მუსიკას ვიწერდით. უნდა დაგვეწერა 8-9 სიმღერა, ინსტრუმენტულებთან ერთად.

შროდერი:

როჯერი შემოქმედებითი ძალა იყო. მახსოვს ეს საოცრად დაძაბული ორი კვირა. ხმის ინჟინერისთვის დაუჯერებელი იყო სიჩქარე და შემოქმედებითობა.

ფილმში, ალბომისგან განსხვავებით, აგრეთვე ჟღერს „Seabirds“ და „Hollywood“ - ორი სიმღერა, რომელიც არ შეიტანეს ორიგინალურ ალბომში. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ სიმღერას „Cymbaline“ ოდნავ შეცვლილი ტექსტი აქვს.

ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი, რომელზეც არ უკრავს სიდ ბარეტი - 1968 წლის შემდეგ მან ოფიციალურად დატოვა პინკ ფლოიდი. აგრეთვე ეს არის პინკ ფლოიდის პირველი ალბომი, ჩაწერილი ნორმან სმითის დახმარების გარეშე. იგი ჩაწერილია სტუდიაში Pye (ლონდონი). ხმის ინჟინერია ბრაიან ჰამფრიზი.[3]

გამოსვლისთანავე ალბომი ბრიტანეთში #9, ხოლო მეორე გამოცემის შემდეგ, 1973 წელს - #153 პოზიციაზე მოხვდა. 1987 წელს იგი პირველად გამოვიდა კომპაქტ-დისკის ფორმატში, ხოლო 1995 და 1996 წლებში (ბრიტანეთსა და აშშ-ში) გამოიცა მისი რემასტერი.

გარეკანი

ალბომი გამოიცა ჩვეულებრივი კონვერტის სახით. გარეკანის წინა მხარეს ვხედავთ კადრს თავად ფილმიდან More, ხოლო უკან - შტეფანს/ესტელას (ფილმის გმირებს), შავ-თეთრი ფერის კადრის სახით. CD-ის შემთხვევაში, პირველ აშშ გამოცემაზე ალბომის სათაური და ჯგუფის სახელწოდება განლაგებული იყო ნარინჯისფერი ცის ფონზე.

1994 წლის გამოცემას თან ახლავს უფრო მეტი კადრი ფილმიდან და სიმღერების ტექსტები, ასევე ჯგუფის ფოტო. 2011 წლის Discovery-ში შეტანილი გამოცემა ამ ვერსიის თითქმის მსგავსია.

საგულისხმოა, რომ ორიგინალურ ამერიკულ გამოცემაში ალბომის სათაური შემოკლებული იქნა და ჟღერდა უბრალოდ More. ეს იყო ჯგუფის უკანასკნელი სამი ალბომიდან, რომელიც შტატებში გამოსცა ლეიბლმა Tower Records. 1973 წლის აშშ გამოცემა გამოვიდა ლეიბლზე Harvest Records. მიუხედავად იმისა, რომ კომპაქტ-დისზე ალბომის სათაური მითითებულია როგორც Soundtrack from the Film More, დისკის ყუთის ყუაზე გამოტანილი სათაური ჟღერს, როგორც Music from the Film More, ხოლო თავად დისკზე გამოტანილია More.

სიმღერების სია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

სინგლები

მუსიკოსები და პერსონალი

  • დეივიდ გილმორი – აკუსტიკური გიტარა, ელექტრონული გიტარა, სლაიდ გიტარა, ფლამენკო გიტარები, ფირის ეფექტები, ბონგო, ვოკალი
  • ნიკ მეისონი – დასარტყმელი საკრავები, ბონგო, პერკუსია
  • როჯერ უოტერსი – ბას გიტარა, გიტარა, ფირის ეფექტები, ფრინველების ჭიკჭიკის შერჩევა, ბონგო, გონგი
  • რიჩარდ რაიტი – ჰემონდის ორგანი, Farfisa-ს ორგანი, ფორტეპიანო, ვიბრაფონი, ბონგო
სხვები
  • ჯეიმზ გათრი – ახალი მასტერინგი
  • Hipgnosis – გარეკანის დიზაინი
  • დაგ საქსი – ახალი მასტერინგი

ჩარტები

აქ მითითებულია ადგილები ჩარტში გაყიდვების მიხედვით.

ჩარტი (1969) უმაღლესი
პოზიცია
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[4] 14
საფრანგეთის ალბომები (SNEP) 2
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[5] 9
ჩარტი (1973) უმაღლესი
პოზიცია
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[6] 153
ჩარტი (2011) უმაღლესი
პოზიცია
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[7] 128

სქოლიო

  1. http://www.discogs.com/Pink-Floyd-Soundtrack-From-The-Film-More/master/20679
  2. Povey, Glenn (2006). Echoes : The Complete History of Pink Floyd, New, Mind Head Publishing, გვ. 110. ISBN 978-0-9554624-0-5Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  3. ნიკ მეისონი, Inside Out, პირველი გამოცემა, გვ. 129
  4. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted&titel=Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted&cat=a „Dutchcharts.nl – Pink Floyd – More“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 June 2016.
  5. "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 June 2016.
  6. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted/chart-history/TLP „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 9 June 2016.
  7. "Pink Floyd – More". Lescharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 June 2016.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=More&oldid=34570“-დან