შინაარსზე გადასვლა

იუდა ისკარიოტელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
15:42, 23 მაისი 2024-ის ვერსია, 185.115.7.111 (განხილვა)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

ჯოტო დი ბონდონე, ”იუდას კოცნა”, ფრაგმენტი

იუდა ისკარიოტელიბიბლიური (სახარების) პერსონაჟი. ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, ქრისტეს 12 მოწაფეთაგან (მოციქულთაგან) ერთ-ერთი. იუდა ისკარიოტელმა 30 ვერცხლის ფასად გასცა იესო ქრისტე და შეაპყრობინა იუდეველთა მღვდელთმთავრებს, რომელთაც რომაელების დახმარებით იგი ჯვარს აცვეს. შუა საუკუნეების და აღორძინების ხანის ხელოვნებაში წარმოსახავდნენ: ღალატის სცენას (იუდა ისკარიოტელი კოცნის იესო ქრისტეს და ამით მიანიშნებს მასზე. აქედან გამოთქმა - იუდას ამბორი) და საიდუმლო სერობას. ქრისტეს შეპყრობის შემდეგ იუდა ისკარიოტელმა თავი ჩამოიხრჩო (მათე, თ. 26-27). ძველი აღთქმის წინასწარმატყველებათა შესაბამისად (ზაქარია, თ. 11, 13) იუდამ იესო 30 ვერცხლად გაყიდა. იუდა ისკარიოტელის სახელი მოღალატის, გამცემის სინონიმად იქცა.

ცხოვრება

იუდას ცხოვრებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მასალამ მოაღწია ჩვენამდე.

  • პოლონელების გადმოცემით იუდა დაიბადა 1 აპრილს რომელიც მათი რწმენით უბედური თარიღია.
  • იუდას ბავშვობაზე იწერება ასევე იერონიმე - «იერონიმეს მოთხრობა იუდა გამცემელზე». ლეგენდის თანახმად მშობლები ნახულობენ სიზმარს, რომელიც აუწყებს რომ მათი შვილი იქნება მათთვის დამღუპველი. მშობლები კიდობანში სვამენ პატარა იუდას და უშვებენ ზღვაში. მრავალი წლის შემდგომ კუნძულ ისკარიოტიდან ბრუნდება იუდა და შურს ძიებს მშობლებზე. სინანულის შემდგომ მიღებული იქნა მოციქულთა რიგში. (ლეგენდის თანახმად, წლების მანძილზე პირში დაგუბებული წყლით ადიოდა მთის წვერზე და იქ უსხამდა ხის გამხმარ ჯოხს, სანამ არ აყვავდა იგი).
  • აპოკრიფის «უფლის ბავშვობის არაბული სახარება» თანახმად, ეშმაკისგან შეპყრობილი იუდა ცხოვრობდა ერთ სოფელში სადაც ცხოვრობდა იესო.როცა მოიყვანე იესოსთან რათა მას განეკურნა იგი იუდამ გვერდზე უკბინა, რის შედეგადაც კრუნჩხვებში ჩავარდა მაგრამ განკურნებულ იქნა. ეს ის გვერდია სადაც შემდგომ ჯვარცმისას ლახვარი ჩასცეს ქრისტეს.

ისკარიოტელი

მრავალი მკვლევარი სხვადასხვანაირად აღიქვამს იუდას მეტსახელ - ისკარიოტელს. ერთნი ფიქრობენ რომ ებრაული სიტყვა "ეშკარ" ნიშნავს საქონელს ვიყიდი. რომლისაგანაც წარმოიშვა იუდას მეტსახელი. მეორენი კი იძახიან რომ ძველ ებრაულ სახელმწიფოში იყო დასახლება ”კარიოტი” ხოლო კარიოტის მკვიდრს კი დაერქმეოდა ისკარიოტელი.

  • მოციქულად ყოფნის პერიოდზე თითქმის არ არსებობს არანაირი ხალხური გადმოცემა, მხოლოდ სახარებისეული ინფორმაცია.

იუდას სახელი ახალ აღთქმაში

იუდა ისკარიოტელზე ინფორმაცია ძირითადად ახალ აღთქმაში მოგვეპოვება. ცნობილია რომ ის იყო სიმონის ძე. თარგი:Blockquote (იოან.6:70-71).

იუდას გამცემლობა

სიკვდილი

იუდას სიკვდილის კანონიკური ვერსია

მათე მოციქული თავის სახარებაში წერს: თარგი:Blockquote (მათ.27:1-5) ლუკა მახარებელი სამოციქულოში კი: თარგი:Blockquote (საქ.1:18) ხოლო მარკოზ მახარებელი და იოანე ღვთისმეტყველი კი არაფერს წერენ იუდას სიკვდილის შესახებ.

იუდას სიკვდილის არაკანონიკური ვერსია

ლიტერატურა

  • შანიძე მ., ქსე, ტ.5 , გვ. 274, თბ., 1980
  • Соловьев С. В. К легендам об Иуде — предателе. ხარკივი, 1895
  • Cтрасти Господни. მოსკოვი, Чепральской, 1792, 370 გვ., Глава 31. Сказание Святого Иеронима, о иуде предателе Господнего
  • А. П. Скогорев. Апокрифические деяния апостолов. Арабское Евангелие детства Спасителя. СПб.: Алетейя, 2000, 480 გვ.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში