It Would Be So Nice
„It Would Be So Nice“ | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||||||||||||
თარგი:ინფოდაფა სიმღერა/ბმული — პინკ ფლოიდი | |||||||||||||||
ალბომიდან The Early Singles | |||||||||||||||
B-მხარე | Julia Dream | ||||||||||||||
გამოსვლის თარიღი | 12 აპრილი, 1968 | ||||||||||||||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი, ფსიქოდელიური პოპი[1] | ||||||||||||||
ხანგრძლივობა | 3:08 | ||||||||||||||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Columbia (EMI) (ბრიტანეთი) | ||||||||||||||
პროდიუსერი | ნორმან სმითი | ||||||||||||||
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია | |||||||||||||||
„It Would Be So Nice“ (ინგლ. რა კარგი იქნებოდა) — რიჩარდ რაიტის მიერ დაწერილი ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა[2][3]. იგი გამოიცა, როგორც ჯგუფის მეოთხე სინგლი. სიმღერა არ შეიტანეს 1971 წლის კომპილაციურ ალბომში Relics და 1992 წელს The Early Singles-ის გამოცემამდე მისი მოსმენა შესაძლებელი იყო მხოლოდ ალბომზე Masters of Rock. სინგლის B-მხარეზე ჩაწერილი „Julia Dream“, რომელიც დაწერა ჯგუფის ბას-გიტარისტმა როჯერ უოტერსმა, ასევე შევიდა The Early Singles-ში. სინგლი ჩარტებში ვერ მოხვდა. ორი ვერსია1968 წელს გამოქვეყნებული საგაზეთო სტატიის მიხედვით, არსებობს სინგლის ორი ვერსია, ოდნავ განსხვავებული ტექსტით. ავტორის თქმით, პირველ ვარიანტში ნახსენები იყო ბრიტანული გაზეთი Evening Standard. ამის გამო სიმღერა BBC-მ დაიწუნა მკაცრი ანტი-სარეკლამო პოლიტიკის გამო, რომელიც კრძალავდა ნებისმიერი პროდუქტის დასახელებას. ჯგუფი იძულებული გახდა ჩაეწერა სპეციალური ვერსია BBC-სთვის, რომელშიც გაზეთის სახელწოდება შეცვლილი იყო Daily Standard-ით (არარსებული გაზეთის სახელწოდებით). მხოლოდ ეს ვერსია გამოიცა გრამფირფიტებზე და კომპაქტ-დისკებზე. ცნობილი არ არის, რამდენი დისკი არსებობს, რომელზეც Evening Standard არის ნახსენები, ან საერთოდ არსებობს თუ არა ასეთი. ციტატებიწიგნში The Dark Side of the Moon: The Making of the Pink Floyd Masterpiece ჯონ ჰარისი წერს სიმღერის შესახებ:
ნიკ მეისონმა კიდევ უფრო ხმამაღლა გამოთქვა თავისი ანტიპატია ამ სიმღერისადმი, მან თქვა რომ იგი ძალიან საშინელია. იგი აგრეთვე იხსენებდა:
რიჩარდ რაიტი:
სხვა ვერსიებისიმღერის ვერსია შეტანილია Captain Sensible-ის მეორე სოლო ალბომში The Power of Love. პერსონალი
სქოლიო
|