შინაარსზე გადასვლა

ბოყო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
19:43, 27 აპრილი 2024-ის ვერსია, imported>GiorgiXIII
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ბოყო
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ონის მუნიციპალიტეტი
ქედი კავკასიონი
ფართობი 3,88 კმ²
სიგრძე 4,5 კმ
ტიპი ხეობური
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ბოყოხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარცხენა შენაკადის — ჭანჭახის სათავეში. სიგრძე 4,5 კმ. ფართობი 3,88 კმ². მყინვარის ბოლო ზღვის დონიდან 2450 მ სიმაღლეზეა.[1] ბოყოს ექსპოზიცია სამხრეთ-დასავლეთურია. მისი ფირნის ველი შეზრდილია მყინვარ ყარაუგომის (კავკასიონის ჩრდილოეთი კალთა) ფირნის ველთან. მდინარე ჭანჭახის აუზში თავისი მორფომეტრიული პარამეტრებით პირველ ადგილს იკავებს. მყინვარ კირტიშოს შემდეგ მდინარე რიონის აუზში ფართობის მიხედვით მეორე ადგილი უკავია. მყინვარის ფირნი და ენა კარგადაა გამიჯნული ერთმანეთისაგან, მყინვარის ენა ხეობაშია ჩაწოლილი დაახლოებით ორი კილომეტრის მანძილზე. მისი სიგანე 400–500 მ-ია და დასერილია სხვადასხვა მიმართულების ნაპრალებით. მყინვარ ბოყოს ფირნი ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით გადაჭიმულია 5,10 კილომეტრის მანძილზე. ფირნი შეერთებულია კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობის მყინვარ ყარაუგომთან. შეერთების ადგილთან ფირნის სიგანე 1,25 კმ-ია. მყინავრის ენის ზედაპირი ძირითადად სუფთაა.[2]

სქოლიო

  1. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1997. — გვ. 474.
  2. ლევან ტიელიძე, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ბოყო&oldid=25031“-დან