შინაარსზე გადასვლა

ზოფხიტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზოფხიტო
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ონის მუნიციპალიტეტი
ქედი ცენტრალური კავკასიონი
ფართობი 2,42 კმ²
სიგრძე 4,84 კმ
ტიპი ხეობური
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ზოფხიტოხეობის მარტივი ტიპის სამხრეთ-აღმოსავლეთური ექსპოზიციის მყინვარი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარცხენა შენაკადის ზოფხიტურის სათავეებში.[2]

იწყება მწვერვალ დიდი გეზეს აღმოსავლეთით. 2015 წლის მონაცემებით მყინვარის ფართობია 2,42 კმ², ხოლო სიგრძე 4,84 კმ. მისი ენა ზღვის დონიდან 2605 მეტრზე მთავრდება. ფირნის აუზი და ენა 300 მეტრის სიმაღლის ყინულვარდნილითაა გამოყოფილი, ენას იდეალური მოხაზულობა აქვს, მისი სიგანე დაახლოებით 500 მეტრია.[3]

მყინვარები ზოფხიტო და ლაბოდა 1955 წლამდე შეერთებული იყო და ერთი ენით მთავრდებოდა, ამიტომაცაა, რომ მყინვარი ლაბოდა ადრეულ მკვლევართა ნაშრომებში ცალკე არ არის განხილული. 1958 წლის აეროფოტოსურათებზე ისინი უკვე დამოუკიდებელ მყინვარებს წარმოადგენდნენ. მყინვარების ენები დღეს ერთმანეთისაგან დაახლოებით 1100 მეტრით არის დაცილებული. მათ შორის მდებარე არე კი მძლავრი ფლუვიოგლაციალური ნაფენებით არის ამოვსებული.[3]

სქოლიო

  1. თარგი:სგსოლ
  2. შენგელია რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2014. — გვ. 388.
  3. 3.0 3.1 ლევან ტიელიძე, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ზოფხიტო&oldid=30418“-დან